სფფ გაგაცნობთ დაწვრილებით ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ბილეთი
ორშაბათს, 22 ივნისს, საიტზე biletebi.ge - დაიწყება უეფას 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა.

ვინაიდან, ამ საკითხის გარშემო უდიდესი ინტერესია, სფფ გაგაცნობთ დაწვრილებით ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ბილეთი.

გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციებს.

პროცედურას ვიწყებთ რეგისტრაციით. შევდივართ საიტზე www.biletebi.ge და ვიწყებთ რეგისტრაციას:

● პირველ ველში შეგვყავს ელექტრონული ფოსტის მისამართი (E-mail), რომელსაც აქტიურად იყენებთ, რადგან ბილეთების ყიდვის შემდეგ, ამოსაბეჭდი ვერსია იგზავნება ამ საფოსტო მისამართზე.

● მეორე ველში ვწერთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის 11- ნიშნა (პირად) ნომერს.

● "პაროლის" ველში იწერება ის საიდუმლო სიტყვა, რომლის მეშვეობითაც შეხვალთ სისტემაში.

● შემდეგ ველში იმეორებთ თქვენს "პაროლს".

გახსოვდეთ, თქვენი პაროლი არავის გაუზიაროთ.

● პერსონალურ მონაცემებში წერთ თქვენს სახელს და გვარს, მობილური ტელეფონის ნომერს და მისამართს.

● თუ გსურთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია ელ. ფოსტის ან SMS-ის საშუალებით, მონიშნეთ შესაბამისი გრაფა.

გახსოვდეთ, რომ:

ერთ ადამიანს, ერთი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, შეუძლია მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვა;

ბილეთების ფასია 18, 35 და 75 ლარი;

ბილეთის მიღება შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ლინკის მეშვეობით, რომელსაც ამობეჭდავთ და მასზე დატანებული ბარ-კოდის საშუალებით შეხვალთ სტადიონზე. სალაროში მისვლა საჭირო არ არის.

ამობეჭდილ ბილეთზე არსებული QR (ბარ-კოდი) კოდი უნდა მიუშვიროთ სტადიონის შესასვლელებში, ე.წ. ტურნიკეტებზე არსებულ წამკითხავებს.

არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი ბილეთის ქსეროასლი გააკეთოს.

ანგარიშსწორება მოხდება თქვენი საბანკო ბარათის საშუალებით, ეროვნულ ვალუტაში.

საიტზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართეთ www.biletebi.ge-ს ადმინისტრაციას შემდეგ საფოსტო მისამართზე - support@biletebi.ge

სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვწერეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე - natia@gff.ge.

გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი გაყალბებული ბილეთებისაგან. მოერიდეთ ე.წ. "გადამყიდველებთან" ურთიერთობას.

გისურვებთ წარმატებებს!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გელა
როგორ უნდა ვიყიდოტ ბილეტები არ უნდა გაირკვეს
დაჩი
თამაში რომელ საათზე იწყება?
ირაკლი
იქნებ დადოთ სდადიონის ფოტო, სადაც მითითებული იქნება რომელი სექტორი რა ფასიანია???? ორგანიზატორებს სძინავთ და იქნება თქვენ მაინც მოიძოთ ეს ინფორმაცია.
Zura
ეს ფრაზა მაგარია:) საიტზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მიმართეთ www.biletebi.ge-ს ადმინისტრაციას შემდეგ საფოსტო მისამართზე - support@biletebi.ge ანუ წინსაწრა უნდა ვიყოთ მზად რომ 5 წუთში "ტექნიკური პრობლემები" შეიქმენბა და ბილეთები გადამყიდველებზე დარიგდება როგორც ყოველთვის:)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
უეფას მოთხოვნით, "დინამო არენასთან" 35 ხე მოჭრეს... ამდენივეს დარგავენ
საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!
ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
"ბარსელონას" თბილისში ჟორდი ალბა დააკლდება
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ოთხშაბათის საკითხავი] მიშელ, იქნებ ჩვენ მაგივრადაც გაიტანო!
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სუპერთასი 2015: დიდი სამზადისი
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"დინამო არენაზე" სამუშაოების 90% შესრულებულია
დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო