21 მაისს, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა
21 მაისს, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე", საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა.

შეკრებაზე იყო ყველა ფეხბურთელი, გარდა 4 მოთამაშისა, რაზეც შემდეგ მოგახსენებთ. წესით, არ უნდა ყოფილიყო გიორგი თევზაძეც, მაგრამ გუშინ მან 19-წლამდელებში ივარჯიშა. სამწუხაროდ, დაშავდა აკაკი შულაია და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მარტვილის "მერანის" შემტევი სიფრთხილის გამო გაიყვანეს, თორემ საშიში არაფერია.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა ელიტრაუნდისთვის სამზადისზე ეს გვითხრა:

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჯერჯერობით ჩვენთან ერთად არ ვარჯიშობენ ჭანტურია და თასის ფინალში გასული გუნდების წევრები, აგრეთვე, "ზესტაფონის" თავდამსხმელი გიორგი ბერიძე, რომელიც ახლა საფრანგეთშია.

"ემპოლი"ჭანტურიას მხოლოდ 26 მაისს გამოუშვებს, ერთი დღის შემდეგ კი ნაკრებს საქართველოს თასის ფინალში გასული გუნდების ფეხბურთელებიც შემოუერთდებიან: "დინამოდან" კიტეიშვილი, ხოლო "სამტრედიიდან" - კერძევაძე. ისინი, ფაქტობრივად, ჩვენთან მხოლოდ ერთი დღე ივარჯიშებენ და ბუნებრივია, ეს ესპანეთთან მოსაგებად არასაკმარისი დროა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცდებით.

- რთულ ჯგუფში მოხვდით და, ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე უეჭველ გასვლას ვერავინ მოგთხოვთ. თავად წარმატებად რა შედეგს ჩათვლით?

- პირველ ორ ტურში 4 ქულა თუ დავაგროვეთ, ეს კარგი შედეგი იქნება, მაგრამ ესპანეთი და პორტუგალია ისეთი ძლიერი ნაკრებებია, მათთან მოგებას ვერავინ დაგეგმავს. ეს გუნდები ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე ყოველთვის ფავორიტებად ითვლებიან და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, მათთან პაექრობებში სასურველ შედეგებს რომ მივაღწიოთ.

ფაქტობრივად, ეს მინი-ტურნირი ფინალური ეტაპია და გამოჩნდება, რეალურად რა ძალის გუნდი გვყავს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ არის ბევრი არგუმენტი, რის გამოც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.

- საჩვენო არგუმენტად რას დაასახელებთ?

- იმას, რომ თამაშები თბილისში იმართება და ჩვენ უფრო გვინდა მოგება, ვიდრე დამშვიდებულ და აწყობილ ევროპელებს. საჩვენოდ ეს ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bacho
არ შემიძლია არ ვთქვა ფედერაციის საყურადღებოდ,29 ელიტრაუნდი გველის და ამაზე დიდი ფორუმი საქართველოში რა იმართება რომ თასის ფინალი 2 კვირით გადაეწიათ მაშინ როდესაც ასაკობრივ ნაკრებს შანსს ჩვენვე ვუსპობთ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის,მითუმეტეს რომ ასეთი ძლიერი ქვეჯგუფი გვერგო!!!! გააფთრებული ვზივარ ბლინ
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა