და მომდევნო ევროსეზონის კონტურები
წიწილებს შემოდგომით ითვლიან, საკლუბო წარმატებებს კი ადრეულ ზაფხულში, სეზონის დასრულებისთანავე. 2014/15 წლების ევროსეზონი შიდა პირველობებზეც მორჩა და უეფას ეგიდითაც, ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა დასრულებულია, მაშ დავითვალოთ "წიწილები"...

საუკეთესო ლიგა

რომელი საკლუბო პირველობაა ევროპაში საუკეთესო? ეს კითხვა ხშირად ხდება დისკუსიის საბაბი, ინგლისური პრემიერლიგის მომხრეთა რიცხვი დიდია, თუმცა დიდი ხანია, ამ კითხვის დასმას ოფიციალური საფუძველი აღარ აქვს: ესპანურმა ლა ლიგამ ხელი დაუქნია პრემიერლიგას და, მით უფრო, სხვებს.

ფაქტია, ორივე ტურნირი ესპანურმა კლუბმა მოიგო - ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონამ", ხოლო "სევილიამ" - რანგით მეორე ტურნირი - ევროპალიგა. ლა ლიგის გუნდებმა შარშანდელი ტრიუმფი გაიმეორეს, უბრალოდ, "რეალი" "ბარსელონამ" ჩაანაცვლა.

ეს ძალიან კარგად აისახა უეფას საკლუბო კოეფიციენტებში ქვეყნებს შორის.

ესპანურმა კლუბებმა ამ სეზონში 20,2 ქულა დააგროვეს (შარშან სულაც 23). ბოლო ხუთი სეზონიდან (რომლებიც საერთო რეიტინგში ხვდება) სამში ესპანურმა კლუბებმა იმარჯვეს, 2010/11 წლების სეზონში, გაგიკვირდებათ და, ყველაზე მეტი ქულა პორტუგალიურმა კლუბებმა დააგროვეს, ხოლო 2012/13 წლების სეზონში ინგლისურმა პრემიერლიგამ იზეიმა ტრიუმფი.

რეიტინგის ლიდერები (ბოლო სეზონი)

1. ესპანეთი 20,2

2. იტალია 19,0

3. გერმანია 15,8

4. ინგლისი 13,6

5. საფრანგეთი 10,9

6. უკრაინა 10,0

7. რუსეთი 9,7

8. ბელგია 9,6

9. პორტუგალია 9,1

10. შვეიცარია 6,9

როგორც ხედავთ, იტალიური და უკრაინული კლუბების წარმატება რეიტინგზეც აისახა. თვალშისაცემია, ინგლისელთა ჩავარდნა. ქართულმა კლუბებმა ამ სეზონში მხოლოდ 1,25 ქულა დააგროვეს. ეს ბოლო ხუთ წელიწადში ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგია. ევროპაში ეს 42-ე შედეგია, რაც ძალიან ცუდია.

ქვეყნების საკლუბო კოეფიციენტი

1. ესპანეთი 100

2. ინგლისი 80,4

3. გერმანია 79,4

4. იტალია 70,5

5. პორტუგალია 61,4

6. საფრანგეთი 52,4

7. რუსეთი 50,5

8. უკრაინა 45,2

9. ჰოლანდია 41,0

10. ბელგია 37,2

თქვენს წინაშე (უხეშად, რომ ვთქვათ) ევროპის 10 ტოპლიგაა. შარშანდელთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილებაა, უკრაინამ ჰოლანდიას გაუსწრო.

შეგახსენებთ, რომ სამეულში ყოფნა ჩემპიონთა ლიგაზე 4 კლუბის თამაშის უფლებას იძლევა. იტალიელები, პროგრესის მიუხედავად, ჯერ ისევ 3 კლუბით უნდა დაკმაყოფილდნენ ლიგაზე. მე-4 - მე-6 ადგილოსნები ლიგაზე 3-3 კლუბს გაიყვანენ, კიდევ ერთი გამყოფი მე-15 ადგილია, რომლის იქითაც ლიგაზე მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონები ითამაშებენ.

9,375 ქულით საქართველო 34-ე ადგილზეა (იყო 33-ეზე, ყაზახეთმა გაგვისწრო), რაც ლიგაზე 1, ხოლო ევროპალიგაზე სამი კლუბის ასპარეზობის უფლებას იძლევა. ქვეყნის ჩემპიონატი 54 ქვეყანას შორის 34-ეა, თუმცა მეორე მხრივ, სანაკრებო რეიტინგს (54 ქვეყანაში 51-ე!) ეს ბევრად სჯობს.

ჯუჯა სახელმწიფოების ჩემპიონატების გარდა, საქართველოს უმაღლესი ლიგა რეიტინგით სჯობს ფინეთის, ისლანდიის, ბოსნიის, მაკედონიის, ირლანდიის, ჩერნოგორიის, ჩრდილო ირლანდიის, ალბანეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უელსის და სომხეთის ჩემპიონატებს. სულ ოდნავ გვისწრებს მოლდოვა 10 ქულით.

წლეულს ყველაზე დიდი პროგრესი ლიხტენშტეინს (ამ ქვეყანაში მარტო თასი ტარდება) აქვს +8 საფეხური, რეგრესი კი - ლატვიას (-8).

მოგეხსენებათ, ეს ცხრილი არის "ძირითადი დოკუმენტი", რომლითაც სარგებლობს უეფა ევროთასების ბადეების შედგენისას. თუმცა არის "დამატებითიც" - უშუალოდ, კლუბთა კოეფიციენტები. ათეულს ქვემოთ იხილავთ.

1. რეალი 172

2. ბარსელონა 165

3. ბაიერნი 154,9

4. ჩელსი 142,1

5. ატლეტიკო 121

6. ბენფიკა 118,3

7. შალკე 111,9

8. პორტუ 111,3

9. არსენალი 110,1

10. მანჩესტერი 103,1

ათეულში 3-3 ესპანური და ინგლისური კლუბია, თუმცა იბერიელთა მდგომარეობა უფრო შთამბეჭდავია. 2-2 კლუბი ჰყავთ წარმოდგენილი გერმანელებსა და პორტუგალიელებს. საკლუბო რეიტინგში საუკეთესო ფრანგული კლუბი - პსჟ - მეთერთმეტეა, საუკეთესო იტალიური - იუვენტუსი - მე-14.

სრული რეიტინგის წიაღსვლები დაგვჭირდება ქართული კლუბების აღმოსაჩენად - თბილისის დინამო 6,875 ქულით 218-ე ადგილზეა; ზესტაფონი (5,875) - 244-ე; დილა (4,875) - 271-ე. 454-გუნდიან რეიტინგში სულ 9 ქართული კლუბია, თუმცა სხვებზე თქვენი ნებართვით, ყურადღებას აღარ გავამახვილებთ.

ჩემპიონთა ლიგა 2015/16

როგორი იქნება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშება, კონტურები უკვე მოხაზულია. ტურნირის 61-ე (რაც ფორმატი იცვალა 24-ე) სეზონის ჯგუფური ეტაპის 22 მონაწილე უკვე ცნობილია, 10-ს კი საკვალიფიკაციო ეტაპები და ბოლოს პლეი ოფი გაარკვევს. რეიტინგის პირველი 12 ქვეყანა ჯგუფურ ეტაპზე, სულ მცირე, 1 გარანტირებულ ადგილს იღებს.

მაშ ასე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ: ბარსელონა, რეალი, ატლეტიკო (ესპანეთი); სევილია (ევროპალიგა); ჩელსი, სიტი, არსენალი (ინგლისი); ბაიერნი, ვოლფსბურგი, გლადბახი (გერმანია); იუვენტუსი, რომა (იტალია); ბენფიკა, პორტუ (პორტუგალია); პსჟ, ლიონი (საფრანგეთი); ზენიტი (რუსეთი); ეინდჰოვენი (ჰოლანდია); დინამო (უკრაინა); გენტი (ბელგია); გალათასარაი (თურქეთი); ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი).

პირველ კალათში განთესილები არიან: ბარსელონა, ჩელსი, ბაიერნი, იუვენტუსი, ბენფიკა, პსჟ, ზენიტი და ეინდჰოვენი.

ალბათ, გაგიკვირდათ, მაგრამ ამიერიდან პრიორიტეტი არა კლუბების რეიტინგებს, არამედ ჩემპიონობას ეძლევა - პირველ კალათში განთესილია რეიტინგით 7 მოწინავე ქვეყნის ჩემპიონი, მერვე ადგილი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ან ფინალისტს ეკუთვნის, მაგრამ "ბარსას" და "იუვენტუსს" ეს ადგილი მაინც ჰქონდათ დაბევებული, ამიტომაც პირველ კალათში ჰოლანდიის ჩემპიონიც მოხვდა (შარშანდელი რეიტინგით მე-8 ჰოლანდია იყო). სხვა კალათები ისევ ძველი პრინციპით გადანაწილდება.

უკვე ცნობილია პლეი ოფის 5 მონაწილე: ვალენსია, მანჩესტერი, ლევერკუზენი, ლაციო, სპორტინგი.

საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება გათამაშებაში. ჩვენი გუნდი განუთესავი იქნება

ევროპალიგა 2015/16

აქ მეტი სიცარიელეა - 22 გუნდი საკვალიფიკაციო და პლეი ოფის ეტაპების შემდეგ გაირკვევა. ამას დაემატება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში წაგებული 10 გუნდი.

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის საგზურები კი ამათ უკვე გაინაღდეს: ვილიარეალი (ესპანეთი), აუგსბურგი, შალკე (გერმანია), ლივერპული, ტოტენჰემი (ინგლისი), ფიორენტინა, ნაპოლი (იტალია), ბრაგა (პორტუგალია), მარსელი (საფრანგეთი), ლოკომოტივი (რუსეთი), გრონინგენი (ჰოლანდია), დნიპრო (უკრაინა), ანდერლეხტი (ბელგია), ბეშიქთაში (თურქეთი), ასტერასი (საბერძნეთი), სიონი (შვეიცარია).

უეფას 54 წევრი ქვეყნის გამარჯვებულები და თასის მფლობელები

ქვეყანა ჩემპიონი თასი

ავსტრია ზალცბურგი ზალცბურგი

აზერბაიჯანი ყარაბაღი ყარაბაღი

ალბანეთი სკენდერბეუ ლაჩი

ანდორა სანტა კოლომა სანტა ხულია

ბელარუსი* ბატე ბატე

ბელგია გენტი ბრიუგე

ბოსნია სარაევო ოლიმპიკი

ბულგარეთი ლუდოგორეცი ჩერნო მორე

გერმანია ბაიერნი ვოლფსბურგი

გიბრალტარი ლინკოლნი ლინკოლნი

დანია მიდტიულანდი კოპენჰაგენი

ესპანეთი ბარსელონა ბარსელონა

ესტონეთი * ლევადია კალიუ

თურქეთი გალათასარაი გალათასარაი

ინგლისი ჩელსი არსენალი

ირლანდია * დანდალკი სტ. პატრიკი

ისლანდია * სტიარნანი რეიკიავიკი

ისრაელი მაკაბი თ.ა. მაკაბი თ.ა.

იტალია იუვენტუსი იუვენტუსი

კვიპროსი აპოელ აპოელ

ლატვია * ვენტსპილსი იელგავა

ლიტვა * ჟალგირისი ჟალგირისი

ლიხტენშტ. - ვადუცი

ლუქსემბურგი ფოლა ეში დიფერდანჟი

მაკედონია ვარდარი რაბოტნიჩკი

მალტა ჰიბერნიანსი ბირკირკარა

მოლდოვა მილსამი შერიფი

ნორვეგია * მიოლდე მიოლდე

პოლონეთი ლეხი ლეგია

პორტუგალია ბენფიკა სპორტინგი

რუმინეთი სტიაუა სტიაუა

რუსეთი ზენიტი ლოკომოტივი

საბერძნეთი ოლიმპიაკოსი ოლიმპიაკოსი

სან მარინო ფოლგორე ფოლგორე

საფრანგეთი პსჟ პსჟ

საქართველო დილა დინამო

სერბეთი პარტიზანი ჩუკარიჩკი

სლოვაკეთი ტრენჩინი ტრენჩინი

სლოვენია მარიბორი კოპერი

სომხეთი პიუნიკი პიუნიკი

უელსი ნიუ სეინტსი ნიუ სეინტსი

უკრაინა დინამო კ. დინამო კ.

უნგრეთი ვიდეოტონი ფერენცვაროში

ფარერები * ტორსჰავნი ვიკინგური

ფინეთი * ჰიკ ჰიკ

ყაზახეთი * ასტანა ქაირათი

შვედეთი * მალმიო გიოტებორგი

შვეიცარია ბაზელი სიონი

შოტლანდია სელტიკი ინვერნესი

ჩ. ირლანდია კრუზეიდერსი გლენტორანი

ჩერნოგორია რუდარი მლადოსტი

ჩეხეთი პლზენი ლიბერეცი

ხორვატია დინამო ზ. დინამო ზ.

ჰოლანდია პსვ გრონინგენი

* "ზაფხულის ლიგა", 2014 წლის გამარჯვებულები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა