"ჰალ სიტი" ელიტას დაემშვიდობა
"ბარნლისა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსს" ხელი "ჰალმა" ჩაჰკიდა და ჩემპიონშიპში გავარდა. "ვეფხვებმა" ბოლო ტურში "მანჩესტერს" ვერ მოუგეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ "ნიუკასლმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა, სტივ ბრიუსის გუნდს გამარჯვებაც არ შველოდა.

ბევრი ფიქრობს, რომ სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შესაძლოა, იმის მერე, რასაც ახლა ვიტყვით, აზრი შეიცვალოს - "ჰალს" მაისში პრემიერლიგაში არასოდეს მოუგია.

"ვეფხვებს" ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში გოლი არ გაეტანათ და ვერც ახლა გაიტანეს. ბრიუსს კი ყოფილი გუნდი "მანჩესტერი" მწვრთნელის რანგში იქამდელი 20 მატჩისას არც ერთხელ არ დაემარცხებინა და ეს უიღბლო სერიაც გაგრძელდა. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ის არის, რომ "ჰალს" "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან აქამდე უმაღლეს ლიგაში 7-ივე თამაში წაგებული ჰქონდა და ამჯერად ფრეს დასჯერდა.

არადა, "ჰალმა" ტრანსფერებში პატარა გუნდისთვის საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა, განსაკუთრებით, თავდამსხმელებში, მაგრამ გოლის გატანა "ვეფხვებისთვის" ბოლო დროს ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მიუხედავად ჩადებული ინვესტიციებისა, ფანები პრეზიდენტის, ასემ ალამის წასვლას ითხოვენ. ბრიუსი კი ხელშეუხებელია, ის ქომაგებს ძალიან უყვართ და თავად სტივიც არ აპირებს წასვლას.

"საშინელი გამოცდილება და შეგრძნებაა, ეს ფეხბურთელებს აუცილებლად ცუდ ხასიათზე დააყენებს, მაგრამ გონზე რაც შეიძლება მალე უნდა მოვიდეთ და ასევე მალე დავუბრუნდეთ პრემიერლიგას, უფრო ძლიერები. მეგონა, რომ სეზონის სტარტზე საკმარისად კარგად ვითამაშეთ იმისთვის, რომ დარჩენის პრობლემა აღარ შეგვქმნოდა, მაგრამ ვცდებოდი.

ხშირად გამოვსულვარ და მისაუბრია იმაზე, რომ არ გვიმართლებდა, მომენტებს ვქმნიდით და ვერ ვიყენებდით. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ გოლებს თუ ვერ გაიტან, ყველაფერს სხვადასხვა ფაქტორს ვერ დააბრალებ. საკმარისად კარგები არ გამოვდექით და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავიზიაროთ" - განაცხადა ბრიუსმა.

შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 12 თვის წინ "ჰალი" ასოციაციის თასის ფინალში იყო, ახლა კი პრემიერლიგიდან გავარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს
შოთას "ჰალ სიტიში" სალაჰი ითამაშებს
"ჰალ სიტი": აკრძალული ხილი და სამი კანდიდატი
ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი: არავინ ვიცი ჩემზე პატრიოტი
"ჰალის" კარგი სტარტი - შოთას გუნდმა "ნორვიჩს" სძლია
ინგლისის ნაკრები: მწვრთნელობის ექვსი კანდიდატიდან ორი დარჩა
"ასტონ ვილას" მწვრთნელს ჭკუასუსტობაზე უნდა ტესტის ჩატარება
Geo Team: არველაძე ჩემპიონშიპის მე-3 ტურის საუკეთესო მწვრთნელია
შოთა არველაძე: "ჰალ სიტიმ" ერთ-ერთი მთავარი ოცნების ახდენის შესაძლებლობა მომცა
"ასტონ ვილამ" მწვრთნელად ტიერი ანრის დანიშვნა გადაიფიქრა
სტივ ბრიუსის დამშვიდობება "ვეფხვებთან"
მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირას არ უნდა გამოგვრჩეს