"ცხინვალის" შემტევმა ევროშესარჩევის სასტარტო მატჩში სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან დუბლი შეასრულა
"ცხინვალის" 21 წლის შემტევი ნიკა კაჭარავა, ვისაც ბოლო სეზონამდე თითქმის არ ეთამაშა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, მეტეორივით შემოიჭრა ჩვენს ფეხბურთში.

უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა შესანიშნავად ჩაატარა ევროშესარჩევის სასტარტო მატჩი სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებთან და დუბლი შეასრულა. ამათგან განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ მეორე გოლი, რომელზეც, ალბათ, მსოფლიო ფეხბურთის ნებისმიერი ვარსკვლავი მოაწერდა ხელს...

U21. სან მარინო-საქართველო 0:3 - დასაწყისი კარგია [VIDEO]

კაჭარავა ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ფორვარდის, დღეს კი "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელის, კახა კაჭარავას ვაჟია. "ლელომ" ფეხბურთელს ინტერვიუ სთხოვა:

- თავდაპირველად დუბლი უნდა მოგილოცოთ და სან მარინოს ნაკრებთან მოგებული მატჩის შეფასება გთხოვოთ...

- მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება თავად მატჩს, ძალიან სპეციფიკური თამაში გამოვიდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მეტოქის თერთმეტივე ფეხბურთელი საკუთარი კარის დაცვაზე იყო ორიენტირებული. დამეთანხმებით, არ არის იოლი და კომფორტული ასეთი სტილის მეტოქესთან თამაში. რაც მთავარია, შევასრულეთ დასახული ამოცანა, ავიღეთ სამი ქულა და ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ.

- გაიხსენეთ თქვენი გოლები...

- ორივე შემთხვევაში, მინდა აღვნიშნო ჩემი თანაგუნდელების ძალიან კარგი თამაში. მათ გადაცემა არ დამიგვიანეს და ისღა დამრჩენოდა, შემესრულებინა თავდამსხმელის უმთავრესი მოვალეობა.

- განსაკუთრებულად ლამაზი გამოვიდა მეორე გოლი - ადრე თუ გაგიტანიათ მსგავსი?

- კი, გამიტანია. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემ მიერ გატანილი ერთ-ერთი საუკეთესო გოლი იმათგან, რაც აქამდე გამიტანია.

- შეუძლია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ურთულეს ჯგუფში, სადაც ესპანეთი, შვედეთი და ხორვატია არიან?

- ჯერ ვიტყვი იმას, რომ სან მარინოს ნაკრები არ არის იმ დონისა და სიძლიერის გუნდი, რომელთან თამაშითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რეალურ ძალაზე.

ერთი ფაქტია: საქართველოს ამ ფორმაციის ახალგაზრდულ გუნდში ბევრნი ვართ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში წარმატებით გვითამაშია. გუნდს აქვს გამარჯვებულის ფსიქოლოგია. ჩვენს თაობას შეუძლია იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ.

ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი თაობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი ქომაგი გაახაროს.

- "ცხინვალის" წარმატებაზეც გკითხავთ. როგორ შეძლო გუნდმა სენსაციის მოხდენა და ევროსაგზურის მოპოვება?

- "ცხინვალის" წარმატების საიდუმლო ერთია - ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. ყველა ფეხბურთელს უზომოდ უხარია ვარჯიშზე მოსვლა. მეტი შეგვიძლია და ვეცდებით, ეს დავამტკიცოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

555
ოქრიაშვილს წარმატებებს ვუსურვებ ნამდვილად ნიჭიერი და ლამაზი, ტექნიკური ფეხბურთის მოთამაშეა.
555
საცოდავები და არაკომპენტეტურები თქვენსკენ მოიკითხეთ. სიმართლე მწარეა და ამიტომ ამღერდით ერთ ხმაში.
irakli
555 ჯობია თქვა ვის გულისხმობ, ეგრე ნამიოკობანა ჭორაობას ჰგავს, თუ რამე ფაქტები იცი დადე, მაგის უთქმელობა არანაკლები დანაშაულია, ტაკ ჩტო გელოდებით მართლა მაგრად მაინტერესებს
nene
555რა კაცი ხარ.საცოდავი ხარ!
555
იქნებ იმ ბიჭებსაც ჭირდებოდა თანადგომა და გამხნევება, რომლებსაც მამამისმა ბინძური ფულის გამო კარიერა დაუნგია, ასეთები კი ძალიან ბევრია.
Nukri
ako:სრულიად გეთანხმები ამ ბიჭებს გამხნევება სჭირდება,მაგრამ ვაი გულშემატკივრებს ,რომელთაც ბურთი გლობუსი გონიათ არ შეუძლიათ გააკრთონ ის რაც ფეხბურთელს გაახარებს......
ako
555-ს. აუუუუუუუუუუუუუ! სად ბანაობ თუ ძმახარ!!!! იმის მაგიერ, რომ გაამხნევო ახალგაზრდა კაცი და წარმატებები უსურვო, ბოღმითა და შურით გაჟღენთილ პასკვილებს ისვრი, დაფეკალებული ბაგედან. ნიკას კი წარმატებებს უსურვებ.
gizog
ავსა კაცსა ავი სიტყვა . . . . .
Burton
555 - როგორი არაკომპეტენტური ვინმე ხარ :-)
555
რაც ამას მამამისი იმდენს დაათრევს პატარა ნიჭი, რომ ჰქონდეს ეხლა უნდა ანგრევდეს ყველაფერს, მაგრამ საცოდავი სან-მარინოსთან გოლის გატანით არის გადარეული.
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...