რა დააბრალა 2011 წელს მოურინიომ ესტებან გრანეროს
ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე თავისი მოსაზრება გამოთქვა:

"ველოდები ძალიან კარგ, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩს. გამორჩეულს ამ დაპირისპირებას ის ხდის, რომ გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ჰეთ-თრიკს ასრულებს და ისტორიაში შევა. ვინ არის ფავორიტი? გუნდი, რომელსაც მესი ჰყავს, ყოველთვის ფავორიტია, მაგრამ "იუვენტუსი" ბრწყინვალე გუნდია".

პორტუგალიელს ბოლო დღეებში აქტუალურ თემაზეც ჰკითხეს, კერძოდ კი, ეჟი დუდეკის ავტობიოგრაფიიდან ამონარიდზე კომენტარი სთხოვეს - პოლონელმა მეკარემ 2011 წელს "ბარსელონასთან" ნათამაშები ფრე და ამ შეხვედრის მერე ჟოზეს ემოციური რეაქცია გაიხსენა. "განსაკუთრებულმა" ტრადიციული ირონია არ დაიშურა.

ჩვენც გავიხსენოთ ნაწყვეტი დუდეკის წიგნიდან: "მოურინიო გასახდელში შემოვიდა და გვითხრა: "ვხედავ, პრესასთან კარგი ურთიერთობა გქონიათ. ვიცი, ჟურნალისტებთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ არ ვიცოდი, თუ მათთან ასე ახლოს იყავით. ვრთავ ტელევიზორს მატჩამდე 4 საათით ადრე და ჯანდაბა... რას ვხედავ? ეკრანზე ჩვენი შემადგენლობაა".

ამის მერე მან ყვირილი დაიწყო: "როგორ გავაოცებდით მეტოქეს, თუ ჩვენ შორის ვირთხაა? დიახ, დიახ, ვირთხა". თვალებზე ცრემლი მოადგა. არასოდეს მინახავს ჟოზე ასეთ მდგომარეობაში, იგი ძალიან ემოციური იყო და ყვირილს აგრძელებდა: "სად არის ვირთხა? ვინ არის ვირთხა? ვინ შეიძლება იყოს?". შემდეგ თითი გრანეროსკენ გაიშვირა და თქვა: იქნებ ეს შენ ხარ?" გრანერო მადრიდში დაიბადა და გაიზარდა, მოურინიომ კი არჩევანი ასე ახსნა: "ეს ვინმე ისეთი უნდა იყოს, ვინც დიდი ხანია, გუნდშია".

"ჩელსის" თავკაცმა კი ცინიკურად მიგვანიშნა, რომ დუდეკი ტირაჟზე ზრუნავს: "ნუ მაცინებთ. არა, მართლა, ეს დუდეკმა თქვა ან დაწერა? გრანერო ნამდვილი პროფესიონალი და მთელი ცხოვრებით შეძენილი მეგობარია. და წიგნის მიზანი რა არის? იმ ბავშვებისთვის გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც მეკარეობა სურთ?".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ლეგენდარული "ბარსა 87" - დღევანდელი ვარსკვლავების ლამასიური ამბები
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"რეალ სოსიედადმა" ესტებან გრანერო ნახევარი წლით დაკარგა
ესტებან გრანერომ, "ბარსელონაზე" უფრო ძლიერი გუნდი შეიძლებოდა შეგვხვედროდაო
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
დუდეკი: მესი პეპესა და სერხიო რამოსს აჩლუნგებდა
ვილფრიდ ბონი "თეთრი გედია", ჯერი ახლა ესტებან გრანეროზეა
დუდეკი: რაული და რონალდო დაუჯერებლად ეგოცენტრულები იყვნენ