კონფერენციების ფინალები დასრულდა
სერიის მეხუთე მატჩის წინ "გოლდენ სტეიტის" მთავარი საზრუნავი იყო სტივენ კარის ჯანმრთელობა. შეგახსენებთ, რომ მეოთხე შეხვედრაში მცველი ცუდად დაეცა მოედანზე და კინაღამ ტვინის შერყევა მიიღო; ასევე, მარჯვენა ხელი დაიზიანა.

მაგრამ გუშინდელ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კალათბურთელმა დაარწმუნა ფანები, რომ შეშფოთების საბაბი არ უნდა ჰქონოდათ. ტვინის შერყევაზე ეჭვი არ დადასტურდა, ხელის დაზიანებას კი გვახსენებდა დამცავი სახვევი.

თუმცა მატჩის დასაწყისში თავისი მზადყოფნა კარიმ საქმით ვერ დაამტკიცა. იგივე ითქმის მის პარტნიორებზე. პირველ 12 წუთში "გოლდენ სტეიტმა" ყველაზე დაბალშედეგიანი მეოთხედი ითამაშა სეზონში და რომ არა "ჰიუსტონის" ლიდერის, ჯეიმს ჰარდენის 5 შეცდომა, მატჩის დარჩენილი ნაწილი "უორიორზს" მდევრის როლში მოუწევდა ყოფნა.

ჰარდენმა ყველაზე მეტად დააღალატა თავისი გუნდი. მეოთხე მატჩში 45 ქულის დაგროვების შემდეგ, ლიგის მთავარი წვეროსანი გუშინ საკუთარი გუნდის "მკვლელი" აღმოჩნდა. თუმცა "ჰიუსტონს" მის გარეშეც არ მისდიოდა თამაში შეტევაში. "გოლდენ სტეიტმა" ჰარდენის სათადარიგოთა სკამისკენ წასვლამდე მოიპოვა ლიდერობა, როცა მეორე მეოთხედი 10:0 გაქცევით დაიწყო.

რაც შეეხება კარის, მან პირველ ტაიმში 17-დან მხოლოდ 4 ტყორცნა გამოიყენა და მესამე მეოთხედი ხელზე სახვევის გარეშე დაიწყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში "გოლდენ სტეიტს" ცუდი ამბავი შეემთხვა - 22 წამის განმავლობაში კლეი ტომპსონმა ორ პერსონალური მიიღო და სკამისკენ გაეშურა. "უორიორზმა" თამაშზე კონტროლი კარგი დაცვისა და რეზერვისტების აქტიურობის ხარჯზე არ დაკარგა.

ტომპსონის უიღბლობა მეოთხე მეოთხედში გაგრძელდა. როგორც კი მოედანზე დაბრუნდა, მას თავში არიზას ფეხი მოხვდა და თამაშს გამოეთიშა. კარის ისღა დარჩენოდა, თავისი სნაიპერული თვისებები აემოქმედებინა, თუმცა მასპინძლების რიგებში სხვა გმირი გამოჩნდა. ჰარისონ ბარნსმა პირადად მოაწყო 9:2 გაქცევა და "უორიორზი" 15 ქულით გაიჭრა წინ. ეს ოკლენდელებისთვის მაგიური სხვაობაა, რადგან სეზონში არასოდეს წაუგიათ მატჩი, როცა მათი უპირატესობა ამ ზღვრამდე მიდიოდა.

ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. მასპინძლები ლებრონ ჯეიმსზე მეურვეობის რეპეტიციას ჰარდენზე გადიოდნენ. "ჰიუსტონის" ლიდერი ხელიდან ხელში გადადიოდა და ბარნსის, დრეიმონდ გრინისა და ანდრე იგუდაოლას მსხვერპლი ხდებოდა. საბოლოოდ, ჰარდენმა 13 შეცდომით დაასრულა მატჩი, რაც პლეი ოფის ყველა დროის რეკორდია.

საფინალო სირენასთან ერთად დასრულდა "უორიორზის" გულშემატკივრების ხანგრძლივი ლოდინი: მათი საყვარელი გუნდი 40-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა ფინალში!

ახლა "გოლდენ სტეიტს" წინ აქვს ფინალი დიადი ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ. სერია 4 ივნისს დაიწყება. ფავორიტად "უორიორზს" მიიჩნევენ, რომელსაც თავისი ლიდერების შთამბეჭდავი თამაშის გარდა, მძლავრი დაცვა გამოარჩევს. საინტერესოა, რომ ფინალში ერთმანეთს უპირისპირდებიან დებიუტანტი მწვრთნელები - სტივ კერი დევიდ ბლატის წინააღმდეგ.

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 104:90

17:22, 35:24, 22:22, 30:22

გ-ს: კარი (26+8 მოხსნა+6 პასი+5 ჩაჭრა), ბარნსი (24+7 მოხსნა), ტომპსონი (20), ეზელი (12+9 მოხსნა).

ჰ: ჰოვარდი (18+16 მოხსნა+4 დაფარება), ტერი (16), ბრიუერი (16), არიზა (15+6 მოხსნა), ჰარდენი (14+6 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა+13 შეცდომა), სმიტი (11).

სერია: 4-1

ფინალი

გ. სტეიტი-კლივლენდი

4 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

7 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

9 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი

11 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი

14 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

16 ივნისი. კლივლენდი-გ. სტეიტი

19 ივნისი. გ. სტეიტი-კლივლენდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი