საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკრაინასთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი

საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ კახა ცხადაძის კომენტარი მოგვაწოდა.

9 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

"თამაშის წინ რამდენიმე ამოცანა იყო. პირველი - სწორი თამაში, დაცვის ფუნქციების შესრულება; შემდეგ ბურთის ართმევა და შეტევის წამოწყება.

პირველ ტაიმში ყველაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ, დასკვნით მომენტში ცოტა მეტი სითამამე იყო საჭირო - დარტყმაში, ბოლო გადაცემაში... ეს პრობლემები იყო პირველ ნახევარში, მეორე ტაიმში კი შევცვალეთ რაღაცები.

კმაყოფილი ვიყავი, უბრალოდ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მომატება გვჭირდებოდა...

მაგრამ მთავარია, არის აშკარა პროგრესი იმ თამაშებთან შედარებით, რაც იყო მალტასა და გერმანიასთან.

თუ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, ჩამოვაყალიბებთ ისეთ გუნდს, რომელიც შემდეგ შესარჩევში იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მ.
პოლონეთთან ჩემი შემადგენლობა ასეთი იქნებოდა: მეკარე - რევიშვილი, დაცვა - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი, ნახევარდაცვა - კობახიძე, ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, თავდასხმა - ჭანტურია, ვაწაძე.
xtfuiiiii
ვინც პროგრესი ვერ დაინახა, შეეშვას ფეხბურთს და წავიდეს ბაქოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უყუროს, რა ნაროდია პროსტო გული როგორ არ უნდა აგერიოს. ჯერ თამაშის დაწყებამდე გახდებიან პროფესორები იმას სასტავში რა უნდა ეს რატო არაა ძირითადში, თქვე კაი დედმამიშვილებო, ყველა პროფესიონალი როგორ ხართ და ყველაფერში ყველა სახეობის სპორტზე კრიტიკას რომ წერთ,.(იმენნა ყველაფერშიკები) და სახლში ჩამჯდარი სოციალურ ქსელებში მეტს რო არაფერს აკეთებენ, თუ ასეთი ნიჭიერი ხარ წადი შვილო საქმე გააკეთე. ფეხბურთს კი არა ხალხს უნდა ეშველოს რამე და მერე მიხედონ ფეხბურთს
Gogita
სითამამე და თავისუფალი თამაში რომ შეეძლოთ აქამდე არ იქნებოდა მისული ჩვენი საქმე, ყველაფერ მაგას შრომა და პროფესიანალიზმი უნდა, დღეს შეიძლება კარგად ითამაშოს ნაკრებმა ხვალ გაფარჩაკდება ისევ, ყველაფერი ეროვნული ჩემპიონატიდან და საერთოს მიდგომა ამ სპორტის მიმართ მოდის.
glaxuna
ა კ რ ძ ა ლ ე თ უკან პასები,განსაკუთრებით მცველებისათვის,ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ და... ქართული ფეხბურთი გ ა ღ ვ ი ძ ე ბ ს !!! მით დადგება ფ ი ზ ი კ უ რ ი და ფსიკიკური სიძლიერის აუცილებლობაც,მით შ ი შ ი ს ფაქტორი მ ო ა შ ო რ ე თ,სპორტსმენები დ ა გ ე შ ე თ მხოლოდ შეტევისათვის,აგრესიისათვის...მოედანზე ზვიგენებივით უნდა შევიდნენ.. 10 -0 რომ იგებდნენ...15-ით 0-ისათვის, და არა...ვერ ხედავთ პატარა ბავშვებიდან -ნაკრებამდე უკან პასების და მით შეცდომების შედეგად,მით ფსიქიკური ს ი ს უ ს ტ ი თ,რომ...ა გ ე ბ ე ნ ?!
dd
ტყუილად სახელმწიფო ფულს ვხარჯავთ. გაჭირვებულებს დავურიგოთ ეგ ფული ჯობია. ქართული ფეხბურთი მეტად ვერ განვითარდება. წარსულით აპელირებას თავი დაანებეთ ეგრე დიდგორიც მოგებული გვაქ და დღეს სხვა სიტუაციაა. რეალის და ბარსელონას ბილეტები საშუალოდ 400 ევრო ღირს და საშუალოდ 80 000 კაცი ესწრება. ქართულ გუნდებს კი 400 ევრო მთლიან ერთ თამაშზე არ შედით. არც შეუვათ მესიც რო თამაშობდეს სამტრედიაში და რონალდო ჩიხურაში. იმიტომაცაა ასეთი სხვაობა და იქნება ყოველთვის. არ გვემეტება ქართველ ხალხს ქართული ფეხბურთის საყურებლად ფული თორე ბარსელონა-რეალის თამშაზე მადრიდში ბილეთში ჩემ ცოლსაც კი არ დანანებია 500 ევრო. საერთოდ არ იცოდა და არც აინტერესებდა რამდენი კაცი თამაშობდა ფეხბურთს. გვინდა რო ბარსელონას დონის გუნდი გვყავდეს და სტადიონზე უფასოდ ვიაროთ და ისიც როცა გვეცლება. ეგრე კი არ არის და არც იქნება არასდროს.
dd
კარგით რა. არ იქნება უფრო მაღალ დონეზე ქართული ფეხბურთი და დაანებეთ თავი. არ იმსახურებს ჩვენი ბალეშიკები და ზოგადად ქვეყანა მეტს. დაანებეთ წარსული დროით აპელირებას თავი. ეგრე დიდგორიც მოგებული გვაქ მარა დღეს სხვა სიტუაციაში ვართ.
გუჯა კახაძე
შესანიშნავი გოლი გავიტანეთ!!!! პოზიტივი აშკარად გამოჩნდა. ახლა პრობლემებზე: 1)როდესაც უკრაინელები ნახევარი ძალით თამაშობდნენ მშვენიერ შეტევებს ვახერხებდით; 2)ყენიას და ანანიძეს სირბილი ასწავლეთ და საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებზე სტადიონი მუდმივად გაივსება; 3)მარჯვენა მცველის პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია და 4) დამამთავრებელ ფაზას ძლიერი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, სხვაგვარად უამრავ საგოლე მომენტს გავანიავებთ.
jumber
მაპატიეთ და ჭანტურიას და ოქრიაშვილის ფეხბურთი არ მწამს.მოძველებულ ფეხბურთს თამაშობენ.ვისაც გწამთ გაგიმარჯოთ.
irakli
სამწუხაროა ამდენი ხანი რო მისის შემცვლელი არ თუ ვერ მოიძებნა... მე მგონი საქართველოს ჩემპიონატიდან შეიძლება მასზე უკეთესი რამდენიმე კადრის პოვნა... მარტო დარბის ცხენივით ფლანგზე, ეგაა რაც იცის. კობახიძე ძალიან კარგი იყო, ნავალოვსკი და კაშია ჩვეული სტაბილურები, ყაზაიშვილი გადაღლილი ჩანდა და ყენიას თავდაჯერება აკლდა (შესანიშნავი პასის მიუხედავად). ოქრიაშვილმა კიდე ლოგინის შემდეგ დრო სულ მინდორზე და თეორიებზე უნდა გაატაროს, წესით ჭამისთვისაც ვერ უნდა მოიცალოს... ლორიას არ უთამაშია ნახევარი წელი ლამის რა ქნას?...
otari48
ლორია, მართლა ზედმეტად თავდაჯერებული იყო, 2ჯერ გაუმართლა, პირველი გოლი ხომ მაგის ბრალია. დასანანია რომ არაPრისგან გოლი მივიგეთ. გონს თუ არ მოეგება სხვებს მივსეთ შანსი. მეკარეები კი გვყავს.
sebastian chabal .France
ლორია ძალიან თავდაჯერებულად თამაშობდა ფეხებით,ერთხელ" გაუმართლა" ,მეორედ დაისაჯა და გუნდიც დასაჯა.ვერაა სანაკრებო დონის. იმათგან ვინც გაგვაჩნია რევიშვილი უფრო კარგია,თუმცა ზოგჯერ ისი "ვარდება ფანიკაში".ნავალოვსკი ძიძგილაობს უადგილოდ ზოგჯერ,კაშია უხეშობს,როცა საჭირო არაა მაშინ,ამით გუნდს ავნებენ,"სწორ ადგილზე".მეორე ნახევარში ფიზიკური მომზადება მოიკოჭლებს ,დაცვა "დაიღალა"ფიზიკურად,ჯერ ლობჟანიძე "მოჯდა"და შეცდომები დაეწყო,მერე დვალი "დადგა",კაშია,ამისულაშვილი სალუქვაძე Dღევანდელობის კვალობაზე კარგებია თუკი კალაძისნაირ და ხიზანიშვილის ნაირ შეცდომებს არ დაუშვენ,სწორედ იმ "რამოდენიმე წუთში",როცა ყველა თამაშIს ბედი წყდება,მომავალ გეიმებში.გუშინ კი ,ძალიან ხშირად,უაზროდ აწვდიდენ ბურთს მეკარეს წამდაუწუმ,მეკარეები კი ყოველთვის,ყველა გუნდში, ფეხით თამაშით სუსტებია,და არა და არა ხან აუტში გზავნიან ,ხან ლორიას რომ დაემართა უაზრო გოლი "მოაქვთ" საკუთარ კარში.საერთოდ მეკარე,როგოღც მეთერთმეტე ფეხბურთელი უფრო იშვიათად უნდა გამოიყენებოდეს,მხოლოდ უკიდურესი საჭიროებისას,და მე ამ ელემენტის გამოყენების გუნდის მიერ ბურთის ფლობის გაგრძელებისა ნებისმიერი შეტევის წამოწYებისას,წინააღმდეგი ვარ ,მეკარის მიერ "ხშირ" ფეხით თამაშს ბევრი "იაღლოში"მოაქვს ნებისმიერი გუნდისათვის.ჯანოს ,უფრო მეტადდ უნდა შეეტია,გამთამაშებელი კარგია მაგრამ,უფრო მწვავე შემტევია,ძლიერი თავდამსხმელი არ გვყავს,არც ტარანული ყაიდის არც ტექნიკური დრიბლინგიორი, საჩქაროდ გვესაჭიროება რონალდოს და მესის "ნახევარი დონის" მაინც ისე გუნდი სწორ გზაზეა-მეტი თავდადება ესაჭიროება გუნდს,ყველა თამაშში,ამხანაგურშიც და ოფიციალურშიც,მარტო "ტატუები" და თანამედროვე ვარცხნილობები და "ფონტები" ყაზეიშვილებს და ჭანტურიებს,ყენიებს, ბევრს ვერას არგებთ,თუ კი კარგი ანაზღაურება სურთ,დიდ ფეხბურთში,ექსტრემალურ დროს "ჭაკობენ".ყველა თამაშის ბედი კი რამოდენიმე წუთში წყდება და სწორედ ამ დროს ვლინდება გუნდის კლასის დონე.მეტი თავდადებაა საჭირო рოლსკასთან თამაშისას-თავგანწირვა და ტვინის "ჩართვა".თუ მუშტად შევიკარით,იმ ძალებით რაც გვაქვს,ყველაფერიც გამოგვივა....
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ