ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
"ბაიერნის" ფეხბურთელები მთელი კვირის განმავლობაში იმუქრებოდნენ, რომ ორმატჩიანი დუელის ბედი არ იყო გადაწყვეტილი და "ბარსელონას" "ალიანც არენაზე" ნამდვილი ჯოჯოხეთი ელოდა.

მიუნხენურმა გიგანტმა მოიგო, ბოლომდე იბრძოლა და თავი არ დაზოგა, მაგრამ მუქარა მაინც გადამეტებული გამოდგა - "ბარსამ" პირველ ტაიმში ორი გოლი შეაგდო და გადაწყვიტა კიდეც ყველაფერი. ესპანური გრანდისთვის სამი გოლის გატანა შესაძლებელია, მაგრამ ამავდროულად, საკუთარი კარის მშრალად შენახვა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი. ლუის სუარესის, ლიონელ მესის და ნეიმარის განეიტრალება გერმანელებისთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

არადა, ჯერ კიდევ მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მეჰდი ბენატიამ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და ტრიბუნებზე შეკრებილი 75 ათასი გულშემატკივარი აღფრთოვანებაში მოიყვანა - ფრთაშესხმული მიუნხენელები მეორე გოლის გასატანად წავიდნენ წინ, მაგრამ საპასუხო ბურთი მიიღეს და სწორედ იქ მოკვდა ინტრიგა. "ბარსას" პირველი გოლი ხსენებულმა ტრიომ გამოჭედა:

ლიონელ მესიმ ბრწყინვალე პასით "ბაიერნის" მთელი დაცვა მოჭრა და ლუის სუარესი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, თუმცა ურუგვაელმა პასი ამჯობინა, ნეიმარი მოძებნა და ბრაზილიელს დაუცველი კარის დალაშქვრა აღარ გასჭირვებია - 1:1. ამ ეპიზოდიდან 15 წუთში სუარესმა კიდევ ერთხელ მონახა ნეიმარი და მანაც კიდევ ერთხელ გაუტანა მანუელ ნოიერს - 1:2.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ სუარესი სკამზე დასვა და თამაშში პედრო ჩართო, მთლიანობაში კი, "ბარსელონამ" ბრძოლა შეწყვიტა და ინიციატივა "ბაიერნს" დაუთმო. შედეგად, მიუნხენელებმა ორი გოლი შეაგდეს, კონკრეტული შეხვედრა მოიგეს და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების გული მოიგეს.

ამად იყო, რომ გერმანული გრანდის არც ერთ ქომაგს სტადიონი ნაადრევად არ დაუტოვებია და "ბაიერნმა" სტადიონი ტაშის ფონზე დატოვა. ისიც ვთქვათ, რომ "ბაიერნის" მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლები მეტად ეფექტური გამოვიდა: რობერტ ლევანდოვსკიმ ხავიერ მასკერანო შესანიშნავი მოძრაობით მოიცილა და უზუსტესი დარტყმით ბურთი მეკარისაგან მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა, თომას მიულერმა კი უძლიერესი დარტყმით უწია მიზანს.

და მაინც, ინტრიგა შენარჩუნდა მხოლოდ პირველი 15 წუთი და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "ბარსელონამ" მიზანს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიაღწია. ამ ეტაპზე, "ბარსა" უფრო ძლიერი აღმოჩნდა და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური. ესპანელთა მთავარი იარაღი მაინც მესი-ნეიმარი-სუარესის ტრიო გახლავთ და ამ იარაღმა "ბაიერნთან" ორმატჩიან დუელში 5-ჯერ გაისროლა...

ახლა "ბარსელონა" დღევანდელ დაპირისპირებას დაელოდება - "რეალი" ტურინის "იუვენტუსს" მეორე ნახევარფინალში მასპინძლობს, პირველი თამაში კი 1:2 აქვს წაგებული.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების გარჯით. ჩვენი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იყო. მომენტების შექმნა თავიდანვე დავიწყეთ და 15 წუთში გავიტანეთ. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ მეორეში ბევრი შეცდომა დავუშვით. მაგრამ მაინც, დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ. ვისთან მირჩევნია ფინალში თამაში? იმასთან, ვინც ამას უფრო დაიმსახურებს. დიდებული დროება გვაქვს, ყველა ტიტულთან ერთი მოგება გვაშორებს".

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ხოსეპ გვარდიოლა: დაცვაში კარგად რომ გვეთამაშა, შეიძლება არც გავვარდნილიყავით

ფილიპ ლამი: შეუძლებელია ასეთი ფეხბურთელების შეკავება 90 წუთის განმავლობაში

ნეიმარი: სულერთია, ვინ შეგვხვდება ფინალში

იყო თუ არა გოლი? - სადავო ეპიზოდი ბაიერნი-ბარსელონას მატჩზე [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი

ბაიერნი-ბარსელონა 3:2

(პირველი მატჩი 0:3)

გოლები: 1:0 ბენატია (7), 1:1 ნეიმარი (15), 1:2 ნეიმარი (29), 2:2 ლევანდოვსკი (59), 3:2 მიულერი (74)

ბაიერნი (4-4-2): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბენატია, ბერნატი - ლამი (68. როდე), ჩაბი ალონსო, ტ. ალკანტარა, შვაინშტაიგერი (87. ხავი მარტინესი) - მიულერი (87. გიოტცე), ლევანდოვსკი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი (72. მატიო), ბუსკეტსი, ინიესტა (75. ჩავი) - ნეიმარი, მესი, სუარესი (46. პედრო)

გაფრთხილება: რაფინია, ალონსო, ტიაგო, ლევანდოვსკი, როდე - რაკიტიჩი, პედრო

კუთხური: 5-1; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16-4 (8-4); ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 75 000.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
სუარესი არ გაეყვანა ნახავდით
zaza
კარგით რა, ეხლა ამ ბარსას , მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები ვერ მოუგებს. მოდით ფეხბურთს ვუყუროთ და ვისიამოვნოთ.ჩვენთვის რა მნიშვნელობაა აქვს ვინ მოიგებს,.....
გიო
მსოფლიოში ყველაზე მაგარი გულშემატკივრები ჰყავს ბაიერნს
irakli apkhaidze
ეგრე 2 წლის წინ ბარსელონას მესი არ ჰყავდა და მთელი წელი გუნდი უმწვრთნელოდ იყო...
nika
ბავარიას ყოლოდა თავისი გიჟები და მერე ენახათ გოლები...2 წლის წინ კი დაადუღეს 7-0
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში