გოლი ისტორიაში შესვლამდე
თუკი 31 მაისს ლიონელ მესი ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანს, ის ჩემპიონთა ლიგის (ტურნირის რეორგანიზაციის შემდეგ) ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც სამ ფინალში ექნება გოლი გატანილი.

2009 წელს რომში "ბარსელონამ" 2:0 მოუგო "მანჩესტერ იუნაიტედს" და ესპანელთა მეორე გოლი ლეომ გაიტანა. ორი წლის შემდეგ, "უემბლიზე" იმავე გუნდების შეხვედრაში "ბარსამ" ისევ იმარჯვა, ლეომ ისევ გუნდის მეორე გოლი გაიტანა, თუმცა თამაში 3:1 მორჩა.

ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, მაგრამ 2006 წლის ფინალში მას ტრავმის გამო არ უთამაშია. ჩემპიონთა ლიგაზე ორ-ორ ფინალში გაუტანიათ სამუელ ეტო'ოს, კრიშტიანო რონალდოს და რაულ გონსალესს.

სულ მესიმ პროფესიულ კარიერაში 23 ფინალი ითამაშა და 20 გოლი გაიტანა. ორჯერ მან ჰეთ-თრიკიც კი შეასრულა (ორივეჯერ ესპანეთის სუპერთასზე). აქვე ვიტყვით, რომ "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანოს ევროპის ჩემპიონთა თასის 5 ფინალში აქვს გატანილი - სულ შვიდი გოლი. 7 გოლით დი სტეფანო ფინალების რეკორდსმენია ფერენც პუშკაშთან ერთად.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 6 ივნისის ფინალის წინ მცირე ინტერვიუ მისცა უეფას ოფიციალურ საიტს.

ბარსელონაზე

"ძალიან მადლიერი ვარ კლუბის, ყველაფრისთვის, რასაც ფეხბურთში მივაღწიე. კარიერის განმავლობაში "ბარსელონა" ძალიან ბევრჯერ დამეხმარა, გვერდში დამიდგა. ამიტომაც მე ძალიან მიყვარს ეს გუნდი და, რაც შეიძლება, დიდხანს ვაპირებ აქ დარჩენას".

წინა ორი ფინალი

"ჩემპიონთა ლიგის ორივე ფინალი ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ახლაც კი მახსენდება 2011 წლის ფინალი, როცა გოლი გავიტანე და ანგარიში 2:1 გავხადე. ის გოლი გიჟურად ვიზეიმე და ამის მიზეზიც მქონდა. "მანჩესტერთან" მატჩებში ამ ფინალებში ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო გოლები გავიტანე".

იუვენტუსზე

"მომდევნო ფინალსაც დიდი ენთუზიაზმით ველი, რადგან ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია. ფინალში მოსაღწევად ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ არ იქნება იოლი მატჩი, "იუვენტუსი" ძალიან ძლიერი მეტოქეა, ის დიდი კლუბია. ფინალში კი აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ჩავის შესახებ

"ძალიან მიჭირს დავახასიათო ჩავი, როგორც ფეხბურთელი. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რა შეუძლია მოედანზე მას. სწორედ ჩავია ის ფეხბურთელი, რომელიც თამაშის რიტმს აკონტროლებს, ის ნამდვილი ლიდერია. ჩემთვის უდიდესი პატივია, ამდენი ხნის განმავლობაში მისი თანაგუნდელი რომ მერქვა. მე გული ვიჯერე მისი ფეხბურთით და არა მარტო თამაშებზე, არამედ ვარჯიშებზეც. ჩემი აზრით, ჩავი ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია და ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ჩავი არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი".

დანი ალვეშზე

"დანი ალვეში მსოფლიოს საუკეთესო განაპირა მცველია. დღეს ასეთი ტიპის ფეხბურთელს იშვიათად ნახავთ. როგორი მონდომებითაც ის თამაშობს ნებისმიერ შეხვედრაში, საოცარია. მისი შემცვლელის პოვნა ურთულესი რამაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
ჩავი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება? - ესპანელს შემოთავაზება ბუნდესლიგის კლუბიდან აქვს
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ჩავიმ, მისი აზრით, მუნდიალის 2 ყველაზე დიდი ტალანტი დაასახელა
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ჯუღელი მომდევნო კვირას იტალიაში ჩავა, კვარაცხელიას "ნაპოლიდან" წასვლის შანსი გაიზარდა" - La Gazzetta dello Sport-ი დეტალებზე წერს
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
ჩავიმ "ბარსელონას" ფეხბურთელის დამატება ურჩია