ჩემპიონატში 70 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას
ბოდიბილდინგის, ფიტნესის, ბოდიფიტნესის, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობის მიღების მიზნით 30 მაისს, Tbilisi Event Hall-ში, იგეგმება საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და ორგანიზებას, მათ ინტეგრირებას სპორტის სამყაროში.

ჩემპიონატში 70 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურად და ინდივიდუალურად იპოზიორებენ და დაუვიწყარ შოუს შესთავაზებენ მაყურებელს. სპორტსმენებს შეაფასებს მოწვეული ჟიური და ხუთ კატეგორიაში გამოავლენს გამარჯვებულს. კერძოდ: იუნიორები, ბოდიბილდინგი, მენფიზიკი, მენკლასიკი და ბოდიფიტნესი. თითო კატეგორიას სამი ინდივიდუალური გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა პოზიციაზე.

ყველა გამარჯვებულს, ფულად ჯილდოსთან ერთად, გადაეცემა სხვადასხვა სახის პრიზები.

საქართველოში ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნის ხუთი დელეგაცია, მათ შორის, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან. ჩამოსული დელეგაციებიდან სამი წარმომადგენელი იქნება ზემოთ ხსენებული ჩემპიონატის მსაჯი.

მსგავსი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში იმართება პირველად. მასშტაბიდან გამომდინარე, ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოსტულატს ფედერაციის ცნობადობისა და გავლენის ამაღლებაში, რათა მან ხელი შეუწყოს ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის განვითარებას საქართველოში, ახალგაზრდების ჩართულობას სპორტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და მათ ინტეგრაციას სპორტის სამყაროში.

30 მაისის ღონისძიების გატარების აუცილებლობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს სხვა მსგავსი მასშტაბების ღონისძიების ჩატარების წინაპირობასა და მომავალ წელს საერთაშორისო ღონისძიების უკვე საქართველოში ჩატარების წინაპირობას.

ჩემპიონატის შემდეგ, დაწყებული მოლაპარაკებების საფუძველზე, ფედერაცია მიიღებს მოსაწვევს არნოლდ შვარცნეგერის ოფისიდან. ასევე, ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსი პროფილის ფედერაციებთან.

ღონისძიების აღწერა

საქართველოს ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში შედგება რამდენიმე ნაწილისგან:

1) ოფიციალური გახსნა და მისალმება

2) სპორტსმენების გამოსვლა/შეჯიბრება

3) დაჯილდოების ნაწილი, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს „Hit line band”

4) დახურვის ცერემონიალი (ლაზერ-შოუ, ცეცხლოვანი შოუ და DJ)

ღონისძიების სტუმრები:

• დელეგაციები ხუთი ქვეყნიდან;

• საქართველოს სხვადასხვა ფედერაციის პრეზიდენტები და წარმომადგენლები;

• ხელისუფლების წარმომადგენლები;

• საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები;

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"სოხუმის" კალათბურთელები მეოთხე თვეა, უხელფასოდ თამაშობენ...
1 საათში 1200 კალორია - როგორ დავიკლოთ წონაში წყალში ყოფნისას
Iso xp - ყველასთვის საყვარელი პროტეინის კოქტეილი [VIDEO]
28 ათასი დოლარი ერთ პოსტში - კოლუმბიელი მოდელი, რომელიც ფიტნესით გამდიდრდა [PHOTO]
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
საქართველოს XXVII ჩემპიონატი. ახალი სეზონის წინ: რას უნდა ველოდოთ?
VIDEO | ეროვნული ლიგა. თბილისის "დინამომ" ინერვიულა, მაგრამ მაინც მოიგო!
ლევან ფანცულაია: ჩემი უპირველესი მიზანია, 23 საუკეთესოს შორის მოვხვდე
რუსი ქალი, რომელსაც ყველაზე ლამაზი ფეხების მქონე ფიტნეს-მოდელად თვლიან [PHOTO]
5 რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ სიცხეში
13 ივნისს საქართველოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება