საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი აშქელონის "ჰაპოელიდან" "ზესტაფონში" გადადის
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზურაბ მენთეშაშვილი "ზესტაფონში" გადადის. შეგახსენებთ, რომ მენთეშაშვილს უთამაშია: რუსთავის "გორდაში", "ვიტ ჯორჯიაში", "სკონტოში", "ალანიაში", "შინიკში", "ვენტსპილსში" და თელ ავივის "ჰაპოელში", გასულ წელს კი აშქელონის "ჰაპოელში" გამოდიოდა.

"ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა ინტერესი დაადასტურა, გუშინ კი ზურას ისრაელში დავუკავშირდით და გვითხრა, რომ საქართველოში ბრუნდება და "ზესტაფონში" ითამაშებს.

- როგორც გავიგეთ, "ზესტაფონში" გადადიხარ.

- დიახ, ეს თითქმის გადაწყვეტილი საქმეა.

- რამდენწლიან კონტრაქტს აფორმებ?

- ალბათ, სამწლიანს.

- ახლა სად ხარ?

- ახლა ჯერ კიდევ ისრაელში ვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში საქართველოში გამოვემგზავრები და ეგრევე "ზესტაფონს" შევუერთდები.

- "ჰაპოელთან" კონტრაქტი დაგიმთავრდა თუ "ზესტაფონმა" გამოგისყიდა?

- არა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გავწყვიტეთ. ხელშეკრულება 2011 წლის მაისში მთავრდებოდა, მაგრამ გაჩერება აღარ მსურდა.

- საერთოდ, საქართველოში საკუთარი სურვილით არ ბრუნდებიან. აშქელონის "ჰაპოელში" უსიამოვნება გქონდა?

- აღარც მინდა ამ ამბის გახსენება, იმდენად უსიამოვნოა ჩემთვის. კიდევ კარგი, რომ გამათავისუფლეს და კონტრაქტი აღარ მაკავშირებს.

- როგორც მახსოვს, გეგუჩაძე პირველად 2009 წელსაც გიწვევდა.

- დიახ, მაგრამ მაშინ თელ ავივის "ჰაპოელმა" კონტრაქტი შემომთავაზა. ძლიერი კლუბია და უარი როგორ მეთქვა. თუმცა არ მეგულება ფეხბურთელი, საქართველოში თამაში და ცხოვრება არ ენატრებოდეს. ჩვენი ხალხი სულ სხვაგვარია. ჩვენთან რომ კარგი პირობები იყოს, დამიჯერეთ, არავისზე ნაკლები ჩემპიონატი არ გვექნება.

- ნაკრებში პირველი მიწვევის შემდეგ "მიხიჩას" ფეხბურთელის დამღა დაგასვეს. ამ დაღით გადაიფარა ის ფაქტიც, რომ ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი იყავი.

- მე მართლა "მიხიჩას" ფეხბურთელი ვარ, რადგან ფეხბურთში გზა ამ კაცმა გამიკვალა, ამიყვანა ნაკრებში, წამიყვანა ლატვიაში, მე კი ისეთი ადამიანი არ ვარ, სიკეთე დავივიწყო.

შანსი მომცა და ეს შანსი გამოვიყენე. ვისაც როგორ სურს, ისე ჩათვალოს. მე კი ვიცი, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვიყავი. სხვათა შორის, ძოძუაშვილის შემდეგ ნაკრებში დიდი ხანი არ მიწვევდნენ. შუშაკი ჩემით არ დაინტერესებულა, ჟირესმა მხოლოდ ერთხელ მიმიწვია, რაზეც გული ძალიან მწყდებოდა. ტოპმიოლერს კი ვემადლიერებოდი.

- ახლაც აღარ გიწვევენ.

- ეს ქეცბაიას გადასაწყვეტია. მე ისიც მიხარია, ნაკრებმა მოგება და თამაში რომ დაიწყო.

- თავიდან გულშემატკივარს თავი აგრესიულ ნახევარმცველად გააცანი, შეტევებში ხშირად და კარგად ერთვებოდა. მერე უცებ შეიცვალე, შეტევებზე ამნეზია დაგემართა?

- კიდევ გახსოვთ ასეთი მენთეშაშვილი? დრო გავიდა და შევიცვალე. თუმცა "ვენტსპილსში" გამთამაშებელი ვიყავი და ლატვიის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად დამასახელეს. კლუბის მაშინდელ მწვრთნელს, გრიგორი რომანჩუკს უკვირდა, საქართველოს ნაკრებში საყრდენად როგორ გათამაშებენო.

- ძველი ისტორია უნდა გაგახსენო - მართალია, რომ იაროსლავის "შინიკიდან" სერგეი იურანთან ჩხუბის გამო წამოხვედი?

- იურანი არაკაცია. "შინიკის" მთავარ მწვრთნელად რომ დანიშნეს, გუნდზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ჩემი ერთი თამაში და ვარჯიშიც არ ენახა და ისე გამიშვა. რატომ, რისი გულისთვის, ვერ ამიხსნა. ეს იმ დროს დაემთხვა, რუსეთში ქართველობას განსაკუთრებით რომ დევნიდნენ. სხვათა შორის, ეს მოულოდნელი არ ყოფილა, როცა მწვრთნელად დანიშნეს, ბიჭებმა მითხრეს, ქართველებს ვერ იტანსო.

- თითქოს იურანი წლების წინ ქართველმა ცემა და ეს იყო მისი ზიზღის მიზეზი.

- სხვების რა გითხრათ და პირადად მეც ვცემე, რადგან ღირსი იყო. იცით, რატომ ვერ გვიტანდა? რუსებზე ნიჭიერებს ვერ იტანდა.

- ამის გამო საჭირო ფეხბურთელს ვინ გაუშვებს?

- რატომ გიკვირთ, ასეა და რა ვქნა. გაზეთში და ტელევიზიით არავინ იტყვის, ქართველების ნიჭის გვშურსო, მაგრამ შური ვერ დაიმალება. საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ ისეთი ერი ვართ, თუ მოვინდომებთ, დედამიწას გადავატრიალებთ. ჩვენ ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. სხვების პირობები არ გვქვს, თორემ ძალიან ძლიერი ლიგა, კლუბები და ნაკრებები გვეყოლებოდა. მითამაშია რუსეთში, ლატვიაში, ისრაელში, ამაში დავრწმუნდი და ამიტომაც ვლაპარაკობ - ფეხბურთში ჩვენნაირი ნიჭიერი ხალხი ბევრი არ მეგულება.

- თუმცა ამ მძლეთამძლე ერის ნაკრებს მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი რომ ეთამაშება, გუნდი უცებ იშლება. ამ დროს, მაგალითად, ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები ყველასთან ომობენ.

- შეიძლება... ავტორიტეტის სახელი ჩვენზე ცუდად მოქმედებს, ეს დიდი ნაკლია.

- კარიერაში დიდი შეცდომა დაგიშვია?

- ბევრჯერ, ალბათ, ისევე ვცდებოდი, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელების უმრავლესობა. 18 წლის ბავშვი რიგაში რომ მოვხვდი, თვალები გამიფართოვდა, ვარჯიშს გულს ვერ ვუდებდი. შემეძლო დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ შეცდომებით გზა გამიმრუდდა.

- საქართველოს ნაკრებზეც ვისაუბროთ.

- ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ყველაფერი გვინდა დღეს, ხვალისთვის მოთმინება არ გვყოფნის. მეტი მოთმინებით მეტსაც მოვიგებდით. ნაკრები ჩამოყალიბების შემდეგ, რამდენი მწვრთნელი შევიცვლეთ? მგონი, თხუთმეტი.

- უფრო მეტი, ვიდრე მთელ მეოცე საუკუნეში გერმანიის ნაკრებმა.

- მეც ამას ვამბობ, ერთ წელიწადში კაცი გუნდს ვერ აყენებს და ატეხავენ ამბავს, ცუდი მწვრთნელია და გავუშვათო. ასე ძლიერ გუნდს ვერასდროს ჩამოვაყალიბებთ. ეს არის საქართველოს ნაკრები და არა რომელიმე რაიონის, უბნის თუ ფედერაციის გუნდი. აქ თამაში სულ სხვა განცდაა, ვიდრე "სკონტოში", "შინიკში" და "ვენტსპილსში" გამოსვლა. დას ვფიცავარ, შოტლანდიასთან მოგებული თამაშის შემდეგ სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა, რაც არასდროს მახასიათებდა.

- ნაკრებში საუკეთესო პარტნიორად ვის მიიჩნევდი?

- კანკავას! მასთან თამაში ძალიან მიყვარდა. ჯაბა ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო. როდესაც ერთად ვთამაშობდით, მეგონა, მოედანს გადავხნავდით. უსიტყვოდ მიგებდა, ყველანაირად ვეწყობოდით, მოედანზეც, ცხოვრებაშიც. შანსი არ იყო, არ დავეზღვიე, თუ ვცდებოდი, ჩემს შეცდომას აუცილებლად გამოასწორებდა. მაგარი ადამიანი და ფეხბურთელია და გული მწყდება, ტრავმების გამო დრო რომ გაუცდა. არადა ასეთი საყრდენი ჩვენს ნაკრებს ჰაერივით სჭირდება.

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს