კრიშტიანო რონალდოს გოლი საუკეთესოა
უეფას ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა საიტის ექსპერტთა მიერ შედგენილი ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები.

აღსანიშნავია, რომ 18-კაციან სიმბოლურ ნაკრებში 15 ფეხბურთელი ფინალში მონაწილე კლუბების წარმომადგენელია.

თანაც, 10 ბარსელონელია, ხოლო 5 ტურინის "იუვენტუსის" წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 6 ივნისს ბერლინში გაიმართა, "ბარსელონამ" "იუვენტუსს" 3:1 მოუგო და ტიტული მეხუთედ მოიპოვა.

უხეშად რომ ვთქვათ, "ბარსას" სასტარტო თერთმეტეულიდან სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ მარჯვენა მცველი დანი ალვეში ვერ მოხვდა, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

ნახევარფინალისტი "რეალი" სიმბოლურში ორი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი, ტონი კროოსით და ტურნირის თანაბომბარდირი კრიშტიანო რონალდოთი. კიდევ ერთი ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსიდანაა" - ბრანისლავ ივანოვიჩი.

სეზონის სიმბოლური ნაკრები

მეკარეები: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი).

მცველები: ჟერარდ პიკე, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა (ყველა - ბარსელონა), ბრანისლავ ივანოვიჩი (ჩელსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი).

ნახევარმცველები: ივან რაკიტიჩი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი (ყველა - ბარსელონა), კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო (ორივე - იუვენტუსი), ტონი კროოსი (რეალი).

თავდამსხმელები: ლუის სუარესი, ნეიმარი, ლიონელ მესი (ყველა - ბარსელონა), ალვარო მორატა (იუვენტუსი) და კრიშტიანო რონალდო (რეალი).

ამასთან, უეფამ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად "შახტარის" ბრაზილიელი ლეგიონერი ლუის ადრიანო დაასახელა, ხოლო პლეი ოფის საუკეთესო ფეხბურთელად - მისი თანამემამულე "ბარსელონადან" ნეიმარი.

ლუის ადრიანომ ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩში 9 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ნეიმარი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც 1/4-ფინალიდან მოყოლებული ფინალის ჩათვლით, პლეი ოფის ყოველ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

სეზონის საუკეთესო გუნდად, რა თქმა უნდა, "ბარსელონა" დასახელდა.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო გოლად კრიშტიანო რონალდოს გოლი აღიარეს "ლივერპულის" კარში. 22 ოქტომბერს პორტუგალიელმა თანამემამულე პეპესგან მიიღო პასი, კომბინაცია ხამესთან გაითამაშა და "ლივერპულის" კარში დაარტყა. ეს იყო პირველი გოლი თამაშში, რომელიც საბოლოოდ, 3:0 დასრულდა.

უეფამ 2014/15 წლების ჩემპიონთა ლიგის 10 საუკეთესო გოლი გამოავლინა [VIDEO]

რონალდოს გოლმა ივან რაკიტიჩისა ("იუვენტუსის" კარში) და ლიონელ მესის ("ბაიერნის" კარში) გოლებს აჯობა. სხვათა შორის, ამ სეზონში რაკიტიჩმა სულ ორი გოლი გაიტანა და ორივე საუკეთესო ათეულში მოხვდა, მე-2 და მე-5 ადგილებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..