"იუვე" ყველაფერს იგებს
* პაულო დიბალამ დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან "იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს.

* სილვიო ბერლუსკონის თქმით, დიდია შანსი, რომ კარლო ანჩელოტი "მილანში" დაბრუნდეს.

* სერია B-დან სერია A-ში გადასასვლელად, პლეი ოფს შემდეგი ექვსი გუნდი გაითამაშებს: "ვიჩენცა", "ბოლონია", "სპეცია", "პერუჯა", "პესკარა", "აველინო".

ტურის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება, ერთმანეთის პირისპირ კი რომაული გუნდები წარდგებიან. როგორც ასეთ დროს ამბობენ, კინო წინ გველოდება, ჟურნალზე კი ქვემოთ ვისაუბროთ...

"ინტერს" სჭირდებოდა, "იუვე" იგებს - "ნაპოლის" სჭირდებოდა და მაინც "იუვე" იგებს - მასიმილიანო ალეგრის გუნდი ყველაფერს იგებს და თუ 6 ივნისის ბერლინური მატჩიც მოიგო, სეზონს სრული ტრიუმფით დაასრულებს...

რაც შეეხება განვლილ მატჩს, ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. "ვეკია სენიორა" უფრო გააზრებულად თამაშობდა, ალეგრის შეგირდებმა უკეთ იცოდნენ, თუ რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და შედეგიც შესაბამისი დადგა.

ანგარიში რობერტო პერეირამ კინგსლი კომანის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გვინახავს. მეორე ნახევარი სულ რაღაც 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც არბიტრმა ტურინელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა; ბურთთან ლორენცო ინსინიე მივიდა, რომელსაც აუღო ჯიჯი ბუფონმა, თუმცა დამატებაზე დავიდ ლოპესმა ივარგა და შეარხია კიდეც კარის ბადე.

ნეაპოლელთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, ჯერ სტეფანო სტურარომ დააწინაურა მასპინძლები, როდესაც შესანიშნავ სტილში აუარა გვერდი ორ მცველს და ზუსტად დაარტყა, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა სიმონე პეპემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ისიც ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ამჯერადაც ნახევრად სარეზერვო შემადგენლობა დააყენა და მიუხედავად ამისა, დამაჯერებლად მოიგო - მატჩის შემდეგ ტურინელთა თავკაცი უაღრესად კმაყოფილი იყო:

"შესანიშნავი თამაში ვაჩვენეთ და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. სეზონის დასკვნით ნაწილს იდეალურ ფორმაში შევხვდით, ფეხბურთელებს კი მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. წინ სეზონის მთავარი მატჩია და ჩვენ მზად ვართ, რომ გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ეს იყო "იუვენტუსის" ბოლო მატჩი საკუთარ არენაზე და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებმა მწვრთნელ-ფეხბურთელებს დიდი ოვაციები მოუწყვეს; ამასთან, ტურინელებმა სკუდეტო აღმართეს, იტალიის თასი შემოატარეს სტადიონს და კიდევ ერთხელ ნამდვილი ფიესტა გამართეს...

იხილეთ ვიდეო

"ჯენოამ" მოიგო, მაგრამ...

ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა გენუაში, სადაც "ჯენოამ" "ინტერს" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა - 3:2. მილანელები ორჯერ იგებდნენ, ჯერ მაურო იკარდის, ხოლო შემდეგ როდრიგო პალასიოს გოლებით, მაგრამ ჯამპიერო გასპერინის შეგირდებმა თავი არ დაზოგეს, ბოლომდე იბრძოლეს და სამივე ქულა თან დაიტოვეს. გენუელთაგან ლეონარდო პავოლეტი, მაქსიმ ლესტინი და იურაი კუჩკა გამოირჩნენ, ამ უკანასკნელის მიერ 89-ე წუთზე გატანილ გამარჯვების გოლს კი გადაჭედილ ტრიბუნებზე უდიდესი სიხარული და ემოცია მოჰყვა.

მოკლედ, "ჯენოამ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და უშუალო კონკურენტი დაამარცხა, მაგრამ დიდი ალბათობით, გენუელები მომდევნო სეზონში მაინც ვერ იასპარეზებენ ევროპალიგაზე, რისი მიზეზიც ლიცენზიის არქონაა. დიახ, "ჯენოამ" ფინანსური დარღვევების გამო უეფას ლიცენზია ვერ მიიღო, ასეთი რამ კი შარშან "პარმას" დაემართა და თუ რით დასრულდა ეს ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ. გენუელებმა აპელაცია შეიტანეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს დღეებში გვეცოდინება...

იხილეთ ვიდეო

სატურნირო ინტრიგა

ტურინში მარცხით "ნაპოლიმ" უაღრესად გაირთულა მდგომარეობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე, თუ რომაულ დერბიში "ლაციო" ქულასაც ვერ აიღებს და ბოლო ტურში ნეაპოლელები სწორედ "ბიანკოჩელესტეს" დაამარცხებენ. შესაბამისად, დერბი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი გახდა.

"პალერმოს" დამარცხებით, "ფიორენტინამ" ევროპალიგის ზონაში დაიბევა ადგილი, ამ ტურნირის მესამე საგზურის ბედი კი ბოლო ტურში გაირკვევა. და მაინც, სანამ ბოლო ტურზე გადავერთვებით, დღეს "დერბი დელა კაპიტალეა"...

იტალია. სერია A. XXXVII ტური

23 მაისი

იუვენტუსი-ნაპოლი 3:1

გოლები: 1:0 პერეირა (13), 1:1 დავიდ ლოპესი (50), 2:1 სტურარო (77), 3:1 პეპე (90-პენ.).

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - პადოინი, ბარძალი (46. ბონუჩი), ოგბონა, ასამოა - სტურარო, მარკიზიო (71. პირლო), პოგბა - პერეირა (79. პეპე) - მორატა, კომანი

ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი - გარგანო (78. ჟორჟინიო), დავიდ ლოპესი - მერტენსი, ინსინიე (68. ჰამშიკი), კალეხონი - იგუაინი (46. გაბიადინი)

გაფრთხილება: ასამოა - გულამი

გაძევება: ბრიტოსი (90. ნაპოლი)

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-12 (5-6); ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 41 000

ჯენოა-ინტერი 3:2

გოლები: 0:1 იკარდი (19), 1:1 პავოლეტი (24), 1:2 პალასიო (30), 2:2 ლესტინი (41), 3:2 კუჩკა (89)

ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - ედენილსონი (90. ტამბე), რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა - ლესტინი (77. ლაქსალტი), იაგო (83. იძო), პავოლეტი

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო (87. პუშკაში), რანოკია, ჟუანი, ნაგატომო - კოვაჩიჩი, მედელი, ბროზოვიჩი (76. შაქირი) - ერნანესი - პალასიო (77. ბონაცოლი), იკარდი

გაფრთხილება: კუჩკა, დე მაიო, რონკალია - ბროზოვიჩი, ერნანესი, დამბროზიო, ჟუანი

კუთხური: 13-5; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-8 (7-4); ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 35 000

24 მაისი

ემპოლი-სამპდორია 1:1

გოლები: 1:0 პუჩარელი (57), 1:1 ეტოო (90)

ემპოლი (4-3-1-2): ბასი - ლაურინი (75. მარიო რუი), რუგანი, ბარბა, უსაი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე - საპონარა (64. ზელინსკი) - მაკარონე, პუჩარელი (82. ტავანო)

სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - ასკუა (75. კორეა), პალომბო (65. დუნკანი), ობიანგი - სორიანო - მურიელი, დორდევიჩი (56. ეტოო)

გაფრთხილება: ვალდიფიორი, მაკარონე, ვესინო - ასკუა, მურიელი, რომანიოლი

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 13-10 (5-5); ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 16 000

ჩეზენა-კალიარი 0:1

გოლი: 0:1 საუ (90)

ჩეზენა (4-2-3-1): ალიარდი - ვოლტა, ლუკინი, კრაინჩი, რენძეტი - დე ფეუდისი, კაშონე -Eდალმონტე (62. ჯურიჩი), ბრიენცა, ტაბანელი (74. ზე ედუარდო) - დეფრელი (88. ალეჰანდრო)

კალიარი (4-3-1-2): ბრკიჩი - ბალცანო, როსეტინი, კაპუანო, მურუ - ჟოაო პედრო (73. ბარელა), კრიზეტიგი, ეკდალი - მპოკუ (88. ლონგო) - კოპი (62. საუ), ფარიასი

გაფრთხილება: დე ფეუდისი, ლუკინი, კაშონე (ჩეზენა)

კუთხური: 4-8; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 12-15 (8-9); ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 10 000

პალერმო-ფიორენტინა 2:3

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (23), 1:1 მატო (26), 1:2 ჯილარდინო (33), 2:2 რიგონი (79), 2:3 ალონსო (78)

პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო (59. ბელოტი), გონსალესი, ანდელკოვიჩი - კუაიზონი, რიგონი, ლაზაარი (77. დაპრელა), მატო, დელა როკა (66. რისპოლი) - ვასკესი - დიბალა

ფიორენტინა (4-3-1-2): ნეტო - ტომოვიჩი, სავიჩი, გონსალო, პასკუალი (68. ალონსო) - ფერნანდესი, კურტიჩი, პისარო - ილიჩიჩი (86. ბორხა ვალერო) - სალაჰი (30. ხოაკინი), ჯილარდინო

გაფრთხილება: რიგონი, კუაიზონი - გონსალო, პასკუალი, ნეტო

გაძევება: კურტიჩი (90. ფიორენტინა)

კუთხური: 7-8; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 7-8(3-5); ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 18 000

პარმა-ვერონა 2:2

გოლები: 1:0 ნოჩერინო (21), 2:0 ვარელა (36), 2:1 ტონი (42), 2:2 ტონი (80-პენ.).

პარმა (4-5-1): მირანტე - კასანი, ლუკარელი, ფედალი, გობი - ვარელა, მაური, ნოჩერინო (76. გეზალი), ხორკერა (66. გალოპა), ლილა - პალადინო (89. ესპოზიტო)

ვერონა (4-3-3): რაფაელი - სალა, მარკესი, მორასი, აგოსტინი - ობადი (76. გრეკო), პანაიოტისი, ალფრედსონი - იანკოვიჩი (69. სავიოლა), ფერნანდინიო (57. ლოპესი), ტონი

გაფრთხილება: ლილა - ობადი, მორასი

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-9 (4-6); ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 10 000

უდინეზე-სასუოლო 0:1

გოლი: 0:1 მანიანელი (70)

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი (29. სკუფეტი) - ვიდმერი, დანილო, ბუბნიჩი, პირისი - ალანი, ბადუ (77. ფერნანდეში), კონე - გილიერმე - ტერო, პერიცა (46. დი ნატალე)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ფონტანეზი, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მანიანელი (85. ფლოკარი), ჩიბსა (85. ტაიდერი), ბიონდინი - ფლორო ფლორესი (77. სანსონე), ბერარდი, ძაძა

გაფრთხილება: კონე - ბერარდი

გაძევება: გილიერმე (80. უდინეზე)

კუთხური: 11-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-6 (2-3); ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 10 000

კიევო-ატალანტა 1:1

გოლები: 0:1 გომესი (48), 1:! პელისიერი (88)

კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი (52. ბოტა) - სკელოტო, ისკო, რადოვანოვიჩი (59. კოფიე), ბირსა (70. პელისიერი) - პალოსკი, მეჯორინი

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - ძაპაკოსტა, ბენალუანი, მაზიელო (68. სტენდარდო), დელ გროსო - ჩიგარინი, გრასი, ბაზელი - მორალესი, გომესი (63. ემანუელსონი), ბოაკე (46. როსეტი)

გაფრთხილება: ცეზარი (კიევო)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-5 (6-2); ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 10 000

მილანი-ტორინო 3:0

გოლები: 1:0 ელ შაარავი (18), 2:0 პაცინი (57-პენ.), 3:0 ელ შაარავი (65)

მილანი (4-3-3): აბიატი - ძაკარდო, ალექსი (46. მექსე), პალეტა, ბოკეტი - ვან გინკელი, დე იონგი, პოლი (76. მასტალი) - ელ შაარავი (68. საპატა), ჰონდა, პაცინი

ტორინო (3-5-2): პადელი - დარმიანი, გლიკი, მორეტი - პერესი, ვივესი (55. ბენასი), გაცი (66. ბაშა), ელ ქადური, მოლინარო - მარტინესი (71. როსო), ამაური

გაფრთხილება: პოლი, ვან გინკელი, პაცინი, ჰონდა - მორეტი, გაცი

გაძევება: ძაკარდო (42) - მოლინარო (56)

კუთხური: 5-5; ჯარიმა: 9-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-8(5-3); ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 45 000

25 მაისი

ლაციო-რომა 20:00

ბომბარდირები: 21 - ლუკა ტონი (ვერონა); 20 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 15 - მანოლო გაბიადინი (ნაპოლი); 14 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

მომდევნო ტური

31 მაისი:

ტორინო-ჩეზენა, ფიორენტინა-კიევო, ინტერი-ემპოლი, სასუოლო-ჯენოა, ვერონა-იუვენტუსი, ნაპოლი-ლაციო, ატალანტა-მილანი, რომა-პალერმო, სამპდორია-პარმა, კალიარი-უდინეზე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი