გორის "დილას" ნახევარმცველი და საქართველოს ნაკრების კანდიდატი ფორმის შენარჩუნებას ინდივიდუალური ვარჯიშით ცდილობს
გორის "დილას" ნახევარმცველი და საქართველოს ნაკრების კანდიდატი ირაკლი ძარია ფორმის შენარჩუნებას ინდივიდუალური ვარჯიშით ცდილობს.

"სეზონი დასრულდა და ვისვენებთ. მაგრამ მინიმალური კონდიციების შესანარჩუნებლად, "დილას" ყველა მოთამაშეს ჩვენი ფიზმომზადების სერბმა მწვრთნელმა მილოვან მატიასევიჩმა ინდივიდუალური პროგრამა შეგვიდგინა. მან საქმე კარგად რომ იცის, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წლეულს "დილაში" ტრავმა თითქმის არავის ჰქონია.

საერთოდ კი, ვცდილობ, პროფესიულად გავაკეთო საქმე, რის მაგალითსაც ალექსანდრე იაშვილი გვაძლევს", - ამბობს ძარია.

ძარია თბილისის "დინამოდან" წასვლაზე სინანულით ლაპარაკობს:

"ფეხბურთელი სულ წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს. მეც ასე ვარ და რუსეთში წასვლა მსურდა. მაგრამ ეს ვარიანტი ჩაიშალა და "დინამო" მაინც დავტოვე. იყო მიზეზიც, რის გამოც ეს ნაბიჯი გადავდგი. რა თქმა უნდა, ეს ფინანსებს უკავშირდებოდა.

მაგრამ "დინამო" ჩემთვის დღემდე ბევრს ნიშნავს, რადგან იქ ყველას ვუყვარდი და მაფასებდა. დღემდე მენატრება ბიჭებთან ურთიერთობა. დიდ პატივს ვცემ რომან ფიფიას, რადგან მე და ჩემს ოჯახს ყველაზე მძიმე მომენტში დაგვეხმარა.

მაგრამ ახლა "დილაში" ვარ და იმედია, გავძლიერდებით. იქნებ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად გამოვიდეთ".

საინტერესოა, რომ ამჟამად "დილას" ორი საყრდენი ნახევარმცვველი ფოთელია - ძარია და ლაშა გვალია:

"ორივე ფოთის "კოლხეთის" გაზრდილები ვართ და გული გვწყდება, რომ ჩვენს გამზრდელ კლუბს სათანადოდ არ აფინანსებენ. არადა, ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია, ხალხი კი ფეხბურთზე აფანატებს.

"კოლხეთს" საკუთარი სტადიონი და ბაზა როგორ არ უნდა ჰქონდეს?! გუნდი ფოთში რომ ითამაშებს, ტრიბუნები ყოველთვის გაივსება და დარწმუნებული ვარ, მუდამ სამეულისთვის იბრძოლებს. მთავარია, "კოლხეთს" სპონსორი გამოუჩნდეს.

თემურ ბარქაია გუნდზე გადამკვდარია, მაგრამ მარტო ცოდვაა და თანამდგომი სჭირდება. აბა, 300-ათასიანი ბიუჯეტით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას კიდევ ვინმე მოახერხებდა?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
ძაან მეცინება მსგავს კომენტარებს რომ ვკითხულობ, ლოგიკას და აზრს მოკლებულს... კაცი დადნა ყველა კლუბის მისამართით და სად დაინახეთ უმადურობა? ზესტაფონში საკმაო ხანი ითამაშა წარმატებულად და ის ამაგი ამ კლუბს კარგი და სტაბილური თამაშით დაუფასა. დინამოში წავიდა და მერე კიდე რუსეთშიც აპირებდა გადაბარგებას იმიტო რო სხვა სიმაღლეზე ასვლა და ძალების მოსინჯვა უნდოდა, რა არი ამაში მოღლატეობრივი?...
zaali
merabi-ს. ძალიან არაადეკვატური მოსაზრება გამოთქვი, თანაც უადგილო და არაფრის მთქმელი. ან საიდან დაასკვენი, რომ ირაკლი "დილაზე" არ ფიქრობს? რაც შეეხემა მის მოსაზრებას "კოლხეთზე", ის ასიანია ამ შემთხვევაში. კაცი ამ გუნდმა გაზარდა და თუ კარგი სურვილები ექნება ამ გუნდის მიმართ, რა არის აქ გასაკვირი და მიუღებელი!!! მოკლედ.....
gio
ზეტაფონმა შეიფარა მაგრამ ზესტა გაცვალა დინამოში ასე რო რამის იმედი ნუ გაქვტ გორელებო
ფანატი
რა შუაშია კაცი მადლირებას და წუხილს გამოთქვამს და იფიქრე დილაზეიო))) ამას ქვია სად ერეკლეო ..... მაგარი კაცი ხარ ძარო და წარმატებები!!!
merabi
ირაკლი, კარგი ფეხბურთელი ხარ,მაგრამ სხვა რამეებზე ფიქრის მაგივრად სჯობს "დილაზე"იფიქრო და ივარჯიშო და ივარჯიშო,რომ ფორმაში შეხვიდე და ძირითადში მოხვდე. ფიფია და ფოთი მოიცდიან.ტრამვირებული, "დილას" გარდა რომელმა შეგიფარა,ხელფასს იღებდი სხვა ძირითად ფეხბურთელებზე მეტს და ერთი თამაშიც არ გითამაშია.უმადურობა კი არ არის კარგი.იფიქრე"დილაზე", ჩემპიონთა ლიგაზე და მადლობა უთხარი გუნდის ხელმძღვანელობას...
chicharito
ძარო, აბა შენ იცი, ძირითადში გაიჩითები ლიგის თამაშებზე და გაგვახარე შენი ჭკვიანური თამაშით
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის