საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მცველი ესპანელ, პორტუგალიელ და თურქ თანატოლებთან შეხვედრების წინ იმედიანადაა
ცნობილია, რომ შარშან, ოქტომბერში, თბილისში გამართულ 19-წლამდელთა საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს დიუსელდორფის "ფორტუნას" სპორტული დირექტორი მარკ ულშოფერიც ესწრებოდა.

მართალია, ეს მინიტურნირი ტრავმის გამო "საბურთალოს" 18 წლის ცენტრალურმა მცველმა ჯიმი ტაბიძემ გამოტოვა, მაგრამ გავიდა დრო და ცნობილი გახდა საქართველოში გერმანელის სტუმრობის მიზეზი - იანვარში "ფორტუნამ" ნიჭიერი ახალგაზრდა გერმანიაში მიიწვია.

"ფორტუნას" მენეჯერმა ჰელმუტ შულტემ ტაბიძე კარგად დაახასიათა - ნიჭიერი ცენტრალური მცველია, დიდი ხანია, ვაკვირდებით და ვნახავთ, როგორ ვითარდებაო. ამ საკითხის მოგვარება ზაფხულისთვის გადაიდო, მანამდე კი ტაბიძემ "ლივერპულისა" და "რეალის" ასაკობრივ გუნდებში ივარჯიშა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ მომავალ ზაფხულს მის კარიერაში სასიამოვნო სიახლეები იქნება.

"ელიტრაუნდის შეხვედრებზე ბევრი აგენტი ჩამოვა და, შესაძლოა, მათ შორის "რეალისა" და "ფორტუნას" სკაუტებიც იყვნენ.

ჩვენი ეროვნული ნაკრები და კლუბები ევროპულ სარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ და ცხადია, საქართველოს კარგად არ იცნობენ, ამიტომ, ბოლომდე ვერ გვენდობიან...

თუმცა, ბოლო წლებში ასაკობრივი ნაკრებების შედეგებიდან გამომდინარე, ევროპაში ჩვენი თაობა მაინც წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას და ფეხბურთელებსაც უკვე სხვა თვალით უყურებენ.

თუ ამ მინიტურნირზე თავს გამოვიჩენ, არ გამოვრიცხავ, უცხოეთში წავიდე. უფრო გერმანიაში მოხვედრას ვიმედოვნებ", - ამბობს ტაბიძე.

როგორც ცნობილია, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილები უმძიმეს ჯგუფში მოხვდნენ - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან.

ტაბიძეს წარმატების იმედი მაინც არ გადაუწურავს:

"ორი აზრი არ არის, წილისყრამ ურთულესი მეტოქეები შეგვახვედრა. მაგრამ 19-წლამდელები ისეთი ასაკია, ყველა მეტოქესთან შეიძლება თამაში. ჩვენს გუნდში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და იმედია, წარმატებასაც მივაღწევთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U15 | სასელექციო შეკრება თბილისში
16-წლამდე ნაკრებმა მარტის შეკრება გამარჯვებით დაასრულა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა