"პარმას" გოლკიპერის მოულოდნელი განცხადება
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "პარმა"-"ნაპოლის" შეხვედრაში გონსალო იგუაინს ნერვებმა უმტყუნა და მეტოქე გუნდის მეკარეს შემდეგი მიაძახა: "რისთვის იბრძვით, თქვენ ხომ უკვე სერია B-ში ხართ გავარდნილები"... არგენტინელის ამ ფრაზას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფედერკალჩომ კი გონსალოს 10 000-ევროიანი ჯარიმა გამოუწერა. ამ თემაზე კომენტარი ანტონიო მირანტემ გააკეთა და მოულოდნელად, მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჯარიმის ნახევარი თვითონ გადაიხადოს:

"ვფიქრობ, რომ ამ ერთ ფრაზას ზედმეტი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფეხბურთელები ხშირად აგინებენ ერთმანეთს და საშინელ სიტყვებს ყვირიან, იგუაინს კი ისეთი არაფერი დაუშავებია. მზად ვარ, მისთვის გამოწერილი ჯარიმის ნახევარი ჩემს თავზე ავიღო და ამით დასრულდეს ყველაფერი. მატჩის შემდეგ იგუაინმა ბოდიში მომიხადა, მაგრამ მე არც მანამდე ვიყავი ნაწყენი".

"ნაპოლისთან" შეხვედრაში ანტონიო მირანტემ ბრწყინვალედ ითამაშა და ლომის წილი დაიდო იმაში, რომ ემილიელებმა ქულა მოიპოვეს. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მატჩის შემდეგ "პარმას" მეკარეს "ნაპოლის" წარმომადგენლები ესაუბრნენ და ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა კარს ხან რაფაელი იცავს, ხანაც მარიანო ანდუხარი, მაგრამ კლუბის მესვეურები არ მალავენ, რომ ახალი მეკარის ძიებაში არიან.

როგორც ჩანს, თვალი 31 წლის მირანტეს დაადგეს და მის გადაბირებას აპირებენ. დიდი ალბათობით, ანტონიომ სწორედ "ნაპოლის" წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ გააკეთა ზემოთ მოყვანილი კომენტარი, რომლითაც მან იგუაინს მხარი დაუჭირა და ალბათ, ნეაპოლელი გულშემატკივრების გულის მოგება სცადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
"მილანმა" 38 წლის მეკარეს სასწრაფოდ გაუფორმა კონტრაქტი
"რომამ" 4 მილიონ ევროდ ალისონის დუბლიორი იყიდა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება