ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იგორ კოკოშკოვი: ჩვენ ყოველი მეოთხედის, ყოველი მატჩის მოსაგებად ვითამაშებთ

იგორ კოკოშკოვი: ჩვენ ყოველი მეოთხედის, ყოველი მატჩის მოსაგებად ვითამაშებთ

ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იგორ კოკოშკოვზე მოზრდილი სტატია გამოქვეყნდა
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 7 წელია ხელმძღვანელობს. ეს ვადა სარეკორდოა იმ ევროპელი სპეციალისტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნის ნაკრებს წვრთნიან. ანუ, კოკოშკოვზე მეტ ხანს არავის უცხო ქვეყნის ნაკრები არ გაუწვრთნია.

ეს ნდობა კოკოშკოვმა იმ შედეგებით დაიმსახურა, რომელსაც საქართველოს ნაკრებთან ერთად 2008 წლის მერე მიაღწია. კოკოშკოვის დამსახურებებს ევროპელებიც აღიარებენ.

ფიბა-ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოზრდილი სტატია გამოქვეყნდა იგორ კოკოშკოვზე და საქართველოს ნაკრებზე, რომელიც სერბი სპეციალისტის კომენტარებითაა გაჯერებული და საკმაოდ ხატოვნადაა დაწერილი.

სრულიად ლოგიკურია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა საკუთარი სახლი არიზონაში, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში მოიწყო, რომელსაც ოდესღაც პიონერთა მიწას უწოდებდნენ.

44 წლის სერბმა სპეციალისტმა 2000 წელს გაჭრა გზა ამერიკისკენ და გახდა ყველა დროის პირველი ევროპელი მწვრთნელი, რომელსაც NBA-ს გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე უმუშავია.

მომავალ სექტემბერში კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩში გაუძღვება და ის გახდება ევროპის ყველაზე ხანგრძლივმოქმედი მწვრთნელი, რომელიც უცხო ქვეყნის ნაკრებში მუშაობს.

კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, როცა გუნდი ევროპის B დივიზიონში გამოდიოდა. ახლა კი საქართველო ზედიზედ მე-3 ევრობასკეტზე ასპარეზობს და ამ შედეგით კალათბურთი პიონერია ქვეყანაში, რომელიც შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარეობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმაღლეს ევროპულ დონეზე მხოლოდ სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით უმუშავია, მიუხედავად იმისა, რომ პიონერები ზოგადად არ ასოცირდებიან სტაბილურობასა და ლოიალობასთან.

"არსებობს კარგი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვწვრთნი საქართველოს ნაკრებს ბოლო 7 ზაფხულის მანძილზე - ამბობს იგორ კოკოშკოვი fibaeurope.com- თან საუბარში - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შედარებით პატარაა, მაგრამ ის ძალიან კარგად ორგანიზებული და საკუთარი წევრების ერთგულია.

2008 წელს, როცა მე ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა საქართველოს ნაკრების შემოთავაზება, დაველაპარაკე ჩემი გუნდის, "დეტროიტ პისტონსის" პრეზიდენტ დო დუმარსს. მან მითხრა: შენ არც უნდა დაფიქრდე და უნდა მიიღო ეს შემოთავაზება. წახვიდე და იმუშაო იქ. ეს იყო მაშინ, ასეა ახლაც - მე ვიღებ დიდ გამოცდილებას და მაქვს საშუალება, გავიზარდო როგორც მწვრთნელი.

მე ვარ მწვრთნელი, რომელიც NBA-ში 15 წლის მანძილზე მუშაობს და საქართველოს ნაკრების საშუალებით ევროპულ კალათბურთთანაც მჭიდრო კავშირში ვარ. ჩემი სამუშაო პერიოდი 11 თვე გრძელდება, რომლის განმავლობაში მართლაც ბევრი სამუშაოა, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ღირს. მე იღბლიანი ვარ, რომ მომიწია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ თაობასთან მუშაობა და ყველა მიღწევა, ყველა წარმატება მოთამაშეებს ეკუთვნით".

ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა კოკოშკოვთან დასაწყისიდანვეა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობის დიდი ნაწილი უცვლელია 2009 წლის სეზონის საკვალიფიკაციო მატჩების შემდეგ, რაც გუნდი კოკოშკოვმა ჩაიბარა.

"ვფიქრობ, ეს ხანგრძლივი წლები, რაც ერთად ვართ, გვეხმარება. ეს განგრძობითობა წარმატების საწინდარია - ამბობს კოკოშკოვი - ჩვენ ავაშენეთ გუნდის ბირთვი წლების მანძილზე მცირე ცვლილებებით. ჩვენ უწინდელი მიმართულებით მივდივართ და ამ ეტაპზე ნელა, თუმცა მაინც მივდივართ წინ. ევრობასკეტ 2015-ზე ჩვენი როგორც შეტევითი, ისე დაცვითი შემადგენლობა იქნება იგივე, რაც წინა წლებში. ჩვენ წელს ვიწყებთ ახალ ევროპის ჩემპიონატს, თუცა ძველ ფესვებზე".

ეს ფესვები მოდის 2011 წლიდან, როცა საქართველო პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და მაშინ, ლიტვაში, ქართველებმა ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. 2 წლის შემდეგ, სლოვენიაში, საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და პოტენციურად შეეძლო კიდეც იმ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა, რომელშიც ესპანეთი, ხორვატია, სლოვენია, პოლონეთი და ჩეხეთი გამოდიოდნენ.

ეს ტენდენცია იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატი იქნება. კოკოშკოვი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის წევრებისთვის ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩასატარებელ მატჩებში დიდი ზეწოლა არ იქნება:

"ჩვენ ყოველი მეოთხედის, ყოველი მატჩის მოსაგებად ვითამაშებთ. ჩვენ ვიცით, რომ დიდი ალბათობით ვერ მოვიგებთ ევროპის ჩემპიონატს. ჩვენ ვაყენებთ სტანდარტებს, თუ როგორ ვითამაშებთ. ჩვენი ნაკრები აუტსაიდერად ითვლება, ასე რომ ფავორიტებს აქვთ უფრო მეტი ზეწოლა, ჩვენ კი მაქსიმუმის გაკეთებას შევეცდებით, ჯგუფიდან გასვლა რომ მოვახერხოთ. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ვითამაშეთ მეორე ეტაპზე ლიტვაში (2011 წელს) ზაზა ფაჩულიასა და ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის გარეშე".

ასე რომ, საქართველოს და მის მწვრთნელს არ აწუხებთ ის ხშირი გამონათქვამები, რომ ჯგუფის ფავორიტები ხორვატია, სლოვენია და საბერძნეთია, რომელთა შემდეგაც მოდიან საქართველო, მაკედონია და ჰოლანდია.

"სულაც არ დავღლილვარ იმის მოსმენით, რომ ეს 3 ნაკრები ჩვენზე ამბიციური და პერსპექტიულია ამბობს კოკოშკოვი - თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს კონკრეტული ტურნირია და 1 მატჩის შედეგს შეუძლია, შეცვალოს ყველაფერი. ჩვენ გვქონდა შანსი, წინა ევრობასკეტზე დაგვემარცხებინა ხორვატია, მაგრამ ანტე ტომიჩმა შეხვედრის დასრულებამდე 10 წამით ადრე მარცხენა ხელით რთული ბურთი ჩააგდო (იმ ბურთის წყალობით ხორვატიამ 77:76 გაიმარჯვა). რაც შეეხება სლოვენიას, ჩვენ ყოველთვის ტოლსწორად ვეთამაშებით ამ ქვეყნის ნაკრებს. ეს 2 ნაკრები საბერძნეთთან ერთად არა მარტო ჩვენი ჯგუფის, მთლიანად ევრობასკეტის ფავორიტებად მიიჩნევიან. ეს ჩვენთვის სახალისოა, კონკურენცია გავუწიოთ საუკეთესო ნაკრებებს. ჩვენი შემართება მათთვის დიდი ზეწოლა იქნება".

მომავალ ევრობასკეტზე სავარაუდოდ სხვა სასტარტო ხუთეული იქნება, ვიდრე 2013 წელს, როცა ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია დაშავებულები იყვნენ. ტრავმების გამო კოკოშკოვს მოუხდა დიდი გადაადგილებების გაკეთება.

"გასულ წლებში ჩვენ ცვლილებების განხორციელება გვიხდებოდა და ამის გამო მე, როგორც მწვრთნელი, ახალ გარემოებებთან შეგუება მიხდებოდა. ახლა კი ყველა მოთამაშე მზადაა, ითამაშოს და მე ამით ძალიან გახარებული ვარ. ჩვენი გუნდის ძალა ტანმაღალი მოთამაშეებია - ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი, თუმცა მჯერა, რომ უკანა ხაზი უფრო შედეგიანი იქნება მანუჩარ მარკოიშვილისა და ჯეიკობ პულენის ხელშეწყობით. ჩვენ ასევე გვყავს საიმედო მოთამაშეები - ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე... ასე რომ, გუნდი საკუთარ ძალებში მობილიზებულია"

"ყველაზე მთავარია, ისინი იყვნენ ჯანმრთელად - დასძენს იგორ კოკოშკოვი - ეროვნულ ნაკრებში ჩემი მიზანი რაც შეიძლება მეტი გამარჯვების მოპოვებაა. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველ ზაფხულს ვცვალოთ შემადგენლობა და მიუხედავად ამისა, კონკურენტუნარიანობა შევინარჩუნოთ. თავს მოქნილად ვგრძნობ და მზად ვარ, გუნდი თამაშიდან თამაშამდე მოვამზადო".

არის რამდენიმე ასპექტი, რაშიც კოკოშკოვი თავს მოქნილად ვერ იგრძნობს და მათგან ერთ-ერთი ისაა, რომ ზაზა ფაჩულია, როგორც გუნდის ლიდერი, საქართველოს ნაკრებისთვის შეუცველია. კოკოშკოვი პრობლემად არ მიიჩნევს იმას, რომ ფაჩულიას NBA-ში მომქანცველი სეზონი ჰქონდა.

"ზაზას უძლიერესი სეზონი ჰქონდა - ამბობს კოკოშკოვი - "მილუოკი" ახალგაზრდა, პერსპექტიული გუნდია, რომელსაც სჭირდება ფაჩულიას გამოცდილება. მისი შედეგიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო "მილუოკისთვის" იმ წარმატებაში, რომელსაც გუნდმა მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ის 30 წლისაა და ვეტერანად ითვლება, ის ჯერაც ახალგაზრდაა. 30 წელი ის ასაკია, რაც დიდი სპორტსმენისთვის კარიერის პიკად ითვლება. ზაზა ჩვენი გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი და ცენტრალური ფიგურაა".

კოკოშკოვინბა-ში სწორედ "მილუოკის" კონფერენციაში მყოფ "ორლანდო მეჯიქში" მუშაობდა. ის გუნდს შუა სეზონში შეუერთდა და წვრთნიდა 2 გამორჩეულ ევროპელ მოთამაშეს - ჩერმოგორიელ ნიკოლა ვუჩევიჩს და ფრანგ ევან ფურნიეს, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დაეხმარება.

"ევანი და ნიკოლა ორლანდოსთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ - გვპასუხობს კოკოშკოვი - ნიკოლა ორლანდოს სახეა მისი ახალგაზრდა ასაკის (24 წლის) მიუხედავად). მას განვითარების პოტენციალი ჯერაც საკმარისად აქვს. ის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ცენტრია და სავარაუდოდ დიდი კალათბურთელიც გახდება. ფურნიე ჭკვიანი, სხარტი, პერსპექტიული მოთამაშეა და მას შექმნა შეუძლია. სამწუხაროდ, ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს დაშავდა და თამაშების უმეტესობა გამოტოვა. ჩვენ მისი ძალა ძალიან გვჭირდებოდა. მას რომ ბოლო თამაშები ეთამაშა, მე ახლაც ორლანდოში ვიქნებოდი. ახლა მე მომიწევს გზის გაგრძელება, რაც ნბა-ში მუშაობის შემადგენელი მომენტია".

წყარო: gbf.ge

• dim

... ცქიტიშვილი არ მიყავს?

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

ამერიკული სამქულიანი სარგებელი - რას უნდა ველოდეთ მაიკლ დიქსონისგან

საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე

მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება

[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან

კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა

ილიას ზუროსი: ჩერნოგორია ძლიერია, მაგრამ მე ჩემი გუნდის მჯერა!

მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

ჯეიკობ პულენის 25 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე მანუჩარ მარკოიშვილის გუნდთან [VIDEO]

მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება ევროლიგის მატჩში [VIDEO]

"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"

გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს

სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა

ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ

[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს