9-10 მაისს, ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია, ტრადიციულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებს უმასპინძლებს
9-10 მაისს, ჯ. ცერცვაძის სახ. ხელბურთის აკადემია, ტრადიციულად, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.

ამ უქმეების მთავარი ინტრიგა ბრინჯაოს და ვერცხლის ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებებია. გარდა ამისა, კალენდარული ტურის შეხვედრებს გამართავენ სუპერლიგისა და გაერთიანებული ლიგის გუნდები.

შაბათი დღე გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის შეხვედრით გაიხსნება. "კნაუფი" ჩემპიონატის კიდევ ერთ დებიუტანტს, "გორგიას" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ "კნაუფმა" პირველ ტურში "თრეველკემპ ჯორჯიასთან" დათმო, ხოლო "გორგიასთვის" ეს სადებიუტო მატჩია ლიგაში.

09.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური

12:00 კნაუფი - გორგია

13:00 სთ-დან კი ბრინჯაოს ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირებები აიღებს სტარტს. ჯგუფურ ეტაპზე გამოვლენილ ათ საუკეთესო გუნდს ვერცხლის ლიგის პლეი ოფს მიღმა დარჩენილი ექვსი გუნდი შეუერთდა და შესაბამისი წყვილებიც გაირკვა.

განსაკუთრებულ ინტერესს ორი წყვილის დაპირისპირება იწვევს. "ბ" ჯგუფის ფავორიტი კასპის "გენერალი" ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ VIVUS.GE -ს შეხვდება. ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების ორთაბრძოლა კასპელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. შესაბამისად, სასწორზე, 1/4-ფინალის საგზურის გარდა, რევანშის აღების სურვილიც დევს. აღნიშნული დაპირისპირება 16:00 სთ-ზე დაიწყება.

მეორე გამორჩეული პაექრობა შაბათის სათამაშო დღეს დაასრულებს. 19:00 სთ-ზე ერთმანეთის პირისპირ "ა" ჯგუფის გამარჯვებული, "ქლინინგ სერვის გრუპი" და "ბ" ჯგუფის მეორეადგილოსანი "საქართველოს ფოსტა" წარდგებიან.

1/4-ფინალისტების ვინაობა ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

09.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/8-ფინალი

13:00 ივერიაბეთი - მფკ ტატიშვილი

14:00 ბაქსვუდი - სდსს

15:00 რუსთავი 2 - ევროკრედიტი

16:00 გენერალი (კასპი) - VIVUS.GE

17:00 პროკრედიტი - პალიტრა

18:00 საქრუსენერგო - გუჯარი (მცხეთა)

19:00 საქართველოს ფოსტა - CSG

10 მაისის სათამაშო დღეც გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის შეხვედრით აიღებს სტარტს. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პირველ შეხვედრას ჩაატარებენ "შანგრილასა" და რუსთავის მერიის გუნდები.

10.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური

12:00 შანგრილა - რუსთავის მერია

უქმეების საპლეიოფო ვნებათაღელვა ვერცხლის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებით განახლდება. რეგულარულის გამარჯვებული "საქართველოს ბანკი 2" "საბანკო დერბიში" "ბანკ რესპუბლიკას" დაუპირისპირდება.

საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი GWP-"ვითიბი 2"-სა და BP GEORGIA-"სნიკერსს" შორის.

10.05.2015. ვერცხლის ლიგა. 1/4-ფინალი (პირველი რაუნდი)

14:00 GWP - ვითიბი 2

18:00 BP GEORGIA - სნიკერსი

19:00 საქართველოს ბანკი 2 - ბანკი რესპუბლიკა

20:00 კრედო - ტატიშვილი

კვირასვე სუპერლიგის XV ტურის შეხვედრები გაიმართება. ტურის ცენტრალური დაპირისპირება "პროგრეს ბანკსა" და სკ "ჯვაროსნებს" შორის შედგება. ამ უკანასკნელებს პლეი ოფში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად დარჩენილი ოთხივე შეხვედრის მოგება მართებთ. თავის მხრივ, მეტოქის ქულების დაკარგვით ყველაზე მეტად სწორედ "ბანკირები" იხეირებენ.

10.05.2015. სუპერლიგა. XV ტური

13:00 FC TTC - DHL

15:00 პროგრეს ბანკი - ს.კ ჯვაროსნები

16:00 დინამო (ბთ) - FC PSP

17:00 შსს - UG

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!
SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!
SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!
SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!