ქართველების აყვანისა და ოთხი უცხოელის გასასინჯად ჩამოყვანის შემდეგ, გუშინ გუნდში კიდევ სამი ფეხბურთელი მიიწვიეს

თბილისის "დინამო" გასაძლიერებლად ახალ-ახალ ფეხბურთელებს იწვევს. ქართველების აყვანისა და ოთხი უცხოელის გასასინჯად ჩამოყვანის შემდეგ გუშინ კიდევ სამი ფეხბურთელი მიიწვიეს. მათზე ინფორმაცია "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძემ გაავრცელა:

31 წლის მაკედონიელი ცენტრალური მცველი პანჩე კუმბევი (187 სმ) ბოლოს ცნობილ პოლონურ კლუბ ვარშავის "ლეგიაში" თამაშობდა.

კუმბევი დაიბადა 1979 წლის 25 დეკემბერს შელეში, იუგოსლავია. მაკედონიის მოქალაქე.

სიმაღლე: 182 სმ

პოზიცია: ცენტრალური მცველი

კლუბები:

1999-2000 "ბორეცი" მაკედონია 23 (2)

2000-2003 "პობედა" მაკედონია 106 (7)

2004-2008 "დუსკობოლია" პოლონეთი 52 (3)

2008-2010 "ლეგია" პოლონეთი 18 (1)

ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 9 მატჩი (0 გოლი)

გერმანული ინტერნეტ-პორტალი "ტრანსფერმარკტი" კუმბევს 300 ათას ევროდ აფასებს.

სერბმა მარცხენა მცველმა, 27 წლის ჟარკო მაროვიჩმა (183 სმ) 2010 წელი რუმინულ "გაზ-მეთანში" დაასრულა და აკაკი ხუბუტიას თანაგუნდელი იყო. სხვათა შორის, შევიტყვეთ, რომ ხუბუტია თბილისში ყოფნის დროს "დინამოს" ტექნიკურ დირექტორ მურთაზ შელიას შეხვდა, მაროვიჩზეც ელაპარაკა - კლუბის ხელმძღვანელები მასზე იმ დროისთვის უკვე აგროვებდნენ ინფორმაციას.

ხუბუტიამ გვითხრა, მაროვიჩი საინტერესო ფეხბურთელია, რომელიც "გაზ-მეთანში" ტყუილუბრალოდ ამოიჩემეს და ტრანსფერზე დააყენესო.

მაროვიჩი დაიბადა 1987 წლის 28 იანვარს იუგოსლავიაში, ბელგრადში. სერბეთის მოქალაქე.

სიმაღლე: 183 სმ

პოზიცია: მარცხენა მცველი

კლუბები:

2004-2007 "სოპოტი" სერბეთი 49 (4)

2007-2008 ბასკ სერბეთი 18 (1)

2008-2010 "გაზ-მეთანი" რუმინეთი 39 (3)

მაროვიჩის კლუბი "სოპოტი" ნამდვილად სერბული კლუბია, პოლონურ ქალაქ სოპოტში არ აგვრევია.

"ტრანსფერმარკტის" ექსპერტები მაროვიჩის ფასად 200 ათას ევროს ასახელებენ.

მესამე გასასინჯიც სერბია, 28 წლის მარკო ევტიჩი.

ევტიჩი დაიბადა 1982 წლის 21 მაისს. სერბეთის მოქალაქე.

სიმაღლე: 187 სმ

პოზიცია: ცენტრალური მცველი

ბოლო კლუბი: "რუდარ პრიედორი" ბოსნია-ჰერცოგოვინა

მარკო ევტიჩზე უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვება გაგვიჭირდა. ის ბოლო სეზონში ბოსნიურ კლუბში გამოდის, 12 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო.

"ტრანსფერმარკტი" ევტიჩს 100 ათას ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ "დინამოში": უკვე ისინჯებიან ინგლისელი მცველი დანიელ ოდონელი, ალჟირელ-ფრანგი გამთამაშებელი სემი დერასი, იტალიაში მცხოვრები ანდრეა ტოდოროვი და ახალზელანდიელი თავდამსხმელი კრის ბრაიტი.

GFF-N1
კაია ძლიერი ლეგიონერები .... ერთი ორის დატოვება შეიძლება ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა