ანტალიაში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს თასზე ქართველი სპორტსმენები პირად პირველობაში უმედლოდ დარჩნენ
ანტალიაში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს თასზე ჩვენები პირად პირველობაში უმედლოდ დარჩნენ, თუმცა სასიამოვნოდ გაგვაოცა ლაშა ფხაკაძემ - სამი წრე გაიარა და მერვედფინალში დამარცხდა.

ქართველმა ჩუბინმა ინდოელ რანჯიტ ნაიკს 6:0, ჰოლანდიელ სჯეფ ვან დენ ბენგს და თურქ ფატიჰ ბოზლარს კი ერთნაირი ანგარიშით - 6:4 აჯობა. მერვედფინალში ჩვენებური კორეელ მსოფლიოს ჩემპიონთან, საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან და აწ უკვე ფინალისტ ვოოჯინ კიმთან 0:6 დამარცხდა.

ვაჟებში პლეი ოფის ერთი წრე გაიარა ჩვენმა მეორე მონაწილე ჯაბა მოსეშვილმა - ბელგიელ ბენ ადრიანსენს 6:0 მოუგო, მერე კი ავსტრალიელ რაიან ტიაცკთან 3:7 წააგო.

ქალთა შორის პლეი ოფის პირველი წრე მხოლოდ იულია ლობჟანიძემ დაძლია - ბრაზილიელ ანე მარსელე დოს სანტოსს 6:2 აჯობა, მაგრამ მომდევნო წრეში დამარცხდა რუს ინა სტეპანოვასთან - 4:6.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა პირველივე შეხვედრები დათმეს - ხათუნა ნარიმანიძემ ბულგარელ დობრომირა დანაილოვასთან 2:6 წააგო, ქრისტინე ესებუამ თურქ იასემინ ეცემ ანაგოზთან დათმო, თუმცა დამატებით სერიაში - პაექრობა სეტების მიხედვით 5:5 დასრულდა, დამატებითში კი მეტოქემ 9:7 იმარჯვა.

ციკო ფუტკარაძე ჩინელ ჯიახინ ვუსთან 0:6 დამარცხდა.

დღეს, 29 მაისს, ანტალიაში გუნდური შეჯიბრების პლეი ოფი ჩატარდება, რომელშიც ჩვენგან მხოლოდ ქალები გამოვლენ - მექსიკელებს შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 21 ივნისის განრიგი
რიოს 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 7 აგვისტოს
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...
რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
რიო 2016: ქრისტინე ესებუამ ინდოელის ბარიერი ვერ დასძლია
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
საქართველოს ჩემპიონატი: ის ურჩევნია მამულსა - დედა-შვილის შერკინება
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
პრეზიდენტი გაურკვევლობაში - ინტერვიუ ხათუნა ნარიმანიძესთან
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
რიო 2016. ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელთან დამარცხდა
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 10 აგვისტოს