ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე გამართულ პირველ ტესტ-მატჩში სომხურ "ულისეს" ანგარიშით 5:4 სძლია
ბათუმის "დინამო" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 2 და 9 ივლისს გამართავს. მანამდე კი აჭარული გუნდი თურქულ შეკრებაზე სტამბოლის მახლობლად მდებარე კარტეპეში გაემგზავრა და იქ ათ დღეს დაჰყოფს.

კლუბის პრესატაშე ამირან მამალაძის ცნობით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე;

მცველები: მახარაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი;

ნახევარმცველები: შონია, ქავთარაძე, თედორაძე, ფონიავა, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კვანტალიანი, აშბა;

თავდამსხმელები: ბერიაშვილი, ტატანაშვილი, გაბედავა, აბუსელიძე.

კარტეპეში ბათუმელები უილიამ გიბსონსაც ელოდნენ, მაგრამ მამალაძის თქმით, შოტლანდიელი შემტევი ნახევარმცველი გუნდში აღარ ივარჯიშებს. მიზეზთა გამო გიბსონი თურქეთში ჩასვლას რამდენიმე დღის დაგვიანებით ახერხებდა, ეს კი ევროპალიგამდე დარჩენილი მცირე დროის გამო "დინამოს" ხელმძღვანელობას აღარ აწყობდა და მასზე უარი თქვა.

მესამე დღეა, რაც "დინამო" თურქეთშია. წვიმის გამო პირველ დღეს ფეხბურთელებმა დარბაზში ივარჯიშეს. 21 ივნისს კი პირველი საკონტროლო მატჩიც გამართეს სომხეთის ვიცე-ჩემპიონ ერევნის "ულისესთან".

ამ გუნდში ბევრი ჩვენებური თამაშობს: საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ხუბუა, გალაქტიონ ზოიძე, რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ირაკლი გეფერიძე და თავდამსხმელი ზამირ ჯანაშია. რუსეთის მოქალაქეები არიან მცველი ლევან ჯღარკავა, საქართველოში დაბადებული ნიკა ფილიევი (რომელიც ერთი ხანობა მოსკოვის ცსკა-სა და გორის "დილაში" თამაშობდა), ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი წევრი დავით ხურციძე და მოსკოვის "სპარტაკის" დუბლშემადგენლობის ექსთავდამსხმელი ირაკლი ჭეჟია.

სასტარტოში ითამაშეს ჯღარკავამ, ჭეჟიამ, ხურციძემ, ხუბუამ, ფილიევმა და გეფერიძემ.

პირველ ტაიმში ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა შოთა ჭეიშვილმა სათადარიგო შემადგენლობა ათამაშა და ეტყობა, სომხები ამით გააცურა. ტაიმი მეტოქის სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. დინამოელთაგან ერთადერთი გოლი გელა გოგიტიძემ გაიტანა.

"ულისეს" მხრიდან კი ერთი ბურთი გუნდის ახალწვეულმა, კონგოელმა ფორვარდმა ჟოელ შიმბაბამ შეაგდო, რომელსაც ჰოლანდიაში ("ნაიმეგენი"), საბერძნეთსა ("ლარისა") და რუსეთის პრემიერლიგაში (სამარის "კრილია სოვეტოვი") უთამაშია. ტაიმის მიწურულს კი ჩვენების კარში გოლი ხუბუამაც გაიტანა.

მეორე ტაიმში ჭეიშვილმა მეტოქეს დიდი სიურპრიზები მოუმზადა, მოედანზე ძირითადი შემადგენლობა შეუშვა და გუნდიც ათამაშდა. შეცვლაზე შესულმა დიმიტრი ტატანაშვილმა ივაჟკაცა და ჯერ 62-ე, მერე კი 75-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო 84-ე წუთზე ვალერი თევდორაძემ წონასწორობა აღადგინა - 4:4.

კულმინაცია დადგა ბოლო წუთზე, როცა გიორგი ბერიაშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ამ საფეხბურთო ტრილერში ქართველების გამარჯვება დააფიქსირა - 5:4

დინამო (პირველი ტაიმი): მამინაშვილი - ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მაკარიანი - ვარშანიძე, გოგიტიძე - დიასამიძე, თევდორაძე, ჭკუასელი - აბუსელიძე.

დინამო (მეორე ტაიმი): ალავიძე - ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, ფონიავა - გაბედავა, ჩირიკაშვილი, ბერიაშვილი - ტატანაშვილი.

დარჩენილ ორ სპარინგს ბათუმელები 24 და 27 ივნისს ჩაატარებენ - ჯერ ალბანეთის "ლაჩის" შეხვდებიან, შემდეგ კი რუსეთის პრემიერლიგელ პერმის "ამკარს" დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს
ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ