ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, ახლა ლეო მესის გუნდელობაზე ვოცნებობ
ლუცკის "ვოლინში" ქართველთაგან მხოლოდ სანდრო კობახიძე არ თამაშობს, გუნდშია 23 წლის თემურ ფარცვანია, ვინც უკრაინის მოქალაქეა.

ფარცვანიას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ის უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ფარცვანია სულაც ამ გუნდის კაპიტანი იყო.

Футбол 24-მა მასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის ნაწილსაც აქ შემოგთავაზებთ.

- როგორ მოხვდა პატარა ბიჭი მზიური საქართველოდან უკრაინაში?

- მამაც ფეხბურთს თამაშობდა და მისი დამსახურებაა, რომ მეც ფეხბურთელი გამოვედი. ბავშვობაში სუპერტალანტით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ ყოველდღიურად ბევრს ვშრომობდი. როცა 13 წლის გავხდი, უნდა გადაგვეწყვიტა, საქართველოში უნდა დავრჩენილიყავი თუ ბედი საზღვარგარეთ მეძებნა.

ქართულ ბავშვთა ფეხბურთში არც ისე კარგი სიტუაციაა და პერსპექტივა არ ჩანდა. 2004 წელს უკრაინაში მოვხვდი. კიევის "დინამო-3"-ში გავიარე შემოწმება, შემდეგ იყო პირველი ლიგის "დინამო-2" და ასე დაიწყო ჩემი გზა უკრაინულ ფეხბურთში.

- ევროპაში თამაშის შანსი არ მოგცემიათ?

- შანსი იყო, მაგრამ არ გამოვიდა - შემეძლო, გერმანიასა და საფრანგეთში მეთამაშა. აგენტი დამეხმარა და "ზანკტ პაულიში" აღმოვჩნდი. ვვარჯიშობდი ჰამბურგულ გუნდში, მაგრამ სეზონი უკვე დაწყებული იყო და "მეკობრეებში" ვერ დავრჩი.

აი, ფრანგული ლიგა 1-ის "ევიანში" "დინამომ" გამიშვა. საფრანგეთში ყველაფერი დიდებულად იყო, იქ ყველაფერი მაწყობდა და იქაურ მწვრთნელებს მოვწონდი, მაგრამ "დინამოს" და "ევიანის" ხელმძღვანელობა საბოლოოდ ტრანსფერზე ვერ შეთანხმდა. ახლაც არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. სასაცილო ვერსია ითქვა, თითქოს ინგლისური კარგად არ ვიცოდი და პარტნიორებთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა. სისულელეა - ინგლისური იმ დონეზე ნამდვილად ვიცოდი, რომ მოედანზე პრობლემები არ მქონოდა. კიევში დავბრუნდი და იჯარით "მეტალურგში" გამიშვეს.

- იფიქრებდით, რომ ევროპის ჩემპიონი გახდებოდით?

- 2009 წელს 19-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ნაკრების კაპიტანი ვიყავი. ყველაფერი მწვრთნელების - მოროზის და კალიტვინცევის დამსახურებაა. ინგლისთან ფინალი ფანტასტიკური იყო, ჩვენი ოპონენტები კაილ უოკერი და დენი უელბეკი უკვე პრემიერლიგის ვარსკვლავები იყვნენ. 2011 წელს ახალგაზრდულის შემადგენლობაში ჯგუფში ჩავრჩით, მაგრამ მოგვიგო ესპანეთმა, რომელსაც მატა, მუნიაინი, კრკიჩი, ალკანტარა, ანდერი, ხავი მარტინესი, დე ხეა და სხვები ჰყავდა.

- "დინამოში" ცენტრალური მცველი იყავით, "ვოლინში" მარჯვენა ფლანგზე თამაშობთ...

- თავიდან გადაწყობა გამიჭირდა, მაგრამ ახლა უკვე მარჯვენა ფლანგს შევეჩვიე.

- რა აკლია საქართველოს ნაკრებს იმისთვის, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოხვდეს?

- ეს კითხვა, ალბათ, უფრო ჩემს თანაგუნდელ სანდრო კობახიძეს ეკუთვნის, მაგრამ შეიძლება მე ვაკლივარ (იცინის). სერიოზულად თუ ვიტყვით, საქართველოს აკლია ბავშვთა სკოლები, აკადემიები, ბაზები, ფეხბურთელები დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ისინი უცხოეთში მიდიან.

- არადა, ქართველი ფეხბურთელები ტექნიკით გამოირჩევიან...

- დიახ, ჩვენთან მცველებიც კი ტექნიკურები არიან, თუმცა ეს მცველისთვის არ არის ყველაზე საუკეთესო თვისება. ქართველ მცველებს წინ წასვლა უყვართ.

- საქართველოს ნაკრებს უცხოელები წვრთნიდნენ: კლაუს ტოპმიოლერი, ალენ ჟირესი; ასევე, ქართველებიც. თემურ ქეცბაია ახალი წასულია, კახა ცხადაძე ახალი მოსული. თქვენ როგორ ფიქრობთ, უცხოელი სჯობს მწვრთნელად თუ ქართველი?

- ვფიქრობ, პრობლემა არა მწვრთნელში, არამედ იმაშია, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. სხვათა შორის, ქეცბაიას ძალიან მოსწონდა სანდროს თამაში და მას "სანდრიკას" უძახდა.

- მოგვიყევით თქვენს სამშობლოზე...

- ზუგდიდი პატარა კომფორტული ქალაქია, სადაც მეგრელები ცხოვრობენ. ჩვენი გვარი, ძირითადად, ია-ზე სრულდება, სვანების ნი-ზე. ქართველები ძალიან მეგობრული ხალხი ვართ - ჩემი მეზობლები ოჯახისთვის ძმებივით არიან, როცა ჩავდივარ, ერთად იკრიბებიან, მღერიან.

- რას ურჩევდით საქართველოში პირველად ჩასულ ტურისტს?

- ჩემი სამშობლო პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყანაა, მზე, წყალი, მთები - ყველაფერი უხვად გვაქვს, ექსტრემალებისთვის ძალიან კარგი ადგილებია. ბევრგან წასვლას მეც ვგეგმავ. აქ, უკრაინაში, ძალიან მინდა ტბა სვიტიაზზე წასვლა, ერთხელ მოვკიდებ სანდროს ხელს და წავალთ.

- ქართული სამზარეულოდან რას გვირჩევდით?

- ქართულ სამზარეულოში ბევრი ძალიან გემრიელი კერძია. მე მიყვარს ხარჩო, საცივი, ჩახოხბილი. ხანდახან კერძებს მე თვითონ ვამზადებ.

- ყველაზე კარგი ღვინო?

- ხვანჭკარა, საფერავიც კარგია. საქართველოში კარგი ქართული ღვინო ბოთლი 100 ლარი ღირს, უკრაინაში - მეტი. ჭაჭა ნამდვილი ცეცხლია, 70-80 გრადუსია.

- გოგონები საქართველოში უფრო ლამაზები არიან თუ უკრაინაში?

- არავის ვაწყენინებ, ორივე ქვეყანაში, თუმცა პირველი სიყვარული უკრაინაში მეწვია.

- ფეხბურთში ბევრი რამ აისრულეთ?

- ერთი ნამდვილად - ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, მართალია, ჭაბუკთა შორის, მაგრამ მაინც. ახლა შეიძლება იმაზე ოცნება, რომ "ბარსელონას" მაისურით შეტევაში ვერთვები და პასს ლეო მესი მაძლევს...

zaza
,არ ვარგა ჯარისკაცი,რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს,,....ყველაზე მაღალი მიზნები უნდა დაისახონ ქართველმა ახალგაზრდებმა
georgiano
თემო საქართველოს ნაკრებში უნდა გიხილოთ. წარმატებები ჯიმა!
emre
რა თავმდაბალია )))
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა