დუაიტ ჰოვარდმა, ტრავმის მიუხედავად, ითამაშა
დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველმა მატჩმა პროგნოზირებადი სცენარით ჩაიარა. პირველ პლანზე იყო შეტევა, სისწრაფე, სამქულიანი ტყორცნები და სტივენ კარისა და ჯეიმს ჰარდენის დუელი.

"ჰიუსტონმა" რეგულარული ჩემპიონატის ოთხივე შეხვედრა წააგო "გოლდენ სტეიტთან", თანაც საშუალო 15.3 ქულის სხვაობით. ოკლენდში ტექსასელებს 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული და ვერც ამჯერად გატეხეს ნავსი. მართალია, "მეომრებს" განადგურება არ გამოუვიდათ, მაგრამ მაკჰეილის შეგირდებმა საკუთარ თავზე მაღლა ახტომა ვერ მოახერხეს.

თუმცა "როკეტსმა" შეხვედრა ტრადიციულად დაიწყო - პირველი მეოთხედის მოგებით. მიმდინარე პლეი ოფში ტექსასელები ყოველთვის კარგად იწყებენ, მაგრამ ამჯერად უფრო მეტიც შეძლეს - მეორე მეოთხედში 16 ქულით გავიდნენ წინ. როგორც წესი, ასეთი ჩამორჩენა "გოლდენ სტეიტისთვის" პრობლემას არ წარმოადგენს. უნდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარე სეზონში "უორიორზმა" 31-დან 17 მატჩი მოიგო, როცა მეტოქეს ათზე მეტი ქულით ჩამორჩებოდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ რთულ მომენტში მასპინძლების მწვრთნელის, სტივ კერის სწორი ნაბიჯი: მან მოედნიდან გაიყვანა ენდრიუ ბოგუტი, ცენტრის პოზიციაზე დრეიმონდ გრინი გადაიყვანა და ხუთეულში ოთხი სნაიპერი დააყენა, რომლებმაც მეორე მეოთხედი 21:4 გაქცევით დაასრულეს. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ შონ ლივინგსტონი, რომელმაც დროის ამ მონაკვეთში 14 ქულა მიითვალა.

ისიც ტრადიცია გახდა, რომ ტექსასელებს მეორე მეოთხედში მეტოქის სპურტი გამოეპარათ. პირველ მეოთხედში 37-პროცენტიანი სიზუსტის შემდეგ "მეომრებმა" მეორეში 59 პროცენტი დააფიქსირეს, თან აიძულეს მეტოქე, ექვსჯერ დაეშვა შეცდომა, რაც მასპინძლების 10 ქულად გადაიქცა. თამაში ძალიან სწრაფ ტემპში მიდიოდა, ბურთის კარგი მოძრაობით. მეორე მეოთხედში გუნდებმა 8-8 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს.

მეორე ნახევარში თამაში გათანაბრდა, მაგრამ სტუმრებს რეალიზაციის ისევ დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ - 29 "უორიორზის" 50-ის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს მასპინძლებმა ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოიჩინეს, ხუთჯერ დაკარგეს ბურთი დ ეს შვიდ გაშვებულ ქულად დაუჯდათ. სწორედ ამის წყალობით "ჰიუსტონმა" მესამე მეოთხედში შორს არ გაუშვა მეტოქე. სტუმრების რიგებში თამაში დაიჭირა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ხუთიდან ოთხი ტყორცნა გამოიყენა.

დუაიტ ჰოვარდი კი, პირველ ტაიმში მიღებული ფეხის ტრავმის მიუხედავად, მოედანზე იმყოფებოდა, მაგრამ თამაშიდან ვერც ერთხელ ვერ ჩააგდო. მეტოქის ფარქვეშ კარგად მუშაობდა ტერენს ჯონსი, მაგრამ შეტევაში უსარგებლო იყო (0/4). მასპინძლებმა მესამე მეოთხედის ბოლოსკენ მაინც მოახერხეს გაქცევა (10:3) და მეოთხე მეოთხედს ხუთქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.

ბოლო 12-წუთეულში ჰარდენმა აშკარად დაჩაგრა ტომპსონი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში წარმატებით მეურვეობდა წვეროსანს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ კლეი ცდებოდა, უბრალოდ, "ჰიუსტონის" ლიდერს აშკარად წაუვიდა თამაში. სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს - 97:97. მასპინძლებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში ჰარისონ ბარნსმა და სტივენ კარიმ თქვეს გადამწყვეტი სიტყვა.

ამ დუეტმა 11:0 გაქცევა მოაწყო, თუმცა "როკეტსს" წუთი და 50 წამი ეყო იმისთვის, რომ სხვაობა ორ ქულამდე შეემცირებინა. ამის შემდეგ "ჰიუსტონს" ჯარიმების ტაქტიკის იმედი ჰქონდა, მაგრამ კარი თავისუფალ ტყორცნებს იდეალურად ასრულებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდის მაჩვენებლები თითქმის იდენტური იყო და თამაშის ბედი წვრილმანმა ფაქტორებმა გადაწყვიტეს. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი იყო "გოლდენ სტეიტის" რეზერვისტთა 34 ქულა "ჰიუსტონის" სათადარიგოების 27 ქულის წინააღმდეგ. ერთგვარი X-ფაქტორი გახდა შონ ლივინგსტონი, რომლის 18 ქულასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო დაცვაში მოპოვებული მოხსნები.

თუ გუნდებმა დაცვა არ გაიხსენეს და ასეთ ტემპში ითამაშეს მომდევნო მატჩები, წინ კარგი სპექტაკლები გველოდება ქაოტური და არაპროგნოზირებადი სცენარებით.

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 110:106

24:31, 34:24, 26:24, 26:27

გ-ს: კარი (34+6 მოხსნა+5 პასი), ლივინგსტონი (18+7 მოხსნა), ტომპსონი (15), ბარნსი (14), გრინი (13+12 მოხსნა+8 პასი).

ჰ: ჰარდენი (28+11 მოხსნა+9 პასი+4 ჩაჭრა), არიზა (20), სმიტი (17+7 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), კაპელა (9), ბრიუერი (9), ჰოვარდი (7+13 მოხსნა).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი