როგორი იყო ბოლო სეზონი ინგლისური გრანდებისთვის
ლონდონის "ჩელსი" ჩემპიონი სავსებით დამსახურებულად გახდა. პრემიერლიგის გამარჯვებულმა პირველი წრე უკეთ ჩაატარა, შთამბეჭდავადაც თამაშობდა და შედეგიანადაც.

მეორე წრეში "ლურჯები" ისე სანახაობრივად ვეღარ გამოიყურებოდნენ, მაგრამ შედეგი მაინც იყო - ასე დაბალანსებულად სეზონი არც ერთ გუნდს არ ჩაუტარებია.

ჩელსი

ჟოზე მოურინოს ერთ-ერთი მთავარი იარაღი უშუალო კონკურენტებთან ბრწყინვალე თამაშია. პორტუგალიელს "ჩელსის" თავკაცის პოსტზე "მანჩესტერ იუნაიტედთან", "მანჩესტერ სიტისთან" და "არსენალთან" 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ 3 წააგო... მართლაც რომ, "განსაკუთრებული" სტატისტიკაა.

"ჩელსი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგაში დადებითი ბალანსი აქვს. მოუს "ჩელსისთან" ერთად, ჩემპიონატში 98 საშინაო შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ 1 წაგებული.

"ლურჯებს" ძალიან გამოადგათ ახალწვეულები - დიეგო კოშტამ პირველი წრე დიდებულად ჩაატარა, მეორე ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყო. სესკ ფაბრეგასიც უკეთესი ჩემპიონატის პირველ ნახევარში იყო.

სამაგიეროდ, ნემანია მატიჩმა და ედენ აზარმა ჩაატარეს ჩემპიონატი სტაბილურად. რასაკვირველია, უნდა ვახსენოთ უკანა ხაზი, "ჩელსის" მვცელებმა წამყვანი ჩემპიონატების გუნდებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს, უშუალო მოვალეობის კარგად შესრულებას თავი რომ დავანებოთ. ყველაზე გამოსარჩევი მაინც ჯონ ტერი გახლდათ, რომელიც 39 ბურთით პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა მცველებს შორის.

34 წლის უკანახაზელმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გარი პალისტერის მერე, ეს ერთგვარი მიღწევა გაიმეორა. ბრწყინვალე იყო ბრანისლავ ივანოვიჩიც.

მოურინიო მართალი იყო, როცა ამბობდა - წინა სეზონში პირველადგილოსანსაც და მეორეადგილოსანსაც ორივე შეხვედრაში ვაჯობეთ, მაგრამ ვაღიარეთ, რომ ამ გუნდებმა წინ გასვლა მაინც დაიმსახურეს და ახლა კეთილი ინებონ და "ჩელსის" ღირსეული ჩემპიონობა აღიარონო.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯებმა" პრემიერლიგის გარდა ლიგის თასიც მოიგეს. "ლურჯები" პრემიერლიგაში 274 დღის განმავლობაში ლიდერობდნენ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

სიტი

"სიტის" იდეალური სეზონი არ გამოუვიდა, მაგრამ მანუელ პელეგრინის სჯერა, რომ პოსტზე დარჩება და ირწმუნება, ბევრად ძლიერები დავბრუნდებითო. ჩილელს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მისმა კლუბმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 83. ამ მხრივ მეორე ადგილზე გასულ "ჩელსის" "ქალაქელებმა" 10 ბურთით აჯობეს.

მანჩესტერელებმა სეზონი საუკეთესო ბურთების სხვაობით დაასრულეს - +45. "სიტი" გამოირჩა იმითაც, რომ ჯო ჰარტმა ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად - 14-ჯერ. აი, სერხიო აგუერო კი 26 ბურთით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კუნმა გუნდისთვის პრობლემურ სეზონშიც მიაღწია თავისას. პელეგრინის გუნდის მთავარი პრობლემა არასტაბილურობა გახლდათ და ასევე უკე ტრადიციულად ქცეული გასვლაზე თამაშის კომპლექსი.

არსენალი

"არსენალს" ტრადიციული ხარვეზები ჰქონდა - ტრავმიანობა, ბალანსის პოვნის პრობლემა, უშუალო კონკურენტებთან წარუმატებლად თამაში.... "მეთოფეებმა" საუცხოოდ ჩაატარეს სეზონის უკანასკნელი მონაკვეთი, მაგრამ იქაც, რაღაც დააკლდათ გნებავთ, სითამამე და რისკიანობა დავარქვათ, გნებავთ, "გამარჯვებულის მენტალიტეტი".

კარგი იყო ის, რომ ალექსის სანჩესის სახით, გუნდს დიდი ძალა შეემატა, ჩილელს ადაპტაცია არ გასჭირვებია. "მეთოფეებს" უდავოდ, დიდი პოტენციალი აქვთ და კიდევ გაძლიერებისა და მცირე იღბლის დახმარებით, არსენ ვენგერის ბიჭები ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებენ.

მრავალწლიანი უტიტულობის შემდეგ, "მეთოფეები" ზედიზედ მეორე სეზონია, ასოციაციის თასს იგებენ და ამით ამშვიდებენ დროებით მანც გამარჯვებებს მოწყურებულ ქომაგებს, რომლებსაც მეტი უნდათ. მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირი ასოციაციის თასი "არსენალს" უკვე 12-ჯერ აქვს მოგებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მანჩესტერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონი ერთი მხრივ, დადებითად უნდა შევაფასოთ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მეორე მხრივ, მოლოდინი გაცილებით მეტის იყო, სულ მცირე ფანებს შორის. სხვაგვარად ვერც იქნებოიდა, ამდენი ფეხბურთელის მიყვანისა და გუნდში ლუი ვან გაალის გამოჩენის შემდეგ. გამოცდილი ჰოლანდიელი სპეციალისტინ თამამად მიმართავდა ექსპერიმენტებს და სქემებს ხელთათმანივით იცვლიდა. მეტიც, ხანდახან საკუთარ ტაქტიკურ ხლართებში თავადვე ეხვეოდა. ასეა თუ ისე, ვან გაალმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და დიდი გეგმებიც აქვს.

თანაც, გუნდი კიდევ დიდი ფულის დახარჯვას აპირებს. სარეკორდო შენაძენმა ანხელ დი მარიამ ვერ გაამართლა, მგრამ არგენტინელისგან კვლავაც ბევრს ელიან. კლუბს არ გამოადგა არც რადამელ ფალკაო. სამაგიეროდ, ანდერ ერერა, მარუან ფელაინი და, რაც მთავარია, ეშლი იანგი იყვნენ კარგები.

საუკეთესო კი ულაპარაკოდ დავიდ დე ხეა გახლდათ, რომ არა ესპანელი მეკარის "სეივები" "წითელი ეშმაკები" ოთხეულში ალბათ ვერ მოხვდებოდნენ.

ტოტენჰემი

"ტოტენჰემის" სეზონში შეიძლება ბევრი კარგის და ასევე ცუდის დანახვა. ყველაზე კარგს სახელი და გვარიც აქვს და ჰარი კეინი ჰქვია. ახალგაზრდა თავდამსხმელმა დაამტკიცა, რომ უმაღლეს დონეზე თამაში ძალუძს და ლიდერის თვისებები აქვს. ახლა კი მთავარია, სტაბილურად ითამაშოს. არც კრისტიან ერიკსენის და ნასერ შადლის თამაშს დაეწუნება რამე. მაურისიო პოჩეტინოს ერიკ ლამელას პოტენციალისაც ეიმედება.

ორი სიტყვა პოჩეტინოზეც უნდა ვთქვათ - არგენტინელი სპეციალისტის ნიჭსა და მონაცემებში ეჭვი ნამდვილად არ გვეპარება და ისედაც ნათელი იყო, რომ იგი გრძელვადიანი გეგმითა და პროექტით მოვიდა და თუ უფროსობა შესაბამის სატრანსფერო პოლიტიკას გაატარების საშუალებას მისცემს და თანხას გამოყოფს, მის გუნდს წესით პროგრესი უნდა ჰქონდეს და დიდი ხნის ოცნების ახდენის შანსიც გაიზრდება ანუ ოთხეულში შესვლის.

ლივერპული

"ლივერპული" წინა სეზონის გუნდს მხოლოდ 13-მატჩიანი სერიისას ჰგავდა, რომელიც "მანჩესტერთან" წაგების მერე დაიწყო და "მანჩესტერთან" მარცხით დამთავრდა. მერსისაიდელების სეზონს ცუდი ეთქმის, ყოველ შემთვევაში, წინა სეზონთან შედარებით, რადგან მათ ვერც ერთ ფრონტზე ვერ მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ გასათვალისწინებელია, ბევრი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი. ლუის სუარესის წასვლა აუცილებლად აისახებოდა კლუბზე.

ურუგვაელი შესანიშნავ ტანდემს ქმნიდა დანიელ სტარიჯთან და ამ უკანასკნელს სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა. შუა სეზონში გადაწყდა და გასაჯაროვდა ლეგენდარული სტივენ ჯერარდის წასვლა, ხოლო რაჰიმ სტერლინგმა ახალი კონტრაქტისთვის ხელის მოწერა იუარა. გარდა ამისა, "ენფილდის" ბინადრებს ტრანსფერთა დიდ ნაწილში არ გაუმართლათ, მარიო ბალოტელის თამადობით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრენდან როჯერსის გასაჭირი გასაგებიც კია.

ჩრდილოირლანდიელის დატოვება სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, რადგან მას უკვე აქვს გარკვეული სქემა და გეგმა და უკეთესი შედეგის ჩვენება ნამდვილად შეუძლია.

საუთჰემპტონი

"წმინდანებმა" წინა სეზონი შესანიშნავად ჩაატარეს და სწორედ ამის გამო, არ ელოდა უმეტესობა იმას, რაც გუნდმა შემოგვთავაზა. თითქოს, შესუსტებულმა "საუთჰემპტონმა" ბრწყინვალედ ითამაშა და ბრწყინვალე შვიდეულის წევრიც გახდა.

ეს ყველაფერი "სენტ მერის" ბინადრებს ევროპალიგის საგზურით დაუფასდათ, რომელიც ნამდვილად დაიმსახურეს და ევროსარბიელს 2003 წლის მერე უბრუნდებიან. მთავარია, გრანდების დონორად ქცეუმა გუნდმა შემადგენლობა შეინარჩუნოს და ზრდა გააგრძელოს. ხელმძღვანელობის კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, განწყობა სერიოზულია, გეგმები კი შორსმიმავალი.

სიმპატიური გუნდები

სიტყვა სიმპატიური იდეალურად მიესდაგება "სუონსის". გარი მონკის სახით პრემიერლიგას აშკარად ნიჭიერი მწვრთნელი შეემატა. "თეთრი გედები" საკმაოდ სანახაობრივად და სუფთად თამაშობდნენ, გუნდი ძალიან იშვიათად ჯარიმდებოდა. გილფი სიგურდსონი კი სერიოზული შევსება გახლდათ, მაგრამ მინიმუმ ფორვარდით გაძლიერება აუცილებელია.

ამ კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ "სტოკი" და "კრისტალ პალასიც", რომლებმაც სეზონი ათეულში დაასრულეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს