ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A-ს დრამატული ფინიში და ემოციების ზღვა - რას ამბობენ ბომბარდირები

სერია A-ს დრამატული ფინიში და ემოციების ზღვა - რას ამბობენ ბომბარდირები

სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება დასრულდა, ევროპალიგის საგზურის ბედი კი სასამართლო სხდომაზე გაირკვევა
სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება ერთი მეტად დრამატული მატჩით დასრულდა, რომელშიც "ლაციომ" "ნაპოლის" 4:2 მოუგო, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი შეინარჩუნა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ნეაპოლელებს მოგება სჭირდებოდათ, ფრე რომაელებს აძლევდათ ხელს, თუმცა სამივე ქულა "ბიანკოჩელესტეს" დარჩა...

დიდი ომი "სან პაოლოზე"

"ნაპოლი"-"ლაციოს" შეხვედრაში ვიხილეთ ყველაფერი: ბრძოლა მოედნის თითოეულ მონაკვეთზე, უამრავი სახიფათო მომენტი ორივე კართან, წითელი ბარათები, გაცუდებული თერთმეტმეტრიანი და ექვსი გოლი...

მატჩი ნეაპოლელთა იერიშებით დაიწყო, თუმცა მასპინძლებმა სწრაფი გოლი ვერ გაიტანეს და ტაიმის შუაწელს აქეთ გაუშვეს - დაახლოებით 25 მეტრიდან მარკო პაროლომ გაისროლა და დააწინაურა სტუმრები. პირველი ნახევრის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ნეაპოლელებმა ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს, რასაც რომაელთა ელვისებური კონტრიერიში, ანტონიო კანდრევას მეკარესთან პირისპირ გასვლა და კიდევ ერთი გოლი მოჰყვა - 0:2.

ნეაპოლელებს სამი გოლი სჭირდებოდათ მიზნის მისაღწევად და თითქოს, მოკვდა კიდეც ინტრიგა, მაგრამ თურმე ყველაზე საინტერესო წინ გველოდა. 10-წუთიან მონაკვეთში გონსალო იგუაინმა ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე, გაათანაბრა ანგარიში და ვითარება უკიდურესად გამწვავდა.

მით უმეტეს, მეორე გოლამდე ორი წუთით ადრე, მარკო პაროლომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, "ლაციო" ათი ფეხბურთელით დარჩა და "ნაპოლის" შესანიშნავი შანსი მიეცა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. მოკლედ, თუ შესვენებაზე "ნაპოლის" მოგებას არაფერი მოასწავებდა, 65-ე წუთზე უკვე სულ სხვა სურათი იყო და ფავორიტად სწორედ რაფაელ ბენიტესის გუნდი მოჩანდა.

თამაში ნეაპოლელთა უპირატესობით გაგრძელდა, ფედერიკო მარკეტის კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, თუმცა მალევე "ნაპოლისაც" გაუგდეს ფეხბურთელი და რომაელებმა ცოტათი ამოისუნთქეს. ბოლო წუთებზე სამხრეთელები ვა-ბანკზე გადავიდნენ, ზონები გახსნეს და 85-ე წუთზე ოგენი ონაზისგან მესამე გოლი გაუშვეს. აი, იქ კი მართლა დასრულდა ყველაფერი. მატჩის უკანასკნელ წუთზე, კრისტიან ლედესმას ჩაწოდების შემდეგ, მიროსლავ კლოზემაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:4.

კინაღამ მთავარი გამოგვრჩა - 76-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, მატჩის არბიტრმა ნეაპოლელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან გონსალო იგუაინი მივიდა და დაახლოებით ისე დაარტყა, როგორც რობერტო ბაჯომ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. იგუაინმა საბედისწერო პენალტი გააფუჭა და "ნაპოლის" წინ გასვლის 100%-იანი შანსი მოუსპო.

ასეა ფეხბურთში, გმირობიდან ანტიგმირობამდე ერთი ნაბიჯია და იგუაინმა ეს ნაბიჯი თავისი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გადადგა. ეს იყო ძალიან დაძაბული, დრამატული და ემოციებით აღსავსე მატჩი, რომელიც სერია A-ს უკვე განვლილი გათამაშების გვირგვინი გახლდათ...

პიოლი: ეს მხოლოდ დასაწყისია!

მატჩის შემდეგ "ლაციოს" თავკაცი სტეფანო პიოლი ემოციებს ვერ თოკავდა, ჟურნალისტებს კი შემდეგი განუცხადა:

"საოცარი მატჩი იყო, რომელშიც ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, გამარჯვება კი, საბედნიეროდ, ჩვენ დაგვრჩა. სეზონის ბოლოს საკუთარ თავს ჩვენ თვითონვე შევუქმენით პრობლემები და კინაღამ მთელი წლის შრომა წყალში ჩავყარეთ.

დიდ პატივს ვცემ "ნაპოლის", მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მესამე ადგილი სწორედ ჩვენ დავიმსახურეთ. უფრო სტაბილურად ჩავატარეთ ჩემპიონატი, უფრო მაღალი დონის ფეხბურთი გავითამაშეთ და გადამწყვეტ შეხვედრაშიც ვაჯობეთ მეტოქეს.

ვამაყობ შეგირდებით, რომლებმაც მთელი სეზონის განმავლობაში უდიდესი შრომა გასწიეს".

სტეფანო პიოლიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამბიციური განცხადება გააკეთა:

"უახლოეს დღეებში კლუბის მესვეურებთან მექნება შეხვედრა და ერთად ვიმსჯელებთ მომავალზე. მომდევნო სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება და ამიტომ გვარიანად გაძლიერება გვმართებს.

წელს მხოლოდ საფუძველი ჩავუყარეთ რაღაც ძალიან კარგს და ძლიერს, მთავარი გამარჯვებები კი წინ გველოდება. დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი "ლაციო", რომელიც არა მარტო იტალიაში, ევროპაშიც მიაღწევს დიდ წარმატებებს".

ბენიტესის სრული ფიასკო

ამბობენ, რომ რაფაელ ბენიტესი მადრიდის "რეალში" მიდის და თუ ეს ასეა, ისღა დაგვრჩენია, რომ "სამეფო კლუბში" გაცილებით ნაყოფიერი მუშაობა ვუსურვოთ - ესპანელი სპეციალისტი ნეაპოლში დიდი მიზნებით და ამბიციებით ჩავიდა, მაგრამ რეალურად, ბევრს ვერაფერს მიაღწია, ბოლო სეზონი მთლიანად ჩაუვარდა:

არც იტალიის თასი, არც ევროპალიგა და არც ჩემპიონთა ლიგის საგზური. ეგ კი არა, "ნაპოლის" "ფიორენტინამაც" გადაასწრო და რაფას გუნდმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა.

არადა, ჩემპიონატის წინ სამხრეთელებს, არც მეტი, არც ნაკლები, სკუდეტოს მოგება სურდათ. "ნაპოლის" ჩემპიონობამდე მთელი 25 ქულა დააკლდა, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.

რაფაელ ბენიტესი უსახელოდ ემშვიდობება ნეაპოლს და მიდის იქ, სადაც წარმატების მეტი შანსი ექნება - თქმა არ სჭირდება, რომ "რეალთან" ერთად ლა ლიგის მოგება გაცილებით იოლია, ვიდრე "ნაპოლისთან" ერთად სკუდეტოს მოპოვება.

ბენიტესი ვერ გახდა ნეაპოლელთა ახალი გმირი, ტიფოზებს კი ისღა დარჩენიათ, რომ მისი შემცვლელის იმედი ჰქონდეთ...

47 გოლი

სერია A გულშემატკივარს უხვგოლიანი ტურით დაემშვიდობა - თავად განსაჯეთ, 10 შეხვედრაში 47 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 4 გოლზე მეტია.

სატურნირო მოტივაციის გარეშე დარჩენილმა გუნდებმა გაილაღეს და გოლთაცვენა მოაწყვეს, თუმცა იმავე "ნაპოლი"-"ლაციოს" პაექრობაში, სადაც ბევრი რამ წყდებოდა, 6 გოლი გავიდა.

"ინტერი"-"ემპოლის" შეხვედრაში (4:3) სულაც 7 გოლი გავიდა და ყველა მეორე ტაიმში. სხვათა შორის, ორი გოლი ჩვენ თანამემამულე ლევან მჭედლიძის ანგარიშზეა. მოკლედ, ფორვარდებმა დაჯაბნეს მცველები და გულშემატკივრებმაც თვალსასეირო ბურთაობა იხილეს. მთლიანად, სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება იყო უხვგოლიანი, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ...

ტონი და იკარდი

ლუკა ტონიმ და მაურო იკარდიმ 22-22 გოლი გაიტანეს და ჩემპიონატის ბომბარდირის სტატუსი გაინაწილეს. ბოლო ტურში ტონიმ ერთი გოლი შეაგდო, იკარდიმ დუბლი მიითვალა და საბოოლოოდ, ბომბარდირთა დავაში ორხელისუფლებიანობა მივიღეთ.

ლუკა 38 წლისაა და მისი მიღწევა უფრო ფასობს, თუმცა არც 22 წლის მაუროს უნდა დავუკარგოთ ნაყოფიერი გარჯა...

ლუკა ტონი (ვერონა): "სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ჩემპიონატის ბომბარდირი გავხდებოდი, რადგან კონკურენციას არაერთი უმაღლესი კლასის თავდამსხმელი მიწევდა, რომლებიც ჩემზე გაცილებით ახალგაზრდები არიან. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარიერის დასრულებას არ ვაპირებ და იმედია, მომდევნო სეზონი არანაკლებ ნაყოფიერი იქნება".

მაურო იკარდი (ინტერი): "ჩემთვის დიდი პატივია, რომ სერია A-ს ბომბარდირი გავხდი, სადაც ყოველთვის დიდი ფორვარდები ასპარეზობდნენ და ასე იყო განვლილ ჩემპიონატშიც. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო ჩემპიონატში კიდევ უფრო მეტი გავიტანო და რაც მთავარია, "ინტერს" წარმატების მიღწევაში დავეხმარო".

ბოლო კითხვის ნიშანი

იტალია თავის სტიქიაშია, ჩემპიონატი მორჩა, მაგრამ ჯერ ყველაფერი არაა გარკვეული... დარჩა ერთი კითხვის ნიშანი და მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც ევროპალიგაზე იასპარეზებს. ევროპის რანგით მეორე საერთაშორისო საკლუბო ტურნირზე "ნაპოლი" და "ფიორენტინა" გავიდნენ, მესამე გუნდი კი ან "ჯენოა" იქნება, ან "სამპდორია".

სატურნირო ცხრილის მიხედვით, ევროპალიგაზე "ჯენოამ" უნდა ითამაშოს, მაგრამ ამ კლუბმა ფინანსური დარღვევების გამო უეფას ლიცენზია ვერ მიიღო და შესაბამისად, საერთაშორისო სარბიერლზე გამოსვლა აეკრძალა.

"ჯენოას" მესვეურებმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს და იმედი აქვთ, რომ მათი სარჩელი დაკმაყოფილდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპალიგაზე "სამპდორია" იასპარეზებს.

მოკლედ, სერია A-ს 2014-15 წლების გათამაშება დასრულდა, ევროპალიგის საგზურის ბედი კი სასამართლო სხდომაზე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Del Piero 10

სერია A მაინც ძლიერია ;)

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

"ბო****ლო ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გადაიხდი" - ნარასა და იკარდის შორის კონფლიქტი გრძელდება

"ვან გაალი დიქტატორია, მან ერთ დღეს ვარჯიშზე შარვალი ჩაიხადა, რადგან..." - ტონიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

ვანდა იკარდის ფულით საყვარელს საჩუქრებს უკეთებდა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] მოურინიოს და მისი ფეხბურთელების ხუმრობა იკარდის პენისის ზომაზე - "გალათასარაის" ფორვარდი მორიგ სკანდალში გაეხვა

"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ

სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია

ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო

ვანდა ნარამ ინტიმური ვიდეო გამოაქვეყნა - ასე ერთობა იკარდის ყოფილი ცოლი 15 წლით უმცროს ახალ სიყვარულთან [VIDEO]

ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა

ლუკა ტონი: არ მომწონს, რომ "ნაპოლიმ" სკუდეტოს გამო თასებზე ბრძოლა შეწყვიტა

მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება

პიოლი შეიძლება მალე სერია A-ში დაბრუნდეს

ტონი: გუნდისადმი რონალდოს დამოკიდებულება მაცვიფრებს

"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა

კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

იკარდის ჩამონათვალი - მაურომ ის ადამიანები დაასახელა, ვისთანაც ვანდა ნარა ღალატობდა

უწინ და დღეს - როგორ გამოიყურებიან "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის"

ლეგენდათა მატჩი, ვარსკვლავური გოლებითა და ისტორიული სანახაობით [VIDEO+PHOTO]

ლუკა ტონი: გვარდიოლამ მითხრა, რომ იტალიაში სურს დაბრუნება

მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს

"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა

იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა