"გლადბახმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი თითქმის გაინაღდა
* ხოსეპ გვარდიოლამ კარიერაში პირველად წააგო ზედიზედ სამი ოფიციალური შეხვედრა.

* "ბაიერნი" ოფიციალურ მატჩებში 360 წუთია, გოლს ვერ იტანს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 17 წლის წინ, ჯოვანი ტრაპატონის მწვრთნელობისას ჰქონდა.

* "გლადბახი" 12 ტურია არ მარცხდება, შინ კი ზედიზედ 9 მატჩი მოიგო.

* "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში 2500 გაშვებული ბურთი დაუგროვდა.

* 32 ტურის 9 მატჩს 481 487 მაყურებელი დაესწრო. ეს სეზონის რეკორდია.

ბუნდესლიგაში კიდევ ერთი ინტრიგა მოკვდა. თითქმის ასი პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ მესამე ადგილისთვის ბრძოლა მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" მოიგო. სამაგიეროდ, არის მცირე ინტრიგა ევროპალიგის საგზურებთან დაკავშირებით და დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად...

მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" დიდი ხანია, გაინაღდა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, მაგრამ ახლა თითქმის გარანტირებული აქვს ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა. ლუსიენ ფავრის გუნდის მატჩი პირდაპირ კონკურენტ "ლევერკუზენთან" ცალმხრივი აღმოჩნდა. სტუმრების თავდაპირველი აქტიურობის შემდეგ "ბორუსია" თავის საფირმო კონტრშეტევებზე გადავიდა და დიდ შესვენებამდე სამი გმირობა ჩაადენინა ბერნდ ლენოს, მაგრამ მეორე ტაიმში "ბაიერის" მეკარე უძლური აღმოჩნდა.

ანგარიში, ტრადიციულად, მაქს კრუზემ გახსნა - "ბორუსიის" ფორვარდმა ამ სეზონში მერვედ დააფიქსირა ანგარიში - 1:0. შემდეგ პატრიკ ჰერმანმა დაამატა ლენოს მოგერიებულს და "გლადბახის" მაისურით 33-ე გოლი გაიტანა, რითაც ლეგენდარულ შტეფან ეფენბერგს გაუტოლდა; ბოლოს კი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი იბრაჰიმა ტრაორემ - 3:0.

"გლადბახმა" 26-წლიანი (!) პაუზის შემდეგ პირველად მოუგო შინ "ლევერკუზენს" და ახლა მისი წაუგებელი სერია 12 მატჩამდე ავიდა, "ბაიერმა" კი შეწყვიტა 10-მატჩიანი წაუგებელი სერია. ორი ტურით ადრე "გლადბახი" უკვე ხუთი ქულით დაშორდა კონკურენტს.

პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში, "ბაიერნმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო ისე, რომ არც ერთი გოლი არ გაუტანია. "ლევერკუზენისა" და "ბარსელონას" შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდი გააწბილა პრინციპულმა მეტოქემ - მეზობელმა ფედერალურ მიწაზე "აუგსბურგმა".

მთავარი დამნაშავე, ალბათ, მეკარე პეპე რეინა იყო, რომელმაც მე-15 წუთზე თავისი გუნდი ათი კაცით დატოვა მოედანზე. თუმცა შეცვლაზე შესულმა ნოიერმა თავისი გამოჩენით შეაშინა ვერჰაეგი და ჰოლანდიელმა 11-მეტრიანი ძელს გაარტყა. ამ მცველს მანამდე რვიდან რვა პენალტი ჰქონდა გატანილი ბუნდესლიგაში.

"ბაიერნს" ათი კაცით შეეძლო გატანა, მაგრამ ლევანდოვსკიმ ძელს გაარტყა ბურთი. მომენტები ორივე კართან იყო, ბოლოსკენ კი გუნდები თითქოს საყაიმო ანგარიშზე შეთანხმდნენ, მაგრამ საქმეში ჩაერია დანტე. მასპინძლების მცველმა მორიგი შეცდომა დაუშვა და ბობადილიამ თვით ნოიერს ქუსლით გაუტანა გოლი. გვარდიოლას შეგირდებმა ნამდვილი შტურმის მოწყობა ვერ შეძლეს და "აუგსბურგმა" ზედიზედ მეორე სეზონში დაამარცხა რეკორდმაისტერი - შარშან საკუთარ მოედანზე და ამჯერად, ისტორიაში პირველად სტუმრად.

თუ გერმანიის თასიდან პენალტებით გამოვარდნას წაგებად ჩავუთვლით "ბაიერნს", გუნდს ზედიზედ ოთხი მარცხი დაუგროვდა. ბოლოს ასეთი სერია მას 1991 წელს ჰქონდა. "აუგსბურგი" კი ფავორიტი გახდა ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლაში, რადგან "დორტმუნდის" გარდა, ვერც ერთმა მისმა კონკურენტმა ვერ მოიგო.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება "დორტმუნდს", მას შემდეგ, რაც იურგენ კლოპმა სეზონის შემდეგ გუნდიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, ოთხი ტურია, არ მარცხდება, 12 შესაძლებლიდან 10 ქულა აიღო და გერმანიის თასის ფინალში გავიდა.

ამაზე კლოპმა ენამოსწრებულად თქვა - თუ ასე კარგად ვითამაშებდით, პირველი წრის დასაწყისში გამოვაცხადებდი წასვლის შესახებო. "ბორუსიისთვის" სავსებით რეალური გახდა ევროპალიგაზე გასვლა. თუ გუნდი ვერ შევა ექვსეულში და თან წააგებს გერმანიის თასზე, მაშინ საბოლოო, მეშვიდე ადგილი სჭირდება რანგით მეორე ევროპულ ტურნირზე მოსახვედრად. და სწორედ ამ პოზიციაზე გადავიდა გუნდი "ჰერტასთან" მოგების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ერთი დღით დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა "ვოლფსბურგმა", როცა გუშინ ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა სტუმრად "პადერბორნი" და ამით საბოლოოდ გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ისევ დაიწყო გოლების გატანა ბას დოსტმა. ჰოლანდიელმა სეზონში მეხუთე დუბლი შეასრულა და თავისი მონაგარი 16 გოლამდე აიყვანა. იმის გათვალისწინებით, რომ ალექ მაიერი და არიენ რობენი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებენ, დოსტს ბუნდესლიგის ბომბარდირობის კარგი შანსი გაუჩნდა.

კულმინაციას აღწევს ბრძოლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად. აუტსაიდერთაგან მხოლოდ "შტუტგარტმა" მოიგო და... მაინც ბოლო ადგილზე დარჩა. თუმცა "შვაბებს" გადამრჩენელ მე-15 ადგილამდე ერთი ქულა აშორებთ. საერთოდ, მე-13 და ბოლო ადგილებს შორის სხვაობა მხოლოდ ოთხი ქულაა. ისევ ჩაეწერა აუტსაიდერთა სიაში "ჰერტა", რომელსაც ცოტა ხნის წინ, თითქოს, თავი ქუდში ჰქონდა. პალ დარდაის გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო, ხუთი ტურია არ მოუგია და წინ სეზონის ნერვული დასასრული ელოდება.

გერმანია. ბუნდესლიგა XXXII ტური

8 მაისი

ჰამბურგი-ფრაიბურგი 1:1

გოლები: 0:1 მეჰმედი (25), 1:1 კაჩარი (90)

ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი (79. რუდნევსი), ვან დერ ვაარტი, კაჩარი, შტიბერი (87. ბაისტერი), ჰოლტბი (58. იანსენი), ლასოგა, ოლიჩი.

ფრაიბურგი: ბიურკი, მუიჯა (76. ფილიპი), კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი(78. კემპფი), ჰიოფლერი, დარიდა, შმიდი, კლაუსი, გუედე (75. პეტერსენი), მეჰმედი.

გაფრთხილება: - კემპფი

კუთხური: 5-6 ჯარიმა: 16-15 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 16(8)-15(7) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 57 000

9 მაისი

ბაიერნი-აუგსბურგი 0:1

გოლი: 0:1 ბობადილია (71)

ბაიერნი: რეინა, ვაიზერი, ბოატენგი, დანტე, ბერნატი, ლამი (14. ნოიერი), შვაინშტაიგერი, ტიაგო ალკანტარა, გიოტცე, მიულერი (74. რაფინია), ლევანდოვსკი (74. პისარო).

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, კორი, ბაიერი, ფოილნერი, ჰალილ ალთინთოფი (46. ჰოიბერგი), ესვაინი (32. ტობიას ვერნერი), ბობადილია (83. მიოლდერსი).

გაძევება: რეინა (13. ბაიერნი)

გაფრთხილება: დანტე, რაფინია - ჰონგი

მე-15 წუთზე ვერჰაეგმა ვერ გამოიყენა პენალტი

კუთხური: 4-5 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 2-7 კარში დარტყმა: 16(4)-12(4) ბურთის ფლობა: 65%-35%

მაყურებელი: 75 000

დორტმუნდი-ჰერტა 2:0

გოლები: 1:0 სუბოტიჩი (9), 2:0 დურმი (47)

დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი (71. პიშჩეკი), გიუნდოგანი, კელი, მხითარიანი, კაგავა (84. ს. ბენდერი), კამპლი, ობამეიანგი (66. იმობილე).

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი (55. ჰეიტინგა), პლატენჰარდტი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ჰარაგუჩი (84. რონი), ნ. შულცი, შტოკერი, კალუ (46. ვაგნერი).

გაფრთხილება: კელი, სუბოტიჩი - ჰარაგუჩი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი

კუთხური: 7-3 ჯარიმა: 16-11 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 15(4)-2(0) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 80 667

გლადბახი-ლევერკუზენი 3:0

გოლები: 1:0 კრუზე (50), 2:0 ჰერმანი (81), 3:0 ტრაორე (88)

გლადბახი: ზომერი, კორბი, ბროუერსი, იანტჩკე, ვენდტი, ჯაკა, კრამერი, ჰერმანი (82. ტრაორე), ჯონსონი (89. აზარი), რაფაელი (87. ჰანი), კრუზე.

ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი (26. დონატი), იედვაი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, როლფესი (65. რაინარტცი), ბრანდტი, ჩალჰანოგლუ, სონი, კისლინგი (65. დრმიჩი).

გაფრთხილება: კრამერი, ჯაკა - ლ. ბენდერი, ჰილბერტი, თოფრაქი

კუთხური: 6-10 ჯარიმა: 13-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 10(7)-19(2) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 53 761

ჰანოვერი-ვერდერი 1:1

გოლები: 1:0 შტინდლი (21), 1:1 იუნუზოვიჩი (78)

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი, ს. სანე, შტინდლი, კიიოტაკე (67. ქარამანი), პრიბი, ბრიანი (86. ია კონანი).

ვერდერი: კასტელსი, გერბესელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ბარგფრედე (46. იოზთუნალი), ფრიტცი, ჰაიროვიჩი (46. ბარტელსი), იუნუზოვიჩი, დი სანტო, ზელკე (90+2. მაკიადი).

გაფრთხილება: მარსელო, ბრიანი, ს. სანე, შტინდლი - ვესტერგაარდი

კუთხური: 8-1 ჯარიმა: 16-16 თამაშგარე: 6-3 კარში დარტყმა: 12(3)-9(3) ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 49 000

აინტრახტი-ჰოფენჰაიმი 3:1

გოლები: 1:0 ოშჩიპკა (18), 2:0 სეფეროვიჩი (27), 3:0 ჩენდლერი (34), 3:1 ფოლანდი (51)

აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, რუსი, ოშჩიპკა, მედოიევიჩი (36. ფლუმი), ჰასებე, აიგნერი (71. ჯაკპა), შტენდერა (84. ინუი), იგნიოვსკი, სეფეროვიჩი.

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, რუდი, აბრაჰამი, ბიჩაკჩიჩი (46. შტრობლი), ბეკი, პოლანსკი (46. ელიუნუსი), შვეგლერი, ფოლანდი, რობერტო ფირმინო, მოდესტე (46. ცუბერი), შალაი.

გაფრთხილება: სეფეროვიჩი, რუსი, აიგნერი - ფოლანდი, პოლანსკი, რობერტო ფირმინო

კუთხური: 1-1 ჯარიმა: 21-25 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 13(4)-8(5) ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 50 600

შტუტგარტი-მაინცი 2:0

გოლები: 1:0 დიდავი (66), 2:0 კოსტიჩი (78)

შტუტგარტი: ულრაიხი, შვააბი, ბაუმგარტლი, რიუდიგერი, კლაინი, სერეი დიე (90+1. ორიოლ რომეუ), გენტნერი, ჰარნიკი, დიდავი (76. მაქსიმი), კოსტიჩი (88. ტიმო ვერნერი), გინჩეკი.

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბუნგერტი (88. კლემენსი), ნოვესკი, ბენგტსონი, გაისი (75. დე ბლასისი), მორიტცი (46. კოო), ბაუმგარტლინგერი, მალი, ხაირო, ოკაზაკი.

გაფრთხილება: კლაინი, დიდავი - ნოვესკი

კუთხური: 7-2 ჯარიმა: 16-19 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 18(7)-7(2) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 54 300

10 მაისი

პადერბორნი-ვოლფსბურგი 1:3

გოლები: 0:1 კლოზე (16), 0:2 დოსტი (25), 0:3 დოსტი (82), 1:3 რუპი (90+1)

პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი (46. ქოჩი), რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი (66. ლაკიჩი), ვრანჩიჩი (78. ზაგლიკი), ვუჩინოვიჩი, შტოპელკამპი, რუპი, კაჩუნგა.

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, კლოზე, როდრიგესი (78. შეფერი), გილავოგი, ლუიშ გუსტავო, პერიშიჩი (83. შიურლე), დე ბრუინი, კალიჯური (61. არნოლდი), დოსტი.

გაფრთხილება: - კალიჯური, დოსტი, პერიშიჩი

კუთხური: 11-3 ჯარიმა: 8-16 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 16(4)-10(5) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 14 659

კიოლნი-შალკე 2:0

გოლები: 1:0 რისე (34), 2:0 გერჰარდტი (89)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, რისე, ნაგასავა (70. გერჰარდტი), უჯა (59. შვენტო), ოსაკო (90+1. მავრაი).

შალკე: ფერმანი, ჰიოგერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, აოგო, გორეტცკა (75. ბარნეტა), ნოიშტედტერი, ლ. სანე, დრაქსლერი (64. მაიერი), კ-პ. ბოატენგი (59. ფარფანი), ჩუპო-მოტინგი.

გაფრთხილება: ჰექტორი - ფარფანი, ჰიოვედესი

კუთხური: 5-6 ჯარიმა: 10-16 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 13(6)-5(1) ბურთის ფლობა: 42%-58%

მაყურებელი: 46 500

ბომბარდირები: 19 - ალექს მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 16 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური

16 მაისი:

შალკე-პადერბორნი, ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი, ვოლფსბურგი-დორტმუნდი, მაინცი-კიოლნი, აუგსბურგი-ჰანოვერი, ჰერტა-აინტრახტი, ვერდერი-ბორუსია (მ), ფრაიბურგი-ბაიერნი, შტუტგარტი-ჰამბურგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
გირასი წასვლაზე თანახმაა - ფეხბურთელი ევროპის ტოპ კლუბებს სურთ
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
ბუნდესლიგა. XVIII ტური: ლევანდოვსკი რომ არა... [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXVIII ტური: "ბაიერნს" ჩემპიონობამდე სამი მოგება აკლია
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია