"16-გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოში გაუმართლებელია, მასობრიობა კი კარგია გარბენებში და არა - უმაღლეს ლიგაში"
ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე აზრი თბილისის "დინამოს" ვეტერანს, ახლო წარსულში ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, გიორგი ანჩაბაძეს, ვკითხეთ:

- უპირველეს ყოვლისა, გვაინტერესებს თქვენი აზრი ბოლოდროინდელ სკანდალზე...

- ორი აზრი არ არსებობს, რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. მესმის, რომ გარიგებული თამაშები მთელი მსოფლიოს სენია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. მაგრამ ეს უბედურება ჩვენ მაინც განსაკუთრებულად შემოგვეჩვია და ეს ყველას, მოქმედ თუ ვეტერან ფეხბურთელებს, ძალიან გვადარდებს.

- ამ გახშირებულ მოვლენებს რას მიაწერთ?

- იმას, რომ ფეხბურთს ძველებურად ყურადღებას აღარ აქცევენ, ხალხი ფეხბურთს რომ მოაკლდება და სტადიონზე 20 კაცი მიდის, ასეთ სიტუაციაში შავ-ბნელი საქმეების მოგვარება ადვილია.

მესმის, რომ მსგავსი მოვლენები სხვაგანაც ხდება, სადაც ლამის ფეხბურთელების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ. მაგალითად, სეზონი არ გავა, იტალიაში რამე უბედურება რომ არ გასკდეს - გაუთავებელი "კალჩოპოლოები" ამაზე მიუთითებს. დიდი ამბები მოხდა თურქეთში, საფრანგეთში, ესპანეთში... ამით საფეხბურთო მაფია შეასუსტეს, მაგრამ მისი სრულად მოსპობა შეუძლებელია.

- გააჩნია, გარიგებები არ დოზითაა. ჩვენთან ის საფეხბურთო კატასტროფად იქცა...

- მეც იმავეს ვფიქრობ. ტოტალიზატორები წყლის ამღვრევას ახერხებენ იტალიაში, სადაც ფეხბურთელები ძალიან მაღალ ხელფასებს იღებენ. ჩვენთან კი დიდი გაჭირვებაა, კლუბებს ძალიან მცირე ბიუჯეტები აქვთ, ბევრგან ხელფასებსაც ვერ არიგებენ, მოთამაშეთა ნაწილი კი ენთუზიაზმზე თამაშობს. მე არავის განკითხვა არ მსურს, მაგრამ როდესაც ადამიანს უჭირს, ცხადია, მას მეტი ცდუნება უჩნდება, სინდისზე ხელი აიღოს და თამაშის ჩაწყობას დათანხმდეს. ამიტომაა საჭირო მეტი ყურადღება, გუნდების მოვლა-პატრონობა, რომ ეს საცდური ბევრს ავაცილოთ.

- თქვენი აზრით, გუნდს ან ფედერაციას აქვს იმის საშუალება, რომ მსგავს მოვლენას შეეწინააღმდეგოს?

- მე რომ მწვრთნელი ვიყო, გეტყოდით, რას და როგორ გავაკეთებდი. ახლა კი უხერხულია ჩემგან რაიმე რჩევების მიცემა. ცუდი ფაქტი მოხდა მარტო იმიტომ, რომ ფეხბურთში უამრავი წესიერი ადამიანია, მოთამაშეებიც და მწვრთნელებიც. მაგრამ ამ საქმის შემდეგ, რამდენიმე ადამიანის გამო, ყველაზე უარყოფითი აზრი ყალიბდება. ეს კი ქართული ფეხბურთის შელახულ სახელს კიდევ უფრო აზარალებს.

- ტოტალიზატორი თანამედროვე ფეხბურთის თანმდევი გახდა. მაგრამ ევროპაში მეტ-ნაკლებად უმკლავდებიან: თქვენი თქმის არ იყოს, იქ სოლიდურ ხელფასებს უხდიან. ბევრი კი მიიჩნევს, რომ ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყანაში ტოტალიზატორები უნდა აიკრძალოს...

- სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, ტოტალიზატორები ფსონებს ჩვენი პირველი ლიგის თამაშებზეც თუ იღებდნენ. მაგრამ ფაქტია და ისიც გამოჩნდა, რომ ამით ბევრი ცუდად სარგებლობს. ამიტომ არის რაღაც ლოგიკა იმაში, რომ ტოტალიზატორები ჩვენს ჩემპიონატს უნდა ჩამოვაშოროთ. ამ გაჭირვებულ გუნდებსა თუ მოთამაშეებს ეს საფრთხეს უქმნის და წყალს გვიმღვრევს. თუმცა, არ ვიცი, ეს როგორ და რა გზითაა შესაძლებელი.

- ქართულ ფეხბურთში რატომ არ ჩანხართ?

- ერთი ხანობა, პროფესიული ფეხბურთის ლიგაში მიმიწვიეს, მაგრამ მერე ამ საქმიანობასაც შევეშვი და ფეხბურთსაც ჩამოვშორდი.

- მწვრთნელობაზე არ გიფიქრიათ?

- ფეხბურთში ყოფნა მსურდა, მაგრამ მწვრთნელობაზე არ მიფიქრია. სხვა მხრივ კი ამ სფეროში დამკვიდრება არ მოხერხდა.

- ახლა რას საქმიანობთ?

- სამშენებლო კომპანიაში ვარ. მაგრამ ჩემთვის ახლობელ სფეროს აქაც ვერ ავცდი და სპორტული ობიექტების მშენებლობაზე ვართ ორიენტირებულები.

- საქართველოს ჩემპიონატს თუ ადევნებთ თვალს?

- კი, როგორ არა! ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ჩემპიონატია და მაინტერესებს.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყვით?

- ახალს ვერაფერს, მძიმე მდგომარეობაში რომ არის, ეს საერთო აზრია. მაყურებელი თამაშებზე რომ არ დადის, აქედანაც გასაგებია, რომ დონე სასურველისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, მიმაჩნია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოსთვის მეტისმეტად გაბერილი ციფრია.

- მაგალითად, რამდენი?

- ხარისხიანი და სანახაობრივი ჩემპიონატი თუ გვინდა, უმაღლეს ლიგაში ბევრად ნაკლები გუნდი უნდა იყოს.

- ამბობენ, რომ ამით ფეხბურთი უფრო მასობრივი გახდა და თამაშებიც დაძაბულად მიმდინარეობს. თავის გამოჩენის საშუალებაც ბევრს მოთამაშესა და მწვრთნელს მიეცა.

- მე საკამათოდ არაფერს ვამბობ. უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვხატე. 16-გუნდიანი ჩემპიონატი საქართველოში გაუმართლებელია, ხოლო მასობრიობას რაც შეეხება, ეს კარგია გარბენებში და არა - უმაღლეს ლიგაში. ესაა, ხარისხს რომ აფუჭებს და ამით ფეხბურთი ზარალდება. რაც მთავარია, მაყურებელს კიდევ უფრო აშორებს სტადიონებიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamulo
უნდა მიიღოს პარლამენტმა კანონო სასწრაფოდ,რომლის ძალითაც ტოტალიზატორები საქართველოსჰი აიკრძალება.ეს აუცილებელია.
დავით ბაკურაძე
ამ ხალხს წარმოდგენა არა აქვს რას ამბობს...რა უნდა ჩამოაშორო,ან როგორ უნდა ჩამოაშორო?!...უცხოელ ბუქმექერებს უნდა აუკრძალოთ ქართულ გუნდებზე ფსონების მიღება?!)))...რომელი ქვეყნის კამომ=ნმდებლობით..რანაირად?...)))...ან ქართულ ტოტალიზატორებს რომ აუკრძალეს საქართველოს ჩემპიონატზე ფსონების მიღება ამან რა შედეგი მოიტანა?...მარტო ის რომ საქართველოს ჩემპიონატი კიდევ უფრო გაბანძდა ყველას თვალში,სომხეთის,აზერბაიჯანის ჩემპიონატებზე ყველა ტოტალიზატორი ღებულობს ფსონებს...ბუქმექერზე ზუსტად არავინ გრძნობს თუ თამაში ჩაწყობილია...
bacho
ეგ პიქრადაც არუნდა გაივლო ტორემ პეხბურტის ტამაშსაც აგვიკრდზალავენ
დიტო
10 გუნდიანში ხელფასიც მეტია და დაძაბულობაც.
besarioni
განმარტეთ როცა რაგაცას წერთ. აქაური ტოტალიზატორები საერთოდ არაფერ შუაში არ არიან მაგ სკანდალთან,ალბათ ავტორს უნდა რომ აკრძალონ სინგაპურის და აზიის ტოტალიზატორები ,გმერთმა ხელი მოგიმართოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან ცქიტიშვილი: თქვას ფეხბურთის ფედერაციამ, ვინ არის ნამდვილი პრეზიდენტი!
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვათამაშოთ, წუთით მაინც ვათამაშოთ...
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
ვიტალი დარასელია: მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მამის სახელი არ შემერცხვინა...
არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის ახალი, 51-ე ნომერი [+ პოსტერი]
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა