იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ ვინმე მივიდეს სათავეებთან და "ლიფსიტების" ნაცვლად, "ხმელეთზე" "ღლავები" ამოყაროს
ფოტოზე: ფიფას რეიტინგში, ჰოი, საოცრებავ და... ავღანეთმაც გაგვასწრო

ქართულ ფეხბურთში კიდევ ერთი ხმაურიანი სკანდალი გასკდა, სკანდალი, რომელმაც ყველა ერთხელაც აღგვაშფოთა, მაგრამ ტრაგედია, ან მისი მოახლოვება არავის გვიგრძნია. თითქოს, უკვე მივეჩვიეთ, თითქოს, ეს კანონზომიერებაა, თითქოს, ნორმასავითაა - წელიწადში ერთი-ორი ასეთი ბომბი აუცილებლად უნდა გასკდეს ქართულ ფეხბურთში.

ბინძური ქართული ფეხბურთი - გამოცხადებული სირცხვილის ქრონიკა გრძელდება

არადა, არ არის ეს არც წასაყრუებელი, არც შესაგუებელი და არც გასატარებელი ამბავი - ქართული ფეხბურთი სულს რომ ღაფავს, ეს ფიფას რეიტინგიდანაც კარგად ჩანს. იმ რეიტინგიდან, რომელშიც, ჰოი, საოცრებავ და... ავღანეთმა გაგვასწრო.

ჯობია არ ნახოთ - საქართველოს ახალი ისტორიული ანტირეკორდი ფიფას რეიტინგში

აქამდე, ავღანურ ფეხბურთზე პირადად მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ხანდახან გერმანელი მწვრთნელები ჩაჰყავდათ და ბურთს გასართობად ხრიოკზე აგორებდნენ.

კიდევ ვიცოდი მირ ვეისი, ჩვენების შორეული გმირობების ამბავი გიორგი მეფის დროს და შემდეგაც.

მერე პრეზიდენტის სასახლის შტურმი, "ინტერნაციონალური" ვალის მოსახდელად ავღანეთში გარეკილი ქართველი ბიჭების ტრაგიკული სვე, ბაბრაქ ქარმალი, რაბანი, ნაჯიბულა... ათასი საველე მეთაური თუ პარტიზანი...

ფეხბურთიც ჰქონიათ. ჩვენზე უკეთესი ფეხბურთი, თურმე...

ეს ყველაზე ნაკლებადაა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ბრალი. მან, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, საკმარისზე მეტი გააკეთა ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. კბილს სხვა ტყემალი გვკვეთს. და რას ვაკეთებთ ჩვენ?

ფაქტია, თუ ფეხბურთი კვლავ მასობრივი არ გახდა საქართველოში, ისე ქართულ ბურთაობას არაფერი ეშველება. სათქმელად იოლია, გასაკეთებლად - რთული. ის კი არა, თუ ასე გაგრძელდა, ფეხბურთს მალე სპორტის სხვა სახეობა ჩამოართმევს "ჰეგემონობას" და "სახალხოს" სტატუსს.

ერთიც ჩვენია და მეორეც, ორივე ჩვენს გულებშია, მაგრამ ერთის პროგრესი რომ გვიხარია, მეორის რეგრესი გვიკლავს სწორედ ამ გულს. ოღონდ, ერთიც უნდა დავაზუსტოთ - ფეხბურთი პროგრესის გზით რომ წავიდეს, ეს არამც და არამც არ უნდა ნიშნავდეს სხვა სახეობების რეგრესს, განვითარებას სხვათა დაკნინების ხარჯზე...

და როგორ უნდა გახდეს ფეხბურთი მასობრივი? ერთი შეხედვით, პასუხი მარტივია - ფეხბურთზე, რაც შეიძლება, მეტმა ბავშვმა უნდა იაროს. და რომელი მშობელი წაიყვანს ფეხბურთზე ბავშვს, სადაც სიბინძურე მეფობს? ლოგიკურად, წაიყვანს იქ, სადაც მეტი სისუფთავეა.

მეორეც - ვის მაგალითზე უნდა დაიზარდონ ბავშვები? ადრე, ფეხბურთელი ლეგენდას უტოლდებოდა, ახლა უკვე საეჭვო კაცია. რაღა დავმალო და, ჩემი ბავშვობის გმირები თუ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ისიც არ მეგონა. ახლა უმეტესობა გმირი კი არა, ანტიგმირია...

საქართველოს ჩემპიონატს მაყურებელი აკლია... რა გასაკვირია? ხალხი ბრძენია. ის მშვენივრად არჩევს ნაღდს და დადგმულს, ალალსა და შეკვეთილს. ამიტომაა, ქართულ სტადიონებზე ქუდი რომ შეუგდო ვინმეს, მეტი წილი გამოსატანად არც შევა...

ხშირად გამიგონია, საქართველოს ჩემპიონატს ვერ ვუყურებ, ნაღდი "სვარკააო". შედუღების პროცესის ყურება, აბა, რა სიამოვნებაა, მაგრამ ასე იმ თითოოროლა ქომაგსაც დავკარგავთ, სტადიონზე რომ დადიან.

ჯანდაბას, დონე! ჩვენია და ვუძლებთ, სპექტაკლს კი - ნურას უკაცრავად! სპექტაკლის ადგილი თეატრშია. იმ უნიჭოების ჯახირის ყურებას ნაღდი რეჟისორის ქმნილება მირჩევნია. ასე მითხრა ერთმა კარგმა კაცმა და ფეხბურთის ნაღდმა გიჟმა. მართალიც მითხრა. ეს წერილიც იმათთვის იწერება, ვისაც ჯერაც არ დაუკარგავს იმედი.

სადაც სისუფთავე არ არის, იქ არც ფეხბურთია - ეს აქსიომაა. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ ვინმე მივიდეს სათავეებთან და "ლიფსიტების" ნაცვლად, "ხმელეთზე" "ღლავები" ამოყაროს.

თუ ასე არ მოხდება, მაშინ ამ რამდენიმე კაცის დასჯით პრობლემა ვერ მოგვარდება. ფული ისეთი რამეა, ხვალ და ზეგ ვიღაცას კიდევ აცდუნებს. მთავარი ისაა, ვინ მართავს პროცესს. მთავარია, ვინ მიიყვანა აქამდე ეს ადამიანები. შემსრულებელზე მეტად, პირადად მე, ისევე, როგორც თქვენ, შემკვეთის ვინაობა მაინტერესებს.

მანამდე კი უნდა დავსვათ კითხვა და ზედვე ლოგიკური პასუხიც მოვაყოლოთ: ვის სჭირდება ასეთი ფეხბურთი? არავის!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთის მიყვარული
ქართულ ფეხბურთშსი რაც ხდება სამარცხვინოა. ფეხბურთის ფედერაცია სირაქლემის პოზიციაშია. აქაოდა არაფერი ვიცოდითო. არადა ზესტაფონის პეზიდენტი სწორედ ამ საკითხებზე არაერთი წელია განგაშის ზარებს არისხებს. ფედერაციამ კი დახმარების ნაცვლად მისი გუნდი ჩემპიონატიდან სწორედ იმიტომ მოხსნა სიმსვიდე რატომ დაგვირრვიეთო. სირცხვილია და უტიფრობა რომ გამოდიან და ხან რას ბოდავენ და ხან რას.იმ ბიჯებს მაინც რას ერჩოდნენ. თავგასული ბიუროკრატებისსაქმისადმი გულგრილი მიდგომის გამო უხელფასოდ რომ თამაშობდნენ და სული არ გაყიდეს გორის დილასთან . საინტერესოა ამ საკითხებს ვინ უნდა მოუაროს თუ არა ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ
Zurab
როცა ცესკამ თავი შეირცხვინა, სტალინის ბრძანებით ის გუნდი დაიშალა. როცა შემდგომში ეს კლუბი აღსდგა, ...
rondo
გაიხარე ავტორ!
irakli
შარშან ერთი ფეხბურთელი და მსაჯები რომ ამხილეს და არ დააპატიმრეს, მაგის ბრალია რაც ეხლა ხდება!
giga
აი მესმის! სიმართლეა1
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება