საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
მატჩამდე ქუთაისში კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ შეხვედრის დაწყებამდე ორიოდე საათით ადრე გამოიდარა და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მინდვრის საფარი თამაშისთვის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო.

სატურნირო ცხრილის მეზობელთა მატჩი საკმაოდ საინტერესო და თვალსასეირო გამოდგა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას გიორგი დარასელიას შეგირდები ფლობდნენ, მაგრამ ზღვისპირელებმა შანსები უკეთ გამოიყენეს და ამ გამარჯვების შემდეგ ქუთაისურ გუნდს სატურნირო ცხრილშიც გადაუსწრეს. სხვათა შორის, ქობულეთელთა მხრიდან გამარჯვების გოლები "ტორპედოს" აღზრდილებმა - გიორგი კუხიანიძემ და გიორგი გურულმა გაიტანეს.

მატჩის დასაწყისი ქუთათურებს ცუდს არაფერს უქადდა. ტორპედოელები მწვავედ უტევდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ქობულეთელთა მეკარე თეიმურაზ კაკალაძეს დიდი ჯაფა დაადგა. მატჩის დებიუტში მან ირაკლი კლიმიაშვილისა და ვახტანგ კვარაცხელიას სახიფათო დარტყმები მოიგერია. შემდეგ კლიმიაშვილმა, გამოზომილი გადაცემით, კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ რიონისპირელთა ფორვარდის დარტყმა სულ მცირედით ასცდა მიზანს.

აქტიური იყო ქუთაისელთა ვეტერანი ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილი, რომელიც თანაგუნდელებს კარგი გადაცემებით ამარაგებდა და კარშიც სახიფათოდ ურტყამდა. ის ზედიზედ ორჯერ დაემუქრა ქობულეთელთა კარს, მაგრამ ორივეჯერ ცოტათი ააცილა მიზანს.

გამოუყენებელი მომენტების გამო ქუთაისელები კინაღამ დაისაჯნენ - მცველებს უყურადღებოდ დარჩათ ნუნიესი, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა მართებდა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.

ზღვისპირელთა ამ ერთადერთი გამონათების შემდეგ ისევ მასპინძელთა ჯერი დადგა. ოლეგ მამასახლისმა დაახლოებით 27 მეტრიდან სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა. ამას მორიგი სახიფათო "სტანდარტული" მოჰყვა - კლიმიაშვილმა კუთხურიდან ჩვეულ სტილში, პირდაპირ კარში ჩაახვია ბურთი და ამჯერად ხარიხას მოარტყა.

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვალა - სტუმრები გააქტიურდნენ და შეტევაშიც თამამად გადავიდნენ. მათი მხრიდან, განსაკუთრებით, ყოფილი ტორპედოელი კუხიანიძე აქტიურობდა, რომელმაც ნუნიესთან შესანიშნავი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ალექსეი შევჩენკოს შანსი არ დაუტოვა.

ხუთიოდე წუთში დარასელიას გუნდი "ტორპედოს" კიდევ ერთმა აღზრდილმა, ამჯერად გურულმა დაამწუხრა. ის ადრიან პუკანიჩის ჩაწოდებას თავურით გამოეხმაურა და სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

ქუთაისელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და "შუქურა", ფაქტობრივად, საკუთარ კარს მიაჯაჭვეს. თავით სახიფათოდ ურტყამდა ბაქარ მირცხულავა, მაგრამ ხარიხას მცირედით გადააცილა, შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ კი ზედიზედ სამი საგოლე მომენტი გააცუდა. კვარაცხელიას მიერ სამიოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი კი მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია. შემდეგ ტუღუშსაც არ გაუმართლა.

მოკლედ, დარჩენილ დროში "ტორპედომ", არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქულის გადარჩენა კი არა, პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ მოახერხა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური

17.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

ტორპედო-შუქურა 0:2

გოლები: 0:1 კუხიანიძე (60. ნუნიესის პასით), 0:2 გურული (65. პუკანიჩის პასით)

ტორპედო (4-2-3-1): შევჩენკო - იოსელიანი, ადამაძე, ჭელიძე, მირცხულავა - მამასახლისი (67. პუხაევი), კლიმიაშვილი (58. ო. კვერნაძე/89. გოგუაძე) - კირკიტაძე, ბაბუნაშვილი, ტუღუში - კვარაცხელია.

სათადარიგოები: შეყრილაძე, ადამაშვილი, მახვილაძე, ქებაძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

შუქურა (3-4-2-1): კაკალაძე - მალანია, ხოჭოლავა, გურული - ჩალაძე, კუხიანიძე, პუკანიჩი, კომახიძე - თუხარელი (46. როდრიგესი/90. კოპალიანი), ჩელებაძე - ნუნიესი (79. ზ. ტუღუში).

სათადარიგოები: სტურუა, ჩაფიძე, ლაღაძე

მწვრთნელი: გელა სანაია

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები:

ი. მოდებაძე (დილა) 14

გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11

ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10

ო. კვერნაძე (ტორპედო) 9

შ. ლომია (ზუგდიდი) 9

დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ტური (XXX) ტური

22 მაისი, პარასკევი

სიონი-გურია

დილა-ვიტ ჯორჯია

დინამო (თბ)-ჩიხურა

კოლხეთი-ცხინვალი

მეტალურგი-ტორპედო

სამტრედია-მერანი

შუქურა-დინამო (ბთ)

ზესტაფონი-ზუგდიდი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

R
კვერნაძე გვყავს მაგარი იგროკი.. საცოდაობაა მაგის თამაშის ყურება.. ვენაცვალე დარასელიას შეცვლაზე შემოსული ისევე რო შეცვალა
ruslani
სეზონში ორივე თამაში მოუგო შუქურამ ტორპედოს,ბრავო შუქურა !!!
D
მომეწონა ტორპედოს თამაში. ყოჩაღ ბიჭებო. ასე გააგრძელეთ....
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
დინამო (თბ)-სპარტაკი (სუბ) 1:1 - კუხიანიძის ულამაზესი გოლი [VIDEO]
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა