გთავაზობთ უკრაინული მედიის გამოხმაურებას საქართველო-უკრაინის ამხანაგურ მატჩზე
9 ივნისს ავსტრიულ ლინცში საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში 1:2 წააგო უკრაინის ნაკრებთან. ეს ჩვენი ნაკრების ისტორიაში მე-100 მარცხი იყო.

საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

გთავაზობთ უკრაინული მედიის გამოხმაურებას ამ შეხვედრაზე.

Трибуна: გაიღვიძე და დაარტყი, როგორი ექსპერიმენტები ჩაატარა ფომენკომ საქართველოსთან

"სიესტა პირველ ტაიმში, უალტერნატივობა დაცვის ფლანგებზე, წარმატებული "დინამოური" შეცვლები და ბოიკოს მორიგი სუპერმატჩი", - ასე აფასებს გამოცემა მატჩს.

"ამას წინათ, ინგლისურმა არხმა ინგლისის ნაკრების უინტერესო თამაშის ჩვენებისთვის ბოდიში მოიხადა. საბედნიეროდ, უკრაინულ არხს მხოლოდ პირველი ტაიმისთვის მოუწევს ბოდიშის მოხდა. ეს ტაიმი იყო უკრაინის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უიდეო და უშინაარსო.

არ ვიცით, ბიჭები ეტყობა, უკვე შვებულებაზე ფიქრობდნენ, რადგან მოედანზე ისინი დახოხავდნენ, კი არ დარბოდნენ. ეს ნამდვილი სიესტა იყო, სიჩქარე ნულზე, კარში დარტყმები - არა, ქართველთა კართან სახიფათოს მსგავსიც არაფერი ხდებოდა. გუნდს აშკარად აკლდა იარმოლენკო".

"მეორე ტაიმში ქართველთა თითქმის ყველა ხიფათი ჩვენი მარჯვენა მცველის ზონიდან შეიქმნა. გოლიც იქიდან ჩაწოდების შემდეგ გავუშვით, რაკიცკი პოზიციურად შეცდა, როგორც ყოველთვის".

"უკრაინის ნაკრების მცველები ბევრს სცოდავდნენ, დენის ბოიკომ რამდენიმე სეივი შემოგვთავაზა. ექსკარპატელი ლევან ყენია, ალბათ, ახლაც ფიქრობს, როგორ ვერ გაიტანა 50-ე წუთზე. ჰკითხოს იგუაინს".

football.ua: უკრაინამ საქართველო დაამარცხა

"მატჩი უფრო ძლიერ ქართველებთან უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი ეტაპი უფრო სუსტ ლუქსემბურგელებთან თამაშისთვის".

"პირველი ტაიმი ჩვენს გუნდს საერთოდ არ გამოუვიდა. უკრაინელები რამდენჯერმე შევიდნენ მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ხიფათი ვერ შექმნეს. ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ - ბურთი უკეთ ეჭირათ და ოდნავ მწვავე მომენტებს ქმნიდნენ.

უკრაინა დაწინაურდა, უფრო ზუსტად, საქართველომ გოლი გვაჩუქა - მცველმა ლაშა დვალმა და მეკარე გიორგი ლორიამ".

გამოხმაურებები

ალექსანდრ ზავაროვი (მწვრთნელის ასისტენტი):

"რაც გუნდს დავუსახეთ, ყველაფერი არ შესრულდა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ეს ის თამაში არაა, რომელიც ლუქსემბურგთან უნდა ვაჩვენოთ.

ჩვენი ამოცანა იყო, ქართველ ფეხბურთელებს თავისუფლად არ მიეღოთ ბურთი. ეს დიდწილად არ შესრულდა, აქედან იყო პრობლემებიც. გუნდში არ ჩანდა სათამაშო განწყობა, ხვალ ამის შესახებ აუცილებლად დავილაპარაკებთ.

ლუქსემბურგის ნაკრები დაახლოებით საქართველოს ნაკრების ნაირია, ნაკლებად ტექნიკური, მაგრამ უფრო ძლიერი ფიზიკურად.

მესმის, რომ ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ პროფესიონალი ყოველთვის ერთნაირად მონდომებით უნდა თამაშობდეს".

ანატოლი ტიმოშჩუკი (140-ე მატჩი ნაკრებში):

"ვფიქრობ, 2:0 სანამ იყო, კმაყოფილები ვიყავით. ბოლო 10-15 წუთი ხელიდან გავუშვით ინიციატივა. უნდა გამოვიტანოთ აქედან სწორი დასკვნები, მთელი 90 წუთი უნდა ვითამაშოთ ერთნაირად. 2:0-ზე არ უნდა გაჩერდე.

პირველი გოლი კი ჩვენი პრესინგის დამსახურებაა, ვაიძულეთ ქართველები, შეცდომა დაეშვათ.

ქართველებსაც ჰქონდათ კარგი მომენტები, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ".

პაველ ქსენზი (დებიუტანტი):

"მთელი ემოციები ჩემპიონატს მოვახმარეთ, ამიტომ ქართველებთან მძიმე მატჩი გამოვიდა. ის თამაში ვერ ვითამაშეთ, რაც მწვრთნელებმა მოითხოვეს.

საქართველოს ნაკრები ტექნიკური გუნდია, უტევდა მთელი ძალებით, კომბინირებდა. მოკლედ, კარგი გუნდია, როგორც ველოდით კიდევაც".

იაროსლავ რაკიცკი:

"ჩვენი ბრალია, მოვეშვით და ქართველებს ბურთის დაუფლების საშუალება მივეცით. მათ არცთუ ურიგო კონტრშეტევები გამოსდიოდათ.

პირველი გოლი უბრალო გამართლებაა, მაგრამ მეორე - დამსახურებული. ბოლოს კი, ალბათ, დავიღალეთ და კონცენტრაცია დავკარგეთ. ეს ლუქსემბურგთან აღარ გამეორდება".

Подробности:

"უკრაინის ნაკრებმა ტანჯვით მოუგო საქართველოს".

Сегодня Спорт:

"თამაშის წინ ავსტრიელმა "ვახტანგ კიკაბიძემ" გაგვამხიარულა, რომელმაც ცოცხლად იმღერა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები".

Спорт-Экспресс в Украине: ტრადიციისთვის არ გვიღალატია

"ქართველებსაც უნდა დავუფასოთ. მათ აირჩიეს დაცვითი ფეხბურთი. კარგად თამაშობდნენ ჩაჭრებსა და კონტრშეტევებზე. ხანდახან მეტოქეს აიძულებდნენ, შეცდომა დაეშვა. განსაკუთრებით კარგი იყო ქართველთა დაცვის მარცხენა ფლანგი".

"ასე რომ, გავაგრძელეთ საქართველოს ნაკრებთან პოზიტიური შედეგების ტრადიცია".

jimka707
როგორ არ უნდათ აღიარება უკრაინელებს რომ საქართველომ ბევრ ასპეკტში აჯობა.მე მაგალითად მომეწონა ბიჭების თამაში.ეტყობოდა კახას ხელი ,როგორ ნელ-ნელა შეათამაშა ბიჭები.ძაან გაუჭირდება პოლონეთს,მე ასე ვფიქრობ.ერთი 3-4 თამაში კიდევ და შეთამაშდებიან უფრო კარგად ბიჭები.
ზაზა
გენაცვალეთ ბიჭებო,ირწმუნეთ თქვენი თავის ყველაფერი მაგრად იქნება თამაში იცით
Tengo
ეჰჰ ზავაროვმა ლუქსემბურგს შეგვადარა და არც მორიდებია, ქართველებიც ეგეთივენი არიანო...
xtfuiiiii
სპორტ ექსპრესი
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ