გორის "დილას" მეტოქე სერბეთისა და საერთოდ, ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი და პოპულარული კლუბია
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას 6 დებიუტანტი ჰყავს და ამათგან ერთ-ერთი გორის "დილაა"; საქართველოს ჩემპიონი ამ პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და მეტოქედ სერბეთის (და საერთოდ, ყოფილი იუგოსლავიის) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი და პოპულარული კლუბი, ბელგრადის "პარტიზანი" ეყოლება.

პარტიზანი (ბელგრადი, სერბეთი)

დაარსდა 1945 წელს

სტადიონი: პარტიზანა (32 710)

"პარტიზანი" 1945 წელს არის დაარსებული და იუგოსლავიის დაშლამდე ტიტულებით მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლაც დაუძინებელ მტერსა და უპრინციპულეს მეტოქეს, თანაქალაქელ "ცრვენა ზვეზდას" ჩამორჩებოდა. თუმცა, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, აწ უკვე სერბული ფეხბურთის უძლიერესი გუნდი უკვე "პარტიზანი" გახდა: იქიდან მოყოლებული, 15-ჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და შვიდჯერ თასს დაეუფლა.

ვიდრე "პარტიზანის" სხვა მიღწევებსა თუ დღევანდელ შემადგენლობაზე ვისაუბრებდეთ, ისიც ვთქვათ, რომ "დილას" სავარაუდო მეტოქეებს შორის "პარტიზანის" გარდა იყვნენ: "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ვიდეოტონი" (უნგრეთი), "სტიაუა" (რუმინეთი), "დინამო" (ზაგრები, ხორვატია), "შკენდერბეუ" (ალბანეთი).

ძნელი სათქმელია, ამათგან რომელი უფრო იქნებოდა სასურველი მეტოქე და რომელი - არასასურველი; ყოველ შემთხვევაში, იმავე "ლუდოგორეცსა" თუ "სტიაუას" მაინც "პარტიზანი" გვერჩივნა და უფრო მეტსაც ვიტყვით: საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერებულ "დილას" ნამდვილად ექნება იმის შანსი, რომ ტიტულიანი სერბული კლუბის ბარიერი დაძლიოს და ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდეს...

...იშვიათზე-იშვიათი შემთხვევის გარდა, "პარტიზანი", ფაქტობრივად, ყოველწლიურად მონაწილეობდა ევროპის საკლუბო ტურნირებზე; საუკეთესო შედეგად კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონთა თასის 1965-66 წლების გათამაშება უნდა მივიჩნიოთ, როცა იუგოსლავიის ჩემპიონმა ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხა "ნანტი" (საფრანგეთი), "ვერდერი" (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), "სპარტა" (პრაღა, ჩეხეთი), "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი) და მხოლოდ ფინალში დამარცხდა იმ დროისათვის მსოფლიოში უძლიერეს გუნდთან, მადრიდის "რეალთან" (1:2).

განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია ნახევარფინალში მეტ ბასბის დამოძღვრილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძლევამ: იმ დროს ბრიტანულ გუნდში ხომ ბობი ჩარლტონი, დენის ლოუ და ნობი სტაილზი თამაშობდნენ...

წეღანაც აღვნიშნეთ, რომ "პარტიზანი" თითქმის ყოველწლიურად მონაწილეობს ევროტურნირებზე და ბარემ სხვა მიღწევებიც ვახსენოთ: სერბული ფეხბურთის გრანდმა ორჯერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და ოთხჯერ - ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე!

...სხვადასხვა დროს "პარტიზანს" ისეთი სპეციალისტები წვრთნიდნენ, როგორებიც არიან მილოშ მილუტინოვიჩი, ივიცა ოსიმი, ლოთარ მათეუსი, იურგენ რობერი, ავრამ გრანტი და სხვები; ამჟამინდელი თავკაცი კი სერბი სპეციალისტი, 46 წლის ზორან მილინკოვიჩია, რომელმაც "პარტიზანი" ამა წლის მარტში ჩაიბარა და თავის პირველი საჩემპიონო ტიტულიც მოიპოვა (მილინკოვიჩი მანამდე მოკრძალებულ სერბულ გუნდს, "ვოზდოვაცს" წვრთნიდა).

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, სხვადასხვა დროს "პარტიზანში" გამოდიოდნენ იუგოსლავიური ფეხბურთის ვარსკვლავები: ბრანკო ზებეცი, ზლატკო ჩაიკოვსკი, ველიბორ ვასოვიჩი, მილან გალიჩი, პრედრაგ მიატოვიჩი, სავო მილოშევიჩი, მატეა კეჟმანი და სხვები.

რაც შეეხება ახლანდელ შემადგენლობას, აქაც გვხვდება რამდენიმე ცნობადი სახე: 28 წლის ივან ბანდალოვსკი (ბულგარეთი), 29 წლის ვლადიმირ ვოლკოვი (ჩერნოგორია), 32 წლის ბრანკო ილიჩი (სლოვენია), 25 წლის ფაბრისიო (ბრაზილია), 30 წლის ნიკოლა დრინჩიჩი (ჩერნოგორია) და სხვები.

თუმცა, "პოპულარობის ინდექსით" სერბულ გრანდში სხვები "ლიდერობენ": გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი და კაპიტანი, 37 წლის ნახევარმცველი საშა ილიჩი (თავის დროზე იუგოსლავიისა და სერბეთის ნაკრებების შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაუტარებია და 2006 წლის მუნდიალზეც უთამაშია) და "პარტიზანის" ახალწვეული, 29 წლის ცნობილი ბულგარელი ფორვარდი ვალერი ბოჟინოვი.

ამ უკანასკნელს თავის დროზე ბულგარული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად და ხრისტო სტოიჩკოვის მემკვიდრედაც მიიჩნევდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ბოჟინოვის კარიერას... სკანდალები უფრო ახლდა, ვიდრე - ტიტულები თუ წარმატებები.

ფოტოზე: "პარტიზანის" ახალწვეული ვალერი ბოჟინოვი

არადა, სხვადასხვა დროს ბოჟინოვს უთამაშია "იუვენტუსში", "მანჩესტერ სიტიში", "სელტაში", "ფიორენტინაში", "ვერონაში", "პარმაში", "ლეჩეში", ლისაბონის "სპორტინგში"; ბოჟინოვის ბოლო კლუბი კი იტალიის სერია "ბ"-ში მოასპარეზე "ტერნანა" იყო.

...1998 წლის ზაფხულში ბელგრადის "პარტიზანი" თასების მფლობელთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში დაამარცხა (2:0, 0:1)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dilaaa maradjaaams
GIA.112233
ლევანი
ნათქვამია, პროგნოზები უმადური საქმეაო, მაგრამ კენჭისყრის შედეგებს მაინც ასე შევაფასებდი: იმ შესაძლო ექვსეულიდან, ვინც "დილას" მეტოქე უნდა ყოფილიყო, ულაპარაკოდ არასასურველნი იყვნენ - "სტიაუა", "ლუდოგორეცი" და ზაგრების "დინამო". ყველაზე სასურველი ალბანური "შკენდერბეუ" იყო, ხოლო "ვიდეოტონთან" და აწ უკვე ჩვენს მეტოქე "პარტიზანთან" გორელთა შანსებს 60%-40% შევაფასებდი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ. ასე რომ, მაინცდამაინც უკმაყოფილო არ უნდა ვიყოთ კენჭისყრის ღმერთის. აწი ყველაფერი შიდა ქართლელთა მარიფათზეა. წარმატებები ბიჭებს!
dila
მშვენიერი საზომია პარტიზანი ზაანაც კაი რო მაგას შევხვდით..ძაანაც ნუ ამუქებთ ბოლობოლო საშუალო ასაკს გადაცილებული გუნდია ...აბა თქვენ იცით ბიჭებო ტქვენი იმედი გვაქვს გადაუაროთ ბელგრადს...და ვასახელოთ პატარა გორი და მთლიანათ საქართველო..
ემზარი
არ გაუმართლა გორის დილას კენჭისყრაში მას ძალიან სერიოზული მეტოქე ყავს მასთან გამარჯვება დიდი წარმატება იქნება ეს ძალიან ძნელი იქნება
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პარტიზანი" არ არის ისეთი მეტოქე... ინტერვიუ ოთარ მარცვალაძესთან
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დილა-პარტიზანი 0:2 - აგვისტომდეც ვერ მივაღწიეთ... [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
მონტენეგროში დამარცხებული კორონავირუსი ბელგრადულმა დერბიმ გააცოცხლა
სიურპრიზი გორელ ქომაგს: თუ "დილა" "პარტიზანის" ბარიერს დაძლევს...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"დილა" გორში ბელგრადის "პარტიზანთან" მარცხდება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ნახვამდის, ევროპავ - "დილა" ბელგრადის "პარტიზანთან" გორშიც დამარცხდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა