ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

პოლონეთი-საქართველო 4:0 - არაპროფესიონალზმი [VIDEO+PHOTO]

პოლონეთი-საქართველო 4:0 - არაპროფესიონალზმი [VIDEO+PHOTO]

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. VI ტური
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთთან შეხვედრას გარკვეული დანაკლისით შეხვდა. დაგვაკლდნენ ჯაბა კანკავა, საბა კვირკველია, ლევან მჭედლიძე და გოგიტა გოგუა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ კი, დისკვალიფიკაციის გამო, დაცვის ბურჯი, იტალიური "ტორინოს" უკანახაზელი კამილ გლიკი მოისაკლისა.

ჯგუფის ლიდერ პოლონეთისთვის აუტსაიდერ საქართველოსთან შეხვედრას უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, არაერთხელ გვითქვამს - კახა ცხადაძის კრებულისთვის, ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეულ თამაშს ოქროს ფასი აქვს...

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ტაქტიკა

არც ერთ მწვრთნელს არ შემოუთავაზებია რაიმე განსაკუთრებული ტაქტიკური სიახლე. ნავალკამ ამ ციკლში მრავალნაცადი 4-4-2 სათამაშო სქემა აირჩია. შეტევის ფორპოსტზე "ბაიერნის" სუპერშემტევ რობერტ ლევანდოვსკის "აიაქსის" ფორვარდი არკადიუშ მილიკი შეუწყვილდა.

უნდა ითქვას, რომ ამ თავდამსხმელის სახით მსოფლიო ფეხბურთს დიდი მასშტაბის ვარსკვლავი ეზრდება. ლევანდოვსკის კი კარიერის საუკეთესო ხანა უდგას.

საქართველოს ნაკრების სქემაც უკვე ნაცნობი 5-4-1 იყო. ოღონდ, ტრადიციულად ფლანგელ მცველებს, უჩა ლობჟანიძესა და გიორგი ნავალოვსკის, შეტევაში აქტიურად ჩართვა ევალებოდათ. კვლავ საყრდენად ითამაშა ჯანო ანანიძემ, უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა. მათე ვაწაძემ ბაჩანა ცხადაძე ჩაანაცვლა.

როცა ლორია და ფორტუნა კარში ერთად დგანან

პოლონეთის ნაკრებმა შეხვედრა ქარიშხლისებურ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთზე ვერ "ამოვიტანეთ" ბურთი, მაგრამ გვაპატიეს, თუმცაღა მძლავრი სიგნალი მაინც გაისმა...

მე-10 წუთზე უზომოდ აქტიური მარჯვენაფლანგელი, ლუკაშ პიშჩეკი, აწვდის ქართველთა საჯარიმოში და კამილ გროსიცკი ურტყამს - სასწაულით გადავრჩით.

მალე სანდრო კობახიძემ დაკარგა ბურთი და გიორგი ლორიამ ზედიზედ ორჯერ გვიხსნა - ჯერ პეშკოს არ გაატანინა, მერე კი არც გროსიცკი ახეირა. საცნაური გახდა, რომ ქართველი მცველები მწყობრად ვერ მოქმედებდნენ...

იქვე, მილიკს გადაეღობა ლორია. მე-18 წუთზე კი ჩვენს კიპერს იღბალიც დაეხმარა და ალეკო ამისულაშვილიც. ამ უკანასკნელმა უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი და ლევანდოვსკი ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა, მეკარეს ბურთი ააცილა და გოლის აღსანიშნავადაც მოემზადა, თუმცა თავისივე შეცდომა ამისულაშვილმა გამოასწორა და ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, რომელიც იქვე ლევანდოვსკიმ დაინადავლა და... ისევ ლორია!

22-ე წუთი. ქართველმა ცენტრალურმა მცველებმა კიდევ ერთხელ "ჩაიძინეს". ლევანდოვსკიმ მშვიდად მიიღო ბურთი, გაისწორა და საგოლედაც დაარტყა, თუმცა ლორიამ კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი და არნახული სირთულის ბურთი აუღო.

28-ე წუთზე პირველი მომენტისმაგვარი შევქმენით. მარცხენა ფლანგიდან გიორგი ნავალოვსკიმ ჩააწოდა. უჩა ლობჟანიძემ თავური სცადა, თუმცა - უშედეგოდ.

პოლონეთის ნაკრებს სწრაფი გოლი აღარ გამოუვიდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ადამ ნავალკას გუნდი შედარებით დაწყნარდა. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ასეთ ტემპში დიდხანს მსოფლიოს ვერც ერთი გუნდი თუ ნაკრები ვერ ითამაშებდა...

პირველი ტაიმის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მილიკს ლორიამ არ გაატანინა. მერე კი პირველად დავარტყით პოლონელთა კარის ჩარჩოში. ეს სანდრო კობახიძემ გააკეთა, შორიდან...

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ლორია და მისი უდიდებულესობა - საფეხბურთო ფორტუნა პირველ ტაიმში ერთად იდგნენ საქართველოს ნაკრების კარში. შეიძლებოდა, ისიც დაგეჯერებინა კაცს, რომ მეკარე, რომელსაც ასე წაუვიდა თამაში, გოლს არ გაუშვებდა...

კარგი დასაწყისი

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ცვლილებით დაიწყო. თორნიკე ოქრიაშვილი, ვინც ძალიან შორსაა ოპტიმალური ფორმიდან, ბუბა დაუშვილმა შეცვალა. მოხდა გადაადგილება - დაუშვილმა საყრდენის პოზიცია დაიკავა, ანანიძემ კი ოქრიაშვილის ადგილი შეავსო.

მეორე ტაიმის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა. 51-წუთზე ანანიძის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს გურამ კაშია დაუხვდა და თავური დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

მერე მცველისგან "ამოტანილი" ბურთი ვაკო ყაზაიშვილმა მოიხელთა და ერთი შეხებით სცადა გატანა, თუმცა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კარგად ითამაშა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნაკრებმა თამაში დაალაგა...

მილიკის ულამაზესი

62-ე წუთზე პოლონეთის ნაკრები დაწინაურდა. მილიკი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ცაციათი ულამაზესი "მოჭრილი" დარტყმით აიღო ლორიას კარი - ბურთი შორეულ კუთხეში ჩაეშვა.

ცხადაძემ თამაშის სურათის შეცვლა ცვლილებებით სცადა. მინდორზე გიორგი ჭანტურია და ბაჩანა ცხადაძე გამოვიდნენ, პოლონეთმა კი კინაღამ გაგვიტანა. კუბა ბლაშჩიკოვსკიმ ცარიელი კარის წინ დარჩენილ გროსიცკის უპასა, თუმცა მან ვერ შეაგდო - თავური კარს ასცდა.

ჩვენი შანსი

82-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კინაღამ აღადგინა წონასწორობა. ანანიძემ გადააწოდა შეტევაში ჩართულ ნავალოვსკის, რომელმაც უძლიერესად დაარტყა - ბურთი პოლონელთა კარის ხარიხას მოხვდა. ამ ეპიზოდში ფაბიანსკი თავისიანებს ვერ იხსნიდა.

ნავალოვსკის რომ გაეტანა, შესაძლოა, საქართველო ქულას გამორჩენოდა, თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ სხვანაირად ინება - თურმე, კოშმარულ ენდშპილს გვიმზადებდა.

არაპროფესიონალიზმი

რა თქმა უნდა, წაგება ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. ამის მიუხედავად, რაც ბოლო ოთხ წუთში მოხდა, ამას ვერაფრით ავხსნით, ერთის გარდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ნაადრევად დაიწყეს შვებულება, ეს კი ყოვლად დაუშვებელი ამბავია. მით უმეტეს მაშინ, როცა სასწორზე ქვეყნის პრესტიჟი დევს.

რა თქმა უნდა, ცხადაძის სამწვრთნელო კარიერაში ეს იყო უარესი 4 წუთი, რა თქმა უნდა, მწვრთნელი პასუხისმგებელია მომხდარზე, თუმცა ერთიც სათქმელია - სულ რომ არ გყავდეს მწვრთნელი, ოთხ წუთში 3 გოლი არ უნდა გაუშვა. პროფესიონალიზმის გარდა, არსებობს საფეხბურთო თავმოყვარეობაც. როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრები ამ ცნების დეფიციტსაც განიცდის.

ტელეტრანსლაცია ამ დროს შეფერხებით მიდიოდა და ამან კიდევ უფრო მოუშალა ნერვები ქართველ ქომაგს, თუმცა მინდორზე ისეთი არაფერი ხდებოდა, სანახავად რომ ღირებულიყო.

ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთი რჩებოდა, როცა ანგარიშში სხვაობა გაიზარდა. მილიკმა დიდებული პასით ლორიასთან პირისპირ დატოვა ლევანდოვსკი და "ბაიერნის" შემტევს სიზუსტემ არ უმტყუნა.

მერე ისევ ლევანდოვსკის ჯერი დადგა, თანაც - ორჯერ. საქართველოს ნაკრების დაცვა ამ დროისთვის უკვე აღარ არსებობდა და მსოფლიოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეგოლემ "ღია კარის დღით" მშვენივრად ისარგებლა.

დეჟავიუ

შარშან, ნოემბერში პოლონეთმა თბილისში 4:0 მოგვიგო. ვარშავაში იგივე განმეორდა. არც ფეხბურთელების კრიტიკას ვერიდებით და არც მწვრთნელისას, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ქართულ ფეხბურთში ჯერ "ზემოთ" უნდა დალაგდეს სიტუაცია.

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების მიერ დაკავებულ ადგილს "ძლიერნი ქართული ფეხბურთისანი" ამ რეიტინგის თავისებურებებით ხსნიან. არავითარი - გუშინ სრულად ვნახე ფარერები-საბერძნეთის მატჩი და რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, მაინც დავწერ - ამ დროისთვის, ფარერებს საქართველოზე სოლიდური გუნდი ჰყავს.

არადა, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ფარერების ჩემპიონატისა და დანიის მეორე-მესამე ლიგების ფეხბურთელთა გაქანება ჩვენებისას სჯობს. უბრალოდ, იქ საქმე სწორად კეთდება, ჩვენთან - არა.

კრიტიკა კი არავის უნდა ეწყინოს, რადგან ყველა დროსა და ეპოქაში ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაწეული სამუშაოს მთავარი საზომი იყო, არის და იქნება ქვეყნის ეროვნული ნაკრები, როგორც საფეხბურთო პირამიდის წვერი...

ევრო 2016. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. VI ტური

13.06. ვარშავა. ნაროდოვი. 56 000

პოლონეთი-საქართველო 4:0

გოლები: 1:0 მილიკი (62), 2:0 ლევანდოვსკი (89), 3:0 ლევანდოვსკი (90+1), 4:0 ლევანდოვსკი (90+2)

პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - პიშჩეკი, შუკალა, პაზდანი (90. კომოროვსკი), რიბუსი - გროსიცკი (80. იედლოვიეცი), კრიხოვიაკი, მაჩინსკი, პეშკო (64. ბლაშჩიკოვსკი) - ლევანდოვსკი, მილიკი.

სათადარიგოები: შჩესნი, ბორუცი, ბროზი, ციონეკი, კეძიორა, კუხარჩიკი, ლინეტი, მილა, ზიელინსკი

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

საქართველო (5-4-1): ლორია - ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, ნავალოვსკი - ოქრიაშვილი (46. დაუშვილი), ანანიძე, კობახიძე (76. ცხადაძე), ყაზაიშვილი - ვაწაძე (63. ჭანტურია).

სათადარიგოები: რევიშვილი, კვასხვაძე, ალადაშვილი, ყენია, მახარაძე, პაპუნაშვილი, სალუქვაძე, თოთაძე, ცინცაძე.

მწვრთვნელი: კახა ცხადაძე

არბიტრი: ა. კულბაკოვი (ბელარუსი)

მომდევნო მატჩები

4 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

გერმანია-პოლონეთი

გიბრალტარი-ირლანდია

7 სექტემბერი

ირლანდია-საქართველო

შოტლანდია-გერმანია

პოლონეთი-გიბრალტარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრო 2016. შესარჩევი. VI ტური. D ჯგუფი: ზავი დუბლინში, რბევა ფარუში [VIDEO]

• sano

არ უნდათ ალბათ თამაში! ძალით ვერავის ვათამაშებთ!დაფინანსება რომ თხოულობენ,ჯერ იმის თუ ითამაშეს რაც მიცემულია?სამარცხვინო ქვეყნის სახელი გვაქვს,ვის დონეზე დაგვიყვანეს--ამას ადვილად ვერ გადავხარშავთ!მოდი მივხედოთ იმ სახეობებს სადაც ასე თუ ისე ხალხს თამაში მაინც უნდათ--რაგბი,კალათბურთი,ჭადრაკი,მოჭიდავეები-ყველა არა,წყალბურთი ასევე წავეშველოთ კიდევ რამდენიმე სახეობას,რომლებიც წარმატებას დღეს თუ არა ხვალ მაინც მიაღწევენ! რომ დაინახავენ ეგებ მაშინ მაინც მოვიდნენ თამაშის ხასიათზე,მასე მასეთ შედეგს ჩვენი უბნის ბავშვებიც დადებდნენ და მშობლებსაც წაეხმარებოდნენ

• 777

ჩვენი მეკარე ბატონო ლორია, შესახედავად მშვენიერი ბიჭია, მაგრამ როგორც ფეხბურთელი და მეკარე აზროვნებაში კარგი გვარიანად მოიკოჭლებს. ბატონ ლობჟანიძეს უნდა მისცე ხელში ოროყიანი თოხი და გაუშვა სათოხარში. და საერთოდ, ასეთი უსუსური გუნდი, როგორიც ჩვენი ნაკრებია, მეორე მსოფლიოში არ არსებობს

• irakli

ჩივაძეს მაშინ ქეცბაია, ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, ნემსაძე, კუდინოვი, შელია ჰყავდა და მაგიტო გადადგა, ახლა ამ ჩამონათვალის მეათედი მაინც გვყავს? არი ეგ კაცი ახალგაზრდულში, გაიყვანოს გუნდი ჯგუფიდან და მერე ვისაუბროთ უნდა მიეცეს თუ არა მესამე შანსი

• benni sanches

ცხადაძის მიკვირს როგორ შეიძლება 4-0 წააგო და ტქვა კარგად ვითამაშეთ 87 წუთიო?!საქართველო ინგლისი 0-2 დამთავრდა და ჩივაძე გადადგა მაგის შემდეგ

• benni sanches

როგორ შეიძლება 4-0 წააგო და თქვა კარგად ვითამაშეთო?!ინგლისის ნაკრებთან 0-2 წააგო ჩივაძემ და მეორე დგეს გადადგა

• benni sanches

ალექსანდრე ჩივაძე თავისი ფეხბურთის ცოდნით და გამოცდილებით უნდა იყოს ნაკრების ტრენერი!!!!!

• არავის ეწყინოს :)))

მოზომილი განცხადებებით და არავის რომ არ უნდა აწყენინოთ მაგიტომაც ვართ დაქცეული! არავის ეწყინოს კი არა მთელი ფედერაცია წიხლით არის გასაყრელი! უტიფარი და უსინდისო ხალხი!

• ოტარი48

ნავალოვსკი ყველაზე უკეთესი იყო.

• Goga

არაპროფესიონალიზმი? ფეხბურთელი არაპროფესიონალი რომ იყოს, ფეხბურთს რაღაც დონეზე (ძალიან ცუდად) უნდა თამაშობდეს, ესენი კი არიან ფეხბურთელებიიი? ავღანეთი, ყოველმხრივ დაქცეული და განადგურებული ქვეყანა გვისწრებს რეიტინგში და ნუ დავაბრალებთ რეიტინგის შედგენის თავისებურებას. რომ შევხვდეთ, თავზე გადაგვახევენ ბურთს იმიტომ რომ მათ თავმოყვარეობა აქვთ ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისაგან განსხვავებით...

• megobari

გეგუჩაძე დანიშნეთ! ქართველ მწვრთნელებში დღესდღეობით ყველაზე კარგია

• benni sanches

ჩივაძე სასწრაფოდ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად!!!

• benni sanches

sabonis შენი გეტყობა ფეხბურთში ვერ ერკვევი,ჩივაძე რაც გამოცდილება აქვს და ფეხბურთის გაგება მაგდენი არცერთ ქართველ მწვრთნელს არ აქვს და შენ მეუბნები ჩივაძემ მწვრთნელობა არ იცისო კაი რა მართლა აბა ცხადაძემ და ქეცბაიამ იცის?!

• Sebastian Chabal- France

კახი ცხადაძე სწორ გზაზეა.მაგრამ გვაკლი ამურთაზ ხურცილავასნაირი,კახა ცხადაძის ნაირი,არდამთმობი დამცველები,თენგიზსულაქველიძის ნაირი ძვალმმტვრევები,რომ ტექნიკურ ჯანოსთან ერთად,ბურთი ანაწილონ დაცვასა და თავდასხმას შორის,დაღვინებული-სტაბილური თავდამსხმელებიც არ გვყავს, არც ტარანული და არც ტექნიკრ-დრიბლინგიორები.მართლა კარგად ითამაშა ნაკრებმა 87 წუთი.კახა! რატომ არ უჯერებ ხალხს ლორია ვერ არის სანაკრებო მეკარე,მომავალშიც ბევრს გააწბილებს ექსტრემალურ მომენტებში ეროვნულ გუნდს,თუკი ათამაშებ,კიფერის კარგი სეივები,როცა თამაშის ბედი არ წყდება,დიდი გმირობა ვერაა,GEიმის ბედი წყდება რამოდენიმე წუთში,ამავე წუთებში ვლინდება მეკარის ძალა,ნებიყოფა და და მთლიანად გუნდის კლასიცკლასიც.

• sabonis

benni sanches კაი რა რა ჩივაძე, საშა ჩემთვის ფეხბურთელის იდეალია, მარა როგორც მწვრთნელი არ ვარგა, ყველაზე კარგი შედსეგი ქონდაო, რომ იძახით რა სასტავი ყავდა არ გახსოვთ, მაგ სასტავით ცხადაძეც და ქეცბაიაც გაცილებით მეტს მიაღწევდა, კუპერზე და ტოპმიოლერზე არაფერს ვამბობ.

• benni sanches

ალექსანდრე ჩივაძეზე კარგი შედეგი არ გვქონია და რატომ არ მოგყავთ მთავარ მწვრთნელად???

• benni sanches

ჩივაძეს რატომ არ ნიშნავთ ეროვნული ნაკრების ტრენერად?ცხადაძე გონზე არ არის

• ქომაგი

ძალიან მოსაბეზრებელია და ამაზრზენია ამათი ყურება და ნუ დამიწყებთ ეხლა ძლიერი მეტოქე გვყავდაო.. საშინელი დაკრები გვყავს იმდენად საშინელი რომ სულ არ გვყავდეს ჯობია.

• 11

სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ფედერაცია

• 5856

კაკაურიძე შენ არ იყავი ქეცბას რო აკრიტიკებდი ამისულაშვილის და კიდე მისნაირების გამო არ იზახებსო? ხო გამოიზახეს აგერ მოგეწონა დირკა ამისულაშვიკლი???

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]

მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა - მან დაბრუნების პირობაც დაასახელა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო

დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული - როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"ბარსელონა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგლძრივებს, მაგრამ ახალ ფორვარდსაც დაიმატებს

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

"რეალთან" და "ინტერთან" ლევანდოვსკის გარეშე? - "ბარსელონაში" პასუხი მალე ეცოდინებათ

იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს

დაუჯერებელია - 39 წლის რონალდოს მაკრატელა პოლონეთის ნაკრებთან [VIDEO]

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელს არ გადააყენებენ

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს