ასოციაციის სხვა სიახლეები
- თავისუფალი აგენტების ბაზრის გახსნამდე ერთი თვით ადრე, "პორტლენდის თრეილ ბლეიზერსის" ფორვარდმა ლამარკუს ოლდრიჯმა გასაყიდად გამოიტანა საკუთარი სახლი პორტლენდში. შესაბამისად, თავისთავად ჩნდება გუნდის ლიდერის გეგმები კლუბის შეცვლის თაობაზე, მით უმეტეს, რომ ოლდრიჯის ხელში ჩაგდებით ბევრი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, "ლეიკერსი", "ნიუ იორკი" და "სან ანტონიო".

- "ბრუკლინის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა განაცხადა, რომ კლუბი არ აპირებს გამთამაშებელ დერონ უილიამსის კონტრაქტის გამოსყიდვაზე საკუთარი უფლების გამოყენებას. ამ კალათბურთელთან ხელშეკრულება კიდევ ორი წელია ძალაში. როგორც ჩანს, "ნეტსი" გეგმავს ერთ დროს ვარსკვლავური პლეიმეიკერის გაცვლას, რაც ძალიან რთული იქნება დერონის სათამაშო ფორმის, მუდმივი ტრავმებისა და 43 მილიონის გამო, რომელიც მან მოქმედი კონტრაქტის მიხედვით უნდა მიიღოს.

- ფრანგი ცენტრის რუდი გობერის წარმატებული თამაშის შემდეგ "იუტას" ხელმძღვანელობა ევროპული ბაზრის შესწავლას შეუდგა და მოლაპარაკებებს აწარმოებს "ბარსელონას" გერმანელ ცენტრთან ტიბორ პლიასთან.

- "ინდიანა პეისერსის" ფორვარდი პოლ ჯორჯი ამტკიცებს, რომ დაიბრუნა ძველი კონდიციები ფეხის უმძიმესი ტრავმის შემდეგ. "ორივე ფეხით ნახტომისას იოლად ვტენი ბურთს კალათში. "ინდიანა" ამ სეზონში NBA-ის ფინალში რომ გასულიყო, შევძლებდი როგორც ლებრონის, ასევე "უორიორზის" წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა ჯორჯმა.

- "კლივლენდის" მთავარმა ვარსკვლავმა ლებრონ ჯეიმსმა მაიამის სანაპიროზე თავისი სახლის მყიდველი იპოვნა, რომელსაც 15 მილიონ დოლარად აფასებდა.

- "ვაშინგტონის" ფორვარდმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება მომავალი კარიერის შესახებ. ვეტერანი ოჯახთან ერთად მექსიკაში დასასვენებლად გაემგზავრა, სადაც მიიღებს კიდეც საბოლოო გადაწყვეტილებას. ვარაუდობენ, რომ პირსი კიდევ ერთი წლით დარჩება "ვაშინგტონში" ან კარიერის დასასრულებლად "ლოს ანჯელეს კლიპერსში" გაემგზავრება.

- "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ისევ "კავალერების" რიგებში აპირებს თამაშს. ამ შემთხვევაში, კალათბურთელი მომავალ წელს 16.7 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. შეგახსენებთ, რომ "მინესოტას" ყოფილ ლიდერს უფლება აქვს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" "ოკლაჰომასთან" იჩხუბა და წააგო [VIDEO]
ზაზა ფაჩულია "დალასის" სასტარტოში დეტროიტში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას 9 ქულა და 15 მოხსნა მილუოკიში ქულით წაგებულ მატჩში [VIDEO]
ფაჩულია VS კაზინსი - სუპერმატჩის სუპერდასასრული [VIDEO]
ზაზა ფაჩულია NBA-ს 19 მოხსნით, 11 ქულითა და 23-ე ორმაგი დუბლით დაუბრუნდა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას "ჩიკაგოსთან" ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა [VIDEO]