სანამ სადავო კონტრაქტის საკითხი გადაწყდება, ნახევარმცველს ინგლისიდან და საფრანგეთიდან აკვირდებიან, შვეიცარიასა და დანიაში კი უკვე ელოდებიან...
ბოლო ორი კვირაა, რაც ფამაგუსტას "ანორთოსისის" ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე, გუნდის მოთამაშეებს მედიასთან კონტაქტი ეკრძალებათ. 11 მაისს გიორგი აბურჯანიას სწორედ ინტერვიუსთვის დავუკავშირდით. ინტერვიუ არ გამოვიდა, თუმცა მნიშვნელოვანი ამბები მაინც გავიგეთ.

პირველი ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დაესწრო კვიპროსის ჩემპიონატის მატჩს, რომელშიც მთავარი დივიზიონის პირველ ექვსეულში ნიქოზიის "ომონიამ" შინ "ანორთოსისი" 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია უჩა ლობჟანიძეს. ფამაგუსტელთაგან კი მატჩი სრულად მხოლოდ გიორგი აბურჯანიამ ჩაატარა, ხოლო ირაკლი მაისურაძე განაცხადშიც არ ყოფილა - მუხლი იტკინა და მოედანს მაისის ბოლომდე დაუბრუნდება.

როგორც ჩანს, ცხადაძე სწორედ აბურჯანიას აკვირდებოდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ცნობილია, რომ ეროვნული გუნდისთვის საყრდენ ნახევარმცველებს არჩევს. აბურჯანია ცხადაძეს არ შეხვედრია, უბრალოდ, ის ნაკრების თავკაცის ვიზიტის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. აბურჯანიამ ისიც არ იცის, იქნება თუ არა გამოძახებული უკრაინასა (ამხანაგური) და პოლონეთთან (შესარჩევი) მატჩებისთვის. თუმცა ამის დიდი იმედი აქვს.

ამასობაში, პირველ ექვსეულში "ომონია" 53 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ანორთოსისი" კი 49 ქულით მეხუთე პოზიციას ამაგრებს. სწორედ მათი ბოლო შეხვედრა წყვეტდა ევროპალიგაზე გამსვლელის ვინაობას.

მარცხის შემდეგ "ანორთოსისის" ევროპული პერსპექტივა მისი კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ფაქტია, წაგების გამო ეს პერსპექტივა მინიმუმამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი, სავარაუდოდ, "ანორთოსისში" არ დარჩება.

კვიპროსში გამომავალმა ინტერნეტგამოცემა "კერკიდამ" ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა. პატარა ფრაგმენტი წერილიდან, სათაურით - "მზვერავი აბუსთვის".

"ომონია"-"ანორთოსისის" შეხვედრას ესწრებოდნენ სკაუტები ინგლისიდან და საფრანგეთიდან. არსებული ინფორმაციით, ისინი "ომონიას" თავდამსხმელ მაიკლ პოტესა და "ანორთოსისის" ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიას აკვირდებოდნენ", - წერს "კერკიდა".

მაიკლ პოტე ბენინის ნაკრებისა და "ომონიას" თავდამსხმელია. უთამაშია "ნიცაში", "ლე მანსა" და დრეზდენის "დინამოში". "აბუ" კი, რა თქმა უნდა, მიხვდით - გიორგი აბურჯანიაა.

ცხადია, აბურჯანიას დიდ ბრიტანეთში შრომის ვიზას ვერ მისცემენ და ამ ეტაპზე, ინგლისში მისი გადასვლა გამორიცხულია - საამისოდ, ბოლო ორ წელიწადში ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული შეხვედრების 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ნათამაშები. საფრანგეთში კი ჯერ თავადაც არ იცის, რომელი გუნდია დაინტერესებული.

გიორგის არ დაუმალავს, რომ ინტერესი იყო პირეოსის "ოლიმპიაკოსიდან" და რომ იქ გიორგი ლორიასთან ერთად ყოფნის იმედი ჰქონდა. პირეოსელებს კონტრაქტის გაფორმება სურდათ, შემდეგ კი, გამორიცხული არ იყო, სხვა გუნდში გაენათხოვრებინათ, რაც 20 წლის ნახევარმცველს არ აწყობდა. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უამბიციო გუნდში მოხვედრილიყო, რაც მის დღევანდელ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა.

ჩვენ კი ვიცით, რომ უფრო რეალურ ვარიანტებს მას შვეიცარიასა და დანიაში სთავაზობენ. შვეიცარიაში "ციურიხზეა" ლაპარაკი, დანარჩენები კი ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთელმა კონკრეტულად ისიც არ იცის, რომელ ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას. შესაძლოა, აბურჯანია "ანორთოსისში" დარჩეს, რადგან კლუბთან კონტრაქტი სადავო გაუხდა.

საქმე ისაა, რომ მან ფამაგუსტურ კლუბთან კონტრაქტი ოფციონის (1+1) სისტემით გააფორმა. "ანორთოსისი" მას ხელშეკრულების კიდევ 3 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს, რაშიც შეთანხმების იმ პუნქტს იშველიებს, რომლის მიხედვითაც, კონტრაქტის გაგრძელების უპირატესი უფლება უჭირავს ხელში.

მაგრამ აბურჯანიას დარჩენა არ სურს და ამ შემთხვევაში მთავარია სწორედ მისი ნება.

აბურჯანიას ახალ გუნდში გადასვლა და უფრო მაღალ დონეზე სურს ძალების მოსინჯვა. სადავო კონტრაქტის გამო კი აპირებს, "ანორთოსისს" ლოზანის სპორტულ სასამართლოში უჩივლოს და ხელშეკრულება ამ გზით გაწყვიტოს.

ის თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია, მაგრამ მხოლოდ ერთი ფაქტორი აფიქრებს - სპორტული სასამართლო საქმეებს ოპერატიულად ვერ წყვეტს და, შესაძლოა, საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად 2-3 თვე გახდეს საჭირო. ამდენი ხნით უთამაშებლობა კი ახალგაზრდა ფეხბურთელს ფორმიდან ამოაგდებს, ვერც სხვა კლუბში ივარჯიშებს და, მით უფრო, ვერც - ითამაშებს.

სწორედ ამ დავის გადაწყვეტას ელიან ის შვეიცარიული და დანიური კლუბებიც, რომელთაც ქართველის მიწვევა გადაუწყვეტიათ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jemala
უკაცრავადა მაგრამა ეს ინდურ ფილმს ყვებით?! )
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვიპროსელებმა ოქრიაშვილის დაბრუნების თარიღი დაასახელეს
კვიპროსული გამოცემა: "ანორთოსისის" ჩავარდნა ოქრიაშვილს უკავშირდება
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
გიორგი ქვილითაია კარიერას "ანორთოსისში" განაგრძობს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი "ანორთოსისში"?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
გიორგი ლორიას თამაშის გაყიდვაში დასდეს ბრალი - მიზეზი თავის გაქანებაა... [VIDEO]
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ