მილნერი "სიტის" უფულოდ დაშორდა
"ლივერპული" ჯეიმს მილნერს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა და სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 29 წლის ნახევარმცველი 1-ელ ივლისს ოფიციალურად გახდება მერსისაიდელთა წევრი.

ასეთი გამოცდილი, მრავალმხრივი და მშრომელი მოთამაშის დამატება, თანაც უფასოდ, "ენფილდის" ბინადრებისთვის და კერძოდ, ბრენდან როჯერსისთვის უდავოდ კარგი ამბავია.

რაც შეეხება "სიტის", მანჩესტერელებს მილნერის გაშვება დიდად არ უნდოდათ, მაგრამ არც მისი მოთხოვნების ბოლომდე დაკმაყოფილება ისურვეს, მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი კი 3 ივნისს იწურება. საბოლოოდ, ბევრი ფიქრის შემდეგ ჯეიმსმა თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა გადაწყვიტა და "ლივერპულის" შეთავაზებით მოიხიბლა.

"ქალაქელებმა" მილნერი რობერტო მანჩინის დროს, 2010 წელს იყიდეს ბირმინგემის "ასტონ ვილადან" 26 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ. "სიტიში" გატარებული 5 წლის განმავლობაში, მილნერმა ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი და ერთხელაც ლიგის თასი. ჯეიმსი წინა სეზონში 8 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მილნერს ასევე ნათამაშები აქვს მშობლიური ქალაქის კლუბში, ბავშვობის სიყვარულ "ლიდს იუნაიტედში", რომლის რიგებშიც 2002 წელს, 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა და "ნიუკასლ იუნაიტედში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯეიმს მილნერი კარიერას "ბრაიტონში" გააგრძელებს
ჯეიმს მილნერი: 16 წლის ასაკში პრემიერლიგაში ვთამაშობდი, თუმცა U18 გუნდის კაპიტანს ბუცებს ვუწმენდდი
"ლივერპულმა" 33 წლის ჯეიმს მილნერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
ჯეიმს მილნერი: იმედია, შევძლებთ "ატლეტიკო" მივაჭყლიტოთ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჯეიმს მილნერი: მესი გაიძულებს, სულელად წარმოჩნდე
ჰენდერსონმა ფანს შესთავაზა, ლეკვს მილნერი დაარქვას
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები