მარია შარაპოვა პარიზიდან დაითხოვეს
ქალთა ტურნირებში მომხდარი უამრავი სენსაციის გამო მეოთხედფინალის მონაწილეებს შორის ტოპ-ათეულის მხოლოდ ორ წარმომადგენელს ვხედავთ, ერთი ჩოგბურთელი ტოპ-ოცეულის მიღმაა რეიტინგში, ერთს კი საერთოდ არ გააჩნია განთესვის ნომერი...

სენსაციების სერია გუშინ გაგრძელდა, როცა როლან გაროსი მოქმედი ჩემპიონის გარეშე დარჩა. ჩეხმა ლუსი საფაროვამ შინ გაამგზავრა მარია შარაპოვა. წინასწარ შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ რუსს გაუჭირდებოდა. მართალია, ურთიერთშეხვედრებში ის 4:1-ს უგებდა ჩეხს, მაგრამ ბოლო სამ მატჩში სამსეტიანი მარათონული ბრძოლა გაიმართა.

საფაროვამ კარგად დაიწყო და 3:1 წაიყვანა ანგარიში. შარაპოვას აკლდა ჩვეული აგრესია, მაგრამ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება და ტაი-ბრეიკამდე მისვლა, თუმცა იქ 0:3 ჩამორჩა და ვეღარ მიუახლოვდა მეტოქეს.

მეორე სეტის სტარტიც ჩეხს უკეთ გამოუვიდა და 3:0 დაწინაურდა. და ისევ გაფლანგა უპირატესობა - 3:3. ამის შემდეგ ჩოგბურთელები მეათე გეიმამდე ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს, სანამ საფაროვამ კიდევ ერთი ბრეიკი არ გააკეთა და მოიგო მატჩი ორ სეტში - 7:6(3), 6:4.

ლუსიმ კარიერაში მესამედ დაამარცხა რეიტინგის მეორე ნომერი და მესამედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. საუკეთესო შედეგი მას შარშან უიმბლდონზე ჰქონდა, როცა ნახევარფინალამდე მივიდა და იქ მომავალ ჩემპიონთან, პეტრა კვიტოვასთან წააგო.

საფაროვას შემდეგი მეტოქე ესპანელი გარბინ მუგურუსა იქნება, რომელიც ზედიზედ მეორედ გავიდა როლან გაროსის მეოთხედფინალში. შეგახსენებთ, რომ შარშან მუგურუსამ სერენა უილიამსი გამოთიშა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ სამსეტიანი მარათონი წააგო შარაპოვასთან. გუშინ ესპანელმა საკმაოდ იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური - 6:3, 6:4 მოუგო იტალიელ ფლავია პენეტას.

დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ გუშინდელი წაგების შემდეგ შარაპოვა რეიტინგში მეორედან მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდება.

ისევ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა. შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე ამერიკელი სეტებში 0:1-ზე 2:4-ს აგებდა მეორე პარტიაში ვიქტორია აზარენკასთან, მაგრამ გადაარჩინა მატჩი. ახლა იმავეს გაკეთება თანამემამულე სლოუნ სტივენსის წინააღმდეგ მოუწია.

პირველი პარტიის აღწერას აზრი არ აქვს - სტივენსმა 23 წუთში გაანადგურა სერენა - 6:1. უილიამსმა მხოლოდ მეორე პარტიაში დაიწყო თამაში. სავარაუდოდ, გარდამტეხი აღმოჩნდა მეორე სეტის მეექვსე გეიმი. სლოუნმა მოახლოებული გამარჯვება იგრძნო და სწორედ ამ მომენტში შედგა უნიკალური გათამაშება 27 დარტყმით! სერენამ გაძლო და გეიმში წერტილი ეისით დასვა. პარტიის ბოლოს ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკს მიუახლოვდნენ, მაგრამ სტივენსმა მარტივ სიტუაციაში შეცდომების დაშვება დაიწყო და სეტი დათმო.

მესამე პარტიაში ბევრი იყო თანაბარი გეიმი. სტივენსისთვის სამწუხაროდ, მისი მარტივი შეცდომები, ძირითადად, ბრეიკ-პოინტებზე ან მნიშვნელოვან გათამაშებებზე მოდიოდა. შესაძლოა, სლოუნი უფრო ახლოს იყო მოგებასთან, ვიდრე აზარენკა, მაგრამ ეს მისთვის დიდი შვება ვერ იქნება. სტივენსმა წააგო, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 43 უნებლიე შეცდომა დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ მატჩში სერენამ თითო სეტი დაუთმო მეტოქეებს და სამივე შემთხვევაში ეს პირველი პარტია იყო.

მეოთხედფინალში უილიამსს არ უნდა გაუჭირდეს. ამ ეტაპზე მისი მეტოქე იქნება სარა ერანი, რომელმაც წინა შვიდ შეხვედრაში ამერიკელს მხოლოდ ერთი სეტი მოუგო. გუშინ იტალიელმა ძალიან იოლად დაამარცხა გერმანელი იულია გორგესი - 6:2, 6:2.

მარია შარაპოვას მარცხი გუშინდელი დღის ერთადერთი სენსაცია არ ყოფილა. მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა პეტრა კვიტოვამ ვერ გატეხა ნავსი და ვერ შეძლო როლან გაროსზე პირველად მეოთხედფინალში გასვლა. ჩეხმა სულ ცოტა ხნის წინ, მადრიდის ტურნირზე სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა დაამარცხა და მთავარი პრიზი აიღო, მაგრამ პარიზში ისევ აურია. მას ყველა ეტაპზე გაუჭირდა, გუშინ კი შვეიცარიელ ტიმეა ბაშჩინსკის ვერაფერი მოუხერხა.

კვიტოვა კარგი იყო პირველ სეტში (6:2), მაგრამ თავის თავს არ ჰგავდა მომდევნო ორ პარტიაში - ჯამში 32 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ სამი გეიმის აღება შეძლო - 0:6, 3:6.

ბაშჩინსკის მეოთხედფინალში ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა, მსოფლიოს 93-ე ნომერი ალისონ ვან უიტვანკი ელოდება. 21 წლის ბელგიელმა შესანიშნავი სტატისტიკა (28 "ვინერსი" 16 უნებლიე შეცდომის წინააღმდეგ) დააფიქსირა რუმინელი ანდრეა მიტუს (მე-100 ნომერი) წინააღმდეგ და 67 წუთში მოამთავრა საქმე - 6:1, 6:3.

როლან გაროსამდე ვან უიტვანკს მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდა მოგებული "დიდი სლემის" ტურნირზე.

ქალები

1/8-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 1:6, 7:5, 6:3; სარა ერანი (იტა, 17)-იულია გორგესი (გერ) 6:2, 6:2; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4) 2:6, 6:0, 6:3; ალისონ ვან უიტვანკი (ბელ)-ანდრეა მიტუ (რუმ) 6:1, 6:3; გარბინ მუგურუსა (ესპ, 21)-ფლავია პენეტა (იტა, 28) 6:3, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 7:6(5), 6:3.

1/4-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სარა ერანი (იტა, 17); ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 23)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ); ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 19); გარბინ მუგურუსა (ესპ, 21)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...