მეხუთე ტრანსფერი მერსისაიდულ კლუბში
"ლივერპული" ნამდვილად აღარ ხუმრობს და გაძლიერებას განაგრძობს - ბრენდან როჯერსმა კიდევ ერთი კარგი ფეხბურთელი და, რაც მთავარია, თავდამსხმელი დაიბევა რობერტო ფირმინოს სახით.

იგი ახლა ჩილეშია და თანამემამულე და ახლა უკვე თანაკლუბელ ფილიპე კოუტინიოსთან ერთად, კოპა ამერიკის მოგებისთვის იბრძვის. ისინი "სელესაოს" ახალ სახეს წარმოადგენენ. ამასობაში, "ლივერპული" "ჰოფენჰაიმს" მის ტრანსფერზე გაურიგდა.

ინგლისური კლუბი 29 მილიონი გირვანქით შეითხელებს ჯიბეს და შეიმცირებს სატრანსფერო ბიუჯეტს. სამაგიეროდ, კარგი და, რაც მთავარია, ახალგაზრდა ფორვარდით მიიღებს შევსებას. როჯერსი მომავლის გუნდს აშენებს, გათვლა მრავალწლიან წარმატებულ პროექტზეა და ჩრდილოირლანდიელს კარგი გეზი აქვს აღებული. ფირმინო გუნდის უკვე მე-5 ახალწვეულია და ახალი მოთამაშეების მიყვანისთვის წინ მთელი ორი თვეა. გავიხსენოთ აქამდე მისულებიც - ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი, მცველი ჯოი გომესი, მეკარე ადამ ბოგდანი და თავდამსხმელი დენი ინგსი.

გერმანულ გუნდში რობერტო ფირმინო ბარბოსა დე ოლივეირას პროგრესი აშკარა იყო და ეს ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა დუნგამაც მშვენივრად დაინახა. მიუხედავად იმისა, რომ ფირმინომ აშკარად მოუმატა, ბევრი მის ნაკრებში გამოძახებას არ ელოდა, მაგრამ დუნგამ ეს ნაბიჯი გადადგა და არც შემცდარა.

ფირმინოს პირველი თამაში ბრაზილიის ნაკრების მაისურით ნოემბერში შედგა. დღემდე მან 9 არასრული მატჩი ჩაატარა "სელესაოს" რიგებში და 4 გოლიც გაიტანა. გაამართლებს თუ არა ის "ენფილდზე", გადაჭრით რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია ერთი რამ - იგი პროგრესირებს, აქვს შანსის გამოყენებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი და შრომისმოყვარეა.

რა-რა და, არანაირი ვარსკვლავური დაავადების ნასახი ფირმინოს არ შეენიშნება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. არც კონკურენციას უშინდება, მაგალითად, ნაკრებში დიეგო ტარდელი პირველ ნომრად მიიჩნეოდა ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ დუნგა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას შეცვლის, რადგან ამჟამად, ფირმინო აშკარად უკეთ გამოიყურება. თანაც, ნეიმარის დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით, ახლა სხვა შემტევებზე უფრო მეტია დამოკიდებული - თუნდაც, უკვე ნახსენებ კოუტინიოზე, რომელიც ახალ თანაკლუბელს "ლივერპულზე" ბევრს მოუყვება.

რობერტოს უკვე ჩაახუტეს მერსისაიდელთა ფორმა, ლივერპულელთა წარმომადგენლები ჩილეში ჩაფრინდნენ. თუმცა სამედიცინო შემოწმებას იგი კოპა ამერიკიდან დაბრუნების მერე გაივლის და 5-წლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. თუ რამდენი იქნება მისი ხელფასი, არ გახმაურებულა.

ფირმინო 2 ოქტომბერს 24 წლის გახდება. მან "ჰოფენჰაიმის" რიგებში 151 მატჩი ჩაატარა და 47 გოლი გაიტანა. ადრეული წლები მან მშობლიური მასეიოს "რეგატას ბრაზილში" გაატარა, რასაც "ფიგეირენსე" მოჰყვა, სადაც გახდა კიდეც პროფესიონალი და მალევე თითქოს, შეუმჩნეველი თავდამსხმელი ამდენ და იმ დროისთვის უფრო შედეგიან ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის, "ჰოფენჰაიმმა" შეამჩნია, სადაც გაატარა კიდეც 4 სეზონი და ასე მოვიდა "ენფილდამდე".

ფირმინოს ტრანსფერი "ლივერპულის" მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი გახდა. მან ადამ ლალანას გადაასწრო, რომელიც "ენფილდზე" წინა ზაფხულს "საუთჰემპტონიდან" 25 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ მივიდა. პირველ ადგილზე, ამ მხრივ, ენდი ქეროლია, მერსისაიდელებმა 2011 წელს 35 მილიონი გირვანქა გადაუხადეს "ნიუკასლ იუნაიტედს".

ეს ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელია. თუ დახარჯულ თანხასა და კეროლის ლივერპულურ პერიოდში მის შედეგებს გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე წარუმატებელიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რობერტო ფირმინო 32 წლის ასაკში პასტორი გახდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
ფირმინო კარიერას "ალ აჰლიში" გააგრძელებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
რობერტო ფირმინო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ფირმინო შესაძლოა, პრემიერლიგას დაუბრუნდეს
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა