ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგასა და ბრინჯაოს ლიგაში 1/2-ფინალისტები ცნობილია

SBM LEAGUE 2014/15: სუპერლიგასა და ბრინჯაოს ლიგაში 1/2-ფინალისტები ცნობილია

16 და 17 მაისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა
16 და 17 მაისს ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს, ტრადიციულად, ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

შაბათის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის მესამე ტურის მატჩებით დაიწყო. პირველი გამარჯვება მოიპოვა "კნაუფმა", რომელმაც "შანგრილას" სძლია - 3-2.

კვლავ დამაჯერებლად მოიგო "თრეველ კემპ ჯორჯიამ", რომლის მსხვერპლიც ამჯერად "რუსთავის მერია" გახდა - 6-2.

რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, "ჯი პი აი ჰოლდინგისა" და "გორგიას" დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა.

16.05.2015. გაერთიანებული ლიგა. III ტური

კნაუფი - შანგრილა 3-2

Travel camp Georgia - რუსთავის მერია 6-2

გორგია - ჯი პი აი ჰოლდინგი 2-2

შაბათს განსაკუთრებულ ინტერესს ბრინჯაოს ლიგის 1/4-ფინალური შეხვედრები იწვევდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარბაზში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა გულშემატკივარმა ნამდვილად არ ინანა. ეს, უპირველეს ყოვლისა, "საქართველოს ფოსტისა" და მცხეთის "გუჯარის" დაპირისპირებაზე ითქმის, რომელიც სავსე ტრიბუნების ფონზე წარიმართა და საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა.

"ფოსტალიონებმა" მატჩის დებიუტშივე იოლად მოახერხეს დაწინაურება, რასაც მალევე მეორე გოლიც მიაყოლეს. მცხეთელებმა პირველივე ნახევარში შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ტაიმი "ფოსტის" გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. მეორე ნახევარი კი მცხეთელთა უპირატესობით წარიმართა და მატჩი მათი დამსახურებული გამარჯვებით, 5-3 დასრულდა.

"გუჯარის" მეტოქე 1/2-ფინალში მფკ "ტატიშვილი" იქნება, რომელმაც მინიმალური სხვაობით, 1-0 სძლია "ევროკრედიტს".

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთის პირისპირ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და "პალიტრა მედიის" გუნდები წარდგებიან.

"ძალოვნებმა" 1/4-ფინალში "ვივუსი" დაამარცხეს დამაჯერებლად - 6-3, ხოლო "პალიტრამ" მფკ "პალერმოს" მოუგო - 4-1.

16.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/4-ფინალი

საქართველოს ფოსტა - გუჯარი (მცხეთა) 3-5

მფკ ტატიშვილი - ევროკრედიტი 1-0

სდსს - VIVUS.GE 6-3

პალიტრა - მფკ პალერმო 4-1

1/2-ფინალები 30 მაისს გაიმართება.

გუჯარი (მცხეთა) - მფკ ტატიშვილი

სდსს - პალიტრა

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) - 26, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) , გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა)- 19, პაატა ჩახაია (ჯო ენი) - 17, გიორგი ხაჩოშვილი (საქართველოს ფოსტა), ზურა ბიძინაშვილი (ჯო ენი) - 16.

საინტერესო მატჩები გაიმართა კვირასაც. სუპერლიგის XVI ტურის შეხვედრებიდან გამოსარჩევია მფკ "ნატახტარისა" და "პროგრეს ბანკის" დაპირისპირება. "ბანკირები" მატჩის განმავლობაში 0-4 მარცხდებოდნენ, თუმცა დავით მუჯირის დუბლით და კახი კალაძის ბოლო წამზე გატანილი გოლის წყალობით მათ 5-4 სძლიეს ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს.

ამავე ტურში საბოლოოდ გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც სეზონის საუკეთესო წოდებისთვის პლეი ოფში განაგრძობენ ასპარეზობას. "პროგრეს ბანკისა" და "ნატახტარის" გარდა, მომდევნო ეტაპზე ითამაშებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პსპ-ს გუნდებიც. "ფარმაცევტებმა" გადამწყვეტი სამი ქულა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან მოიპოვეს - 1-0. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა შსს-სა და სკ "ჯვაროსნების" დაპირისპირებაში - 1-1.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს ბათუმის "დინამო". აჭარლებმა მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე გამარჯვება "საქართველოს უნივერსიტეტთან" მოიპოვეს - 3-1 და სატურნირო ცხრილში დამსახურებულ მეხუთე ადგილს იკავებენ.

წრიული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი და გასარკვევია მხოლოდ ის, თუ როგორ დაწყვილდება ზედა ოთხეული 1/2-ფინალში. სატურნირო ცხრილს 31 ქულით შსს ლიდერობს, მასზე ორი ქულით ნაკლები აქვს "ნატახტარს", 28 ქულით "პროგრეს ბანკი" მესამეა, ხოლო პსპ 26 ქულით მეოთხე საფეხურზე იმყოფება. "ფარმაცევტებს" და ძალოვნებს მეტოქეებზე ერთით მეტი თამაში აქვთ ჩასატარებელი.

17.05.2015 სუპერლიგა. XVI ტური

მფკ ნატახტარი - პროგრეს ბანკი 4-5

UG - დინამო (ბთ) 1-3

ს.კ ჯვაროსნები - შსს 1-1

FC PSP - FC TTC 1-0

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) - 22, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) - 19, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) - 17

კვირას გაერთიანებული ლიგის პირველი ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრაც გაიმართა. "რუსთავის მერიამ" "ჯი პი აი ჰოლდინგს" სძლია 1-0, ხოლო "შანგრილამ" "გორგია" დაამარცხა - 3-0.

17.05.2015. გაერთიანებული ლიგა. I ტური (გადადებული)

ჯი პი აი ჰოლდინგი - რუსთავის მერია 0-1

შანგრილა - გორგია 3-0

კვირასვე ოქროს ლიგის ერთი 1/2-ფინალური დაპირისპირებაც გაიმართა. "ევროპაბეთმა" რეგულარული სეზონის გამარჯვებული, "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა" დაამარცხა - 3-1 და განმეორებითი შეხვედრის წინ კარგი უპირატესობა მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს, "ნატახტარისა" და "საქართველოს ბანკის" დაპირისპირება 22 მაისს გაიმართება. ფინალისტების ვინაობა კი საბოლოოდ 31 მაისს გაირკვევა.

17.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2-ფინალი (პირველი რაუნდი)

GM ჭიათურა - ევროპაბეთი 1-3

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი "ECCO". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, N.Geo.N, "მედი ქლაბ ჯორჯია", NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური "ომეგა", თაფლი "მეფუტკრე", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები, "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო", ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები "OFFSIDE" და "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს სეზონის მთავარი ფინალია!

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს" ჩემპიონის მოლოდინში!

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

SBM LEAGUE 2014/15: ტრიუმფატორი FC PSP!

SBM LEAGUE 2014/15: "ოქროს ნატახტარი" - ზედიზედ მეორედ!

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!

SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!