ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებმა ბექა მახარაძემ, თემურ შონიამ და გელა გოგიტიძემ თბილისის "დინამოსთან" მატჩის წინ კომენტარები გააკეთეს
დღეს, 9 მაისს, ქობულეთის "ჩელე არენაზე" ბათუმისა და თბილისის დინამოელთა შორის გასამართი დაპირისპირება არა მხოლოდ XXVII ტურის, არამედ, ჩემპიონატის ერთ-ერთი საკვანძო შეხვედრაა - გამარჯვებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, მეორე კი ამ შანსს საკმაოდ შეიმცირებს.

უმაღლესი ლიგის XXVII ტურის წინ: "დინამო" "დინამოს" წინააღმდეგ!

საინტერესოა, რას ფიქრობენ ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები თბილისის "დინამოსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე:

ბექა მახარაძე, ბათუმის "დინამოს" მცველი, გუნდის კაპიტანი:

- თამაშისთვის განსაკუთრებული განწყობით ვემზადებით. ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს და მოგება ჰაერივით გვჭირდება. რეალურად, ამ შეხვედრაში გაირკვევა, ორი "დინამოდან" ჩემპიონობისთვის ბრძოლას რომელი გააგრძელებს და პირველ-მეორე ადგილის საკითხშიც მეტი სიცხადე იქნება. თუ მოვიგებთ, ოქროს მედლებისთვის ჩვენ და "დილა" ვიბრძოლებთ.

- ამ შეხვედრის მოგება ძალიან რთული იქნება, რადგან თბილისელებისთვის ქულების დაკარგვა კატასტროფას გაუტოლდება...

- მესმის, მაგრამ ქულების დაკარგვის უფლება არც ჩვენ გვაქვს. შეგვიძლია თუ არა მათი დამარცხება, ეს წინა შეხვედრებშიც გამოჩნდა: "დინამოს" ყველა დიდ პატივს ვცემთ, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაა, მაგრამ თბილისში მოვუგეთ, ლიდერი გორის "დილა" კი ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ და ეს მაიმედებს, რომ 9 მაისის თამაშის მოგებასაც შევძლებთ.

- ყველა ფეხბურთელი მწყობრშია?

- სამწუხაროა, რომ "გურიასთან" შეხვედრაში ჩვენმა მეკარე მიშა ალავიძემ ხელი იტკინა და ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, ალბათ, ვერ დაგვეხმარება. ჯერ ვერც ჩუენსუ და ჩირიკაშვილი თამაშობენ. თუმცა, ყველა დანარჩენი მწყობრშია და იმედია, სასურველ სამ ქულას მოვიპოვებთ.

ეგაა, მაყურებლის არყოფნა ძალიან გვაზარალებს. და არა მხოლოდ ჩვენ, საერთოდ, ამ შეხვედრასაც უარყოფითად დაეტყობა, რადგან ბათუმის "დინამოს" საქართველოში გამორჩეული ქომაგი ჰყავს.

თემურ შონია, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი:

- თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდი სტიმულია. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჯერ არ გარკვეულა, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი და რეალურად, ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები.

ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ბათუმის "დინამო" მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. მაგრამ დასანანია, რომ ჩვენს ქომაგებს ზეიმი წაართვეს და ცარიელი ტრიბუნების წინ მოგვიწევს თამაში.

გელა გოგიტიძე, ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი:

- ორი "დინამოს" დაპირისპირებას მთელი საქართველო ელოდება. თავისი მნიშვნელობით, ეს არა მარტო ტურის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრაა. ერთი სიტყვით, მოტივაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი თავისით არ მოსულა - თითოეული მატჩისთვის ბოლომდე ვიხარჯებოდით და მინდა დავარწმუნო ჩვენი ერთგული ფანები, რომ არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი.

ძალიან ცუდია, რომ თბილისელებთან დაპირისპირება ჩვენი ერთგული გულშემატკივრების გარეშე გვიწევს. თუ გავიმარჯვეთ, წარმატებას აუცილებლად მათ მივუძღვნით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vato
გოგიჩ რა ჯაგაც იყავი იმ ჯაგა ფეხბურთს ათამაშებ ბიჩებს, როდის უნდა მოიგოოო.
alan
დინამო თბილისი ზედა ექვსეულში, გოგიჩ ყოჩაგ.
gori
დინამოს ფანი ვარ დგეს მოიგეებს როგორც მინიმუმ ნიჩიაააა,ესე გვინდა გორელებს და მაგიტოოომ.....დილააააააა ჩემპიოოოონ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დინამო(ბთ)-ტორპედო 1:3 - მცველი, როგორც... ფორვარდი [VIDEO]
"ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"
ასლან ბალაძე: ბათუმის "დინამოს" გაძლიერება? ეს საკამათოც არ არის...
ქობულეთის "შუქურა": მახარაძე უკვე წავიდა, ლეგიონერებიც მიდიან...
ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
საფეხბურთო დინასტია: მახარაძეების სამი ფრონტი
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
დინამო (ბთ)-ზუგდიდი 5:0 [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. VIII ტური: ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოსაც" მოუგო
სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ბექა მახარაძე: კურიოზია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ფეხბურთი...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
მერანი-დინამო (ბთ) 0:4 - ცვლილებების მოლოდინში [VIDEO]
ევგენი ზუბეიკოს შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ორმა ფეხბურთელმა დატოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა