ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ლემპარდს სკოლარი აგონდება

ლემპარდს სკოლარი აგონდება

ფრენკმა ჩელსის კრიზისი აღიარა

ფრენკ ლემპარდმა ხალხის წინაშე კერკეტი კაკლის როლის თამაშს თავი დაანება. ის „ჩელსის“ პირველი წარომადგენელია, რომელმაც თქვა, რომ გუნდში ფსიქოლოგიური კრიზისია და ფეხბურთელები მატჩების წინ აღარ არიან დარწმუნებული მოედანზე მოსაგებად გადიან თუ წასაგებად. გაზეთ „სანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ინგლისის ჩემპიონთა ყველაზე გავლენიანმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა დაკარგეს დაუმარცხებლობის შეგრძნება, რომლის წყალობითაც გასულ სეზონში პრემიერლიგაში და ფეხბურთის ასოციაციის თასზე გაიმარჯვეს. და კიდევ ერთი: ლემპარდმა განაცხადა, რომ „ჩელსის“ წარუმატებლობა არაფერ კავშირში არ არის მწვრთნელის ასისტენტ რეი უილკინსის თანამდებობიდან გაშვებასთან. ის, რომ „ლურჯებმა“ ცუდად თამაში უილკინსის გაშვების შემდეგ დაიწყეს, უბრალოდ დამთხვევააო, ამბობს ინგლისის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი.

„გასულ სეზონში დუბლი მოვიგეთ. შედეგს ყველამ ერთად მივაღწიეთ, რეის ჩათვლით. რეი ერთ-ერთი ჩვენგანი იყო, მაგრამ ახლა აღარ არის. ასეთ რაღაცებს კლუბის დირექტორატი წყვეტს. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ რომან აბრამოვიჩი რომ არ მოსულიყო ჩვენ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს სამჯერ ვერ მოვიპოვებდით. რასაკვირველია, ყველაფერი, რაც მოედანს მიღმა ხდება მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთელები ვალდებული ვართ ძალიან ბევრი რაღაც მოედნის პირას დავტოვოთ და სათამაშოდ ისე გავიდეთ. ის, რაც რეისთან დაკავშირებით მოხდა თავის გამართლებად არ გამოდგება. ჩვენ ვალდებული ვართ ყველაფრის მიუხედავად ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ“.

გასულ უქმეებზე „ლურჯებმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე ეტაპზე გამამხნევებელი გამარჯვება მოიპოვეს - 7:0 მოუგეს „ჩემპიონშიპის“ ერთ-ერთ ქვედა გუნდ „იფსვიჩს“, მაგრამ ლემპარდი თავს არ იტყუებს. მან კარგად იცის, რომ მთავარი ფეხბურთის ასოციაციის თასი კი არა, პრემიერლიგაა, სადაც, ბოლო ტურში, მან და მისმა თანაგუნდელებმა „ვულვერჰემპტონთან“ 1:0 წააგეს. ერთი სიტყვით, მთავარია თავი ხელში აიყვანონ და ბედის ბორბალი შემოატრიალონ, რაც დასავლეთლონდონელებს სჩვევიათ. გავიხსენოთ, თუნდაც, გასული სეზონი, როდესაც „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაში „ინტერთან“ დამარცხდა და თითქოსდა ნირიც წაუხდა, მაგრამ ყურადღება მოიკრიბა და ის ორი ჯილდო მოიგო, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

„შარშან „ინტერმა“ დაგვამარცხა, რასაც „ბლექბერნთან“ ფრე მოჰყვა, რის შემდგაც კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე დიდი თათბირი გვქონდა. ამ თათბირის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ დავამარცხეთ „პორტსმუთი“ (5:0), „ასტონ ვილა“ (7:1), რასაც მოვაყოლეთ და მოვაყოლეთ... ყველას ვუგებდით.

დღეს, რომ არ დაგიმალოთ, მუდმივად გვაქვს შეგრძნება, რომ მოედანზე გასვლის წინ საკუთარ თავში დარწმუნებულები არ ვართ. ჩვენ არ ვიცით, მოვიგებთ თუ წავაგებთ. დავაზუსტოთ: იმას კი არ ვამბობ, რომ რომელიმე ჩვენგანს თავდადება ან მოგების სურვილი შეუმცირდა, მაგრამ საკუთარი უძლეველობის გრძნობა დავკარგეთ და ამისთვის ვერაფერი მოგვიხერხებია“.

„ჩელსის“ დღევანდელი მდგომარეობა ლემპარდს ლუიშ ფელიპე სკოლარის „სტემფორდ ბრიჯზე“ ყოფნის ბოლო დღეებს აგონებს. ის ამბობს:

„სკოლარის „ჩელსიში“ ყოფნის ბოლო პერიოდიც სწორედ ასეთი იყო - აღარ გვქონდა რწმენა რომ მოედანზე გავიდოდით და მოწინააღმდეგეს აუცილებლად დავამარცხებდით. ეს ისეთი გრძნობაა, რომელსაც თუ დაკარგავ, მერე მისი დაბრუნება ძნელია. ახლა, ფეხბურთელებმა მდგომარეობიდან გამოსასვლელად რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ, მწვრთნელის დავალებებს ვუერთგულოთ და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ყველაფერს გამოვასწორებთ. ასე თუ არ მოვიქცევით, აუცილებლად ხელი მოგვეცარება“.

ინგლისური პრესა დარწმუნებულია, რომ შექმნილმა მდგომარეობამ ფეხბურთელებს შორის ურთიერთობათა დაძაბვაც გამოიწვია. ასე მაგალითად, დიდიე დროგბამ და ჯონ ტერიმ საჯაროდ, მაყურებლის წინაშეც კი იკამათეს.

„როდესაც გუნდი ვერ იგებს უცნაური იქნება დიდმა, გამოცდილმა ფეხბურთელებმა ერთმანეთს მიზეზები რომ არ ჰკითხონ. დროგბაცა და ჯონიც ემოციური ადამიანები არიან. რასაკვირველია, ყველაზე კარგი იქნებოდა ფეხბურთელებს ერთმანეთთან გასახდელში ეკამათათ და ხალხისთვის თავიანთი აღელვება არ ეჩვენებინათ, მაგრამ, როდესაც გამარჯვების სურვილი გკლავს, ხანდახან ემოცია შეიძლება მოედანზეც გადმოიღვაროს. იმ დღეს ჩვენ ყველანი მოგებას ველოდით. გვეგონა „ვულვზს“ დავამარცხებდით და საჩემპიონო ბრძოლას დავუბრუნდებოდით, მაგრამ მოწინააღმდეგემ ღირსეულად ითამაშა და გამარჯვება მას დარჩა“.

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა