რუსმა რომში იმარჯვა
რომის ქალთა ტურნირის ტრიუმფატორი გახდა რუსი მარია შარაპოვა. მას შემდეგ, რაც იტალიის დედაქალაქში მეოთხედფინალური ეტაპიდან უარი თქვა ტურნირის გაგრძელებაზე ამერიკელმა სერენა უილიამსმა, შარაპოვა რუმინელ სიმონა ჰალეპთან ერთად გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა.

ფინალში სწორედ ამ ორ ჩოგბურთელს ელოდნენ, მაგრამ ნახევარფინალში ესპანელმა კარლა სუარეს-ნავარომ რუმინელი შინ გაისტუმრა და თავად დაუპირისპირდა შარაპოვას.

შეხვედრა ორი საათი და 35 წუთი გაგრძელდა. პირველი პარტია კარლამ 6:4 მოიგო, რის შემდეგაც ინიციატივას მარია დაეუფლა. ის ორჯერ დაწინაურდა ორი გეიმით, მაგრამ სუარეს-ნავარომ ჯერ 1:3-ზე და შემდეგ 3:5-ზე გაათანაბრა ანგარიში. თუმცა ესპანელის გმირობები ამით დასრულდა - რუსმა მომდევნო ორი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და სეტებში თანაფარდობა აღადგინა, მესამე სეტში კი ერთი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის.

შარაპოვამ ძალიან აქტიური ჩოგბურთი აჩვენა, რაზეც მეტყველებს 39 "ვინერსი". რუსმა კარიერაში მესამედ მოიგო რომის ტურნირი და ამ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მარია დაიბრუნებს მეორე ადგილს კლასიფიკაციაში, შესაბამისად, როლან გაროსზე თავიდან აიცილებს ფინალამდე სერენა უილიამსთან შეხვედრას.

1/4-ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 2)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:1, 6:0; კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 10)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4) 6:3, 6:2; დარია გავრილოვა (რუს)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:4; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 6:3, 6:2.

1/2-ფინალი

კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 10)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 2) 2:6, 6:3, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 3)-დარია გავრილოვა (რუს) 7:5, 6:3.

ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 3)-კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 10) 4:6, 7:5, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...