სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო
დღეს, 29 მაისს, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები იწყება, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეტოქეებად ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის თანატოლთა გუნდები ჰყავს. გიორგი დევდარიანის ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას დღეს ესპანელებთან გამართავს - მიხეილ მესხის სტადიონზე შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 14:00 სთ-ზე, სტადიონის სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს პორტუგალიელი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან.

U19. საქართველო VS ესპანეთი - ვიწყებთ ელიტრაუნდს

U19. პრესკონფერენცია: მწვრთნელები თანხმდებიან - ჯგუფი უძლიერესია!

გიორგი დევდარიანი: ევროპაზე გასვლის გარანტიას ვერავინ მოგცემთ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ დღეს "მიხეილ მესხზე" მოვიდნენ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ესპანელი თანატოლების წინააღმდეგ მხურვალედ უქომაგონ.

"ვარჯიშზე ბიჭების გასამხნევებლად მივედი. ეს ისეთი მძიმე ჯგუფია, მისი ნებისმიერი მონაწილე ფინალურ ეტაპსაც დაამშვენებდა.

მაგრამ მე ნამდვილად მჯერა ჩვენი ფეხბურთელების - ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. იმავეს ვიტყვი ჩვენი გუნდის მწვრთნელებზეც. ეს ხალხი წლებია წარმატებით მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ისინი ქართული ფეხბურთის ღირსეულად წარმოჩენას შეძლებენ.

ეს მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის - მათ უნდა ირწმუნონ, რომ ღირსეული თამაში ევროპული გრანდების წინააღმდეგაც შესაძლებელია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს ვთხოვო - მოვიდნენ სტადიონზე და საქართველოს ნაკრებს მხარი დაუჭირონ. შესაძლოა, ამ ასაკის ფეხბურთელებისთვის მათი მხარდაჭერა გადამწყვეტიც იყოს. ვარჯიშზე ჩემი მოსვლაც სწორედ ამას ემსახურებოდა", - ამბობს მინისტრი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gg
გამიკეთეთ უფასო შვებულება ან ბიულეტენი და მოვალ:) ვერ არის ეს ხალხი ცოტა. ჯერ ამ სიცხეში რას კლავენ ამ ბიჭებს, დაიწყონ 8 ზე და უფრო კარგი თამაში გამოვა, ამ პაპანაქებაში რა უნდა ითამაშონ....
levani
საღამოს არ ატარებენ თამაშებს ბევრი დენი იწვება:D
მულახი
გამაგებინეთ, როგორ მოვიდე თამაშზე, როცა სამსახური 6 საათზე მთავრდება??? საქართველოს ჩემპიონატის არ იყოს, თამაშები 3 საათზე რომ იწყება ხოლმე შუა კვირაში...საერთოდ აზროვნებთ???
kuchkuchi gaparulia
ეჰ კი მოვალ მაგრამ მერე გამასამართლებენ კუჩკუჩივით :)
kuchkuchi gaparulia
ეჰ კი მოვალ მაგრამ მერე გამასამართლებენ კუჩკუჩივით :)
qartveli
დაუკავშირდით ბატონო ტარიელ ჩემს დირექტორს და თხოვეტ რო 7ის მაგივრად 4ზე გაგვიშვან სამსახურიდან და მოვალთ რა პრობლემაა???
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა