2 ივლისს, თბილისის "დინამო" მშობლიურ "დინამო არენაზე" აზერბაიჯანის უმდიდრეს და ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დაუპირისპირდება
ფოტოზე: ოლეკსიი გაი

კარგა ხანია თბილისის "დინამოსთვის" ევროტურნირები ასე ადრე არ დაწყებულა: ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩვენი უპირველესი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თუ ევროპის ლიგაზე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებდა.

თუმცა, წლეულს სიტუაცია შეიცვალა და "დინამოს" ევროპის ლიგაზე საწყისი ეტაპიდანვე მოუწევს ჩართვა - 2 ივლისს, თბილისში, მშობლიურ "დინამო არენაზე" აზერბაიჯანის უმდიდრეს და ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, "გაბალას" უნდა დაუპირისპირდეს...

წინა კვირაში, როცა წლევანდელი ევროტურნირების წილისყრა ჩატარდა, "დინამოს" მეტოქის ისტორიაზე უკვე ვისაუბრეთ.

წარმოგიდგენთ მეტოქეებს: "გაბალა" (აზერბაიჯანი)

ახლა კი უფრო კონკრეტულად გუნდის დღევანდელ შემადგენლობაზე, მით უფრო, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "გაბალაში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა.

აქვე, წინდაწინ ვიტყვით, რომ "დინამოს" მეტოქე სოლიდურად გაძლიერდა ამ ევროტურნირების წინ და "გაბალას" მთავარ მწვრთნელს, საკმაოდ კვალიფიციურ უკრაინელ სპეციალისტ რომან გრიგორჩუკს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას საქმე მართლაც ასარჩევად ექნება.

ევროტურნირებზე მონაწილეობისათვის კი "გაბალას" განაცხადი უეფაში ასეთია:

მეკარეები: ანდრეი პოპოვიჩი (აზერბაიჯანი), დმიტრო ბეზოტოსნი (უკრაინა), ამარ ნაზიროვი (აზერბაიჯანი);

მცველები: ვოჟისლავ სტანკოვიჩი (სერბეთი), რუსლან ამირჯანოვი, მაგომედ მირზაბეკოვი, არიფ დაშდამიროვი, ურფან აბასოვი (ყველა - აზერბაიჯანი), რაფაელ სანტოსი, რიკარდინიო (ორივე - ბრაზილია), ვიტალი ვერნიდუბი (უკრაინა);

ნახევარმცველები: გეორგი ფლორესკუ (რუმინეთი), რაშად სადიგოვი, ასიფ მამედოვი, ჯავიდ ჰუსეინოვი, სამირ ზარგაროვი (ყველა - აზერბაიჯანი), ოლეკსიი გაი (უკრაინა);

თავდამსხმელები: სერგეი ზენიოვი (ესტონეთი), დოდო (ბრაზილია), ოლეკსიი ანტონოვი (უკრაინა).

დიდი ალბათობით, "გაბალას" ძირითადი მეკარე კვლვაც გამოცდილი დმიტრო ბეზოტოსნი (31 წლის) იქნება, რომელიც მთავარ მწვრთნელ რომან გრიგორჩუკთან ერთად ოდესის "ჩერნომორეციდან" ამა წლის დასაწყისში გადმოვიდა აზერბაიჯანულ კლუბში; "გაბალას" ახალწვეულია წარმოშობით ასევე უკრაინელი, თუმცა აზერბაიჯანის მოქალაქე (ამ ქვეყნის ნაკრების წევრი), 23 წლის ანდრეი პოპოვიჩი;

დაცვის ხაზში ორი გამოცდილი ბრაზილიელი ასპარეზობს: 30 წლის რაფაელ სანტოსს თავის სამშობლოში "პონტე პრეტასა" და "ატლეტიკო პარანაენსეს" გარდა, უკრაინასა და იტალიურ "ბოლონიაშიც" უთამაშია; მის თანამემამულესა და თანატოლს, ფლანგის მცველ რიკარდინიოს (რიკარდო ფერეირა და სილვა კუბიცკის) 6 სეზონი აქვს გატარებული ბრაზილიურ "კურიტიბაში", მომდევნო 5 წელიწადი კი შვედეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, "მალმიოში" თამაშობდა.

ასევე ფლანგის მცველია 30 წლის რუსლან ამირჯანოვი და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბაქოს "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი მშვენივრად ასრულებს სტანდარტულ მდგომარეობებს.

ამ ევროტურნირების წინ "გაბალაში" 4 ახალი უკანახაზელი ჩაირიცხა და ამათგან სამი კახა ცხადაძის დამოძღვრილი ბაქოს "ინტერიდან" არის: აზერბაიჯანის ნაკრების სწრაფი განაპირა მცველები, 24 წლის მაგომედ მირზაბეკოვი (მარჯვენა) და 28 წლის არიფ დაშდამიროვი (მარცხენა), აგრეთვე, საკმაოდ კვალიფიციური 27 წლის ცენტრალური მცველი ვოჟისლავ სტანკოვიჩი, რომელიც წლების განმავლობაში სერბული გრანდის, "პარტიზანის" წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.

გამოცდილება არ დაეწუნება კიდევ ერთ ახალწვეულს, 27 წლის ტანმაღალ (1 მ 95 სმ) ცენტრალურ მცველ ვიტალი ვერნიდუბს, რომელიც აქამდე ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და ლუგანსკის "ზარიაში" თამაშობდა.

ნახევარდაცვაშიც ორი ახალწვეულია: ასევე ბაქოს "ინტერის" აწ უკვე ყოფილი გარემარბები, ასიფ მამედოვი და სამირ ზარგაროვი (ორივე - 28 წლის). შუა ხაზში "გაბალას" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს: 31 წლის რუმინელ გეორგი ფლორესკუს, სამშობლოს ("კლუჟი", "ასტრა") გარდა, სხვა ქვეყნების ჩემპიონატებშიც (მოლდოვის "შერიფი", დანიური "მიდტიულანდი", მოსკოვის "ტორპედო", მოსკოვის "დინამო", ვლადიკავკაზის "ალანია", კიევის "არსენალი") წარმატებით უთამაშია, ხოლო თავის ქვეყნის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

"გაბალას" საკვანძო ფეხბურთელებად მიიჩნევიან აზერბაიჯანის ნაკრების წამყვანი ნახევარმცველები, 31 წლის რაშად სადიგოვი და 27 წლის ჯავიდ ჰუსეინოვი.

თუმცა, ამ რგოლის და, საერთოდ, "გაბალას" უპირობო ლიდერად აზერბაიჯანული გუნდის ყველაზე "ცნობადი სახე", 32 წლის ოლეკსიი გაი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში ექვსჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ასევე ექვსჯერ დაეუფლა უკრაინის თასს, 2009 წელს კი უეფას თასის გამარჯვებული გახდა!

აზერბაიჯანში ჩამოსვლამდე, ბოლო წელიწად-ნახევარი, ოლეკსიი გაი ოდესის "ჩერნომორეცში" გამოდიოდა რომან გრიგორჩუკის ხელმძღვანელობით, წლევანდელი იანვრის მერე კი ეს "დუეტი" უკვე "გაბალას" წარმატებული ასპარეზობის მთავარი შემოქმედია.

წინა სეზონის დასრულების შემდეგ "გაბალა" დატოვა ორმა საკმაოდ მაღალი კლასის ფორვარდმა: თურქული "გენჩლერბირლიგისა" და "სამსუნის" ყოფილმა შემტევმა, 26 წლის ეკიგო ეჰიოსუნმა (ნიგერია) და 33 წლის სენეგალელმა ვიკტორ მენდიმ. ფრანგული "მეცის" ყოფილი თავდამსხმელი ვიქტორ მენდი "გაბალას" ისტორიაში არა მხოლოდ საუკეთესო ლეგიონერი, არამედ, საერთოდაც, საუკეთესო ფეხბურთელად არის მიჩნეული.

თუმცა, ამ ტექნიკურმა და ენერგიულმა ფორვარდმა (ისე, როგორც ეჰიოსუნმა) სხვაგან ამჯობინა კარიერის გაგრძელება და რომან გრიგორჩუკმაც მეტ-ნაკლებად შეძლო მისი უმტკივნეულოდ ჩანაცვლება, თანაც, ორი ახალი და არცთუ ურიგო თავდამსხმელით.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "გაბალას" ღირსებას დაიცავენ ესტონეთის ნაკრების 26 წლის ფორვარდი სერგეი ზენიოვი და 29 წლის უკრაინელი შემტევი ოლეკსიი ანტონოვი.

ჯერ ზენიოვზე ვთქვათ, რომელიც ბოლოს მოსკოვის "ტორპედოში" თამაშობდა, მანამდე კი კიევის "არსენალსა" და... ინგლისურ "ბლექპულში" გამოდიოდა.

"გაბალას" სხვა უკრაინელი ლეგიონერების მსგავსად, რომან გრიგორჩუკის ყოფილი შეგირდია ოდესის "ჩერნომორეციდან" ოლეკსიი ანტონოვიც, რომელიც მანამდე "დნიპროში", ხარკოვის "მეტალისტში", მარიუპოლოს "ილიჩევეცსა" და კრასნოდარის "ყუბანში" გამოდიოდა. "გაბალაში" ჩარიცხვამდე კი ანტონოვი ყაზახეთის ჩემპიონ "აქტობეში" თამაშობდა და ამ ერთი წლის განმავლობაში მეორედ მოუწევს თბილისში ჩამოსვლა!

შეგახსენებთ, რომ შარშან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ორივე მატჩი წააგო "აქტობესთან" და საპასუხო შეხვედრაში ერთი გოლი სწორედ ანტონოვმა გაიტანა.

"გაბალას" კიდევ ერთ ლიდერზეც ცალკე უნდა ითქვას: 27 წლის ბრაზილიელი ფორვარდი დოდო (ლუის პაულუ ილარიუ) ამ გუნდში უკვე მეხუთე სეზონს იწყებს და ჩატარებული მატჩებითაც და გოლებითაც კლუბის რეკორდსმენთა შორის მხოლოდ ვიკტორ მენდის ჩამორჩება.

არ არის გამორიცხული, რომ თბილისურ მატჩამდე "გაბალამ" კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელოს; ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "დინამოს" მეტოქე მოლაპარაკებას აწარმოებს ბოლო წლების აზერბაიჯანული პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლეგიონერთან (და, საერთოდ, ფეხბურთელთან), 31 წლის ჯულიუს ვობაისთან (სიერა-ლეონე).

შეგახსენებთ, რომ ბაქოს "ნეფთჩისთან" ერთად ვობაიმ ორჯერ დასძლია ქართული გუნდების ბარიერი ევროტურნირებზე (2012 წელს - "ზესტაფონი", შარშან - "ჩიხურა").

თბილისში "გაბალა" თამაშამდე 2 დღით ადრე, 30 ივნისს ჩამოვა და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

grisha
კარგი რა ხალხო ნუ ჩამოგიყრიათ ყურები არც ისე ცუდად არის საქმე, ამ ეტაპს 99% დავძლევთ და არანაირი 0 ტოლ შანსზე არ შეიძლება იყოს საუბარი. არც რეალს ვხვდებით და არც ბარსას. მაგისთანები გაგვიგორებია. ლიგაზე გავალთ თუ არა არ ვიცი მაგრამ 1 ეტაპს დავძლევთ.
qutaiseli
და რომელია ვარსკვლავი ლეგიონერი ეკიოგუ თუ ანტონოვი.დდ ამგენს თუ ვერ მოუგო დინამომ რაუნდა საერთოდ ევროთასებზე.
meko
რეზო - "ამათ თუ ვერ მოუგრბთ", ამბობს რეზო და ვერ გაუცნობიერებია, რომ ასეთ დონეზე თამასისას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. დინამოს კი ამ საკითხში მხოლოდ ერთი გამოცდილი, უფრო სწორად უკვე "გადაცვეთილი" ფეხბურთელი ყავს იაშვილის სახით. იაშკას საწინაამღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, წლებს თავისი მიაქვს. ამასთან, მე ვერ ვიხსენებ, გეგუჩაძეს ეთქვას, რომ ამ შემადგენლობით ლიგაზე გასვლას გეგმავს. ან რათ გვინდა რომ გავიდეთ ამ შემადგენლობით?
koka
დინამოს შანსი ნულზე ცოტა მეტია ანუ ფაქტიურად არანაირი შანსი ამ მოწინაამღდეგის სასტავიდან გამომდინარე არა აქვს, სამწუხაროდ.
რეზო
ბებერი ვარსკვლავები სამტრედიაშიც იყვნენ. :D ამათ თუ ვერ მოვუგეთ რანაირად ვაპირებთ ლიგაზე გასვლას?!
georgiano
ამ ყველაფრის საპირისპიროდ დინამომ ვინ იყიდა?! ერთი ლეგიონერიც კი არ დაუმატებიათ. საკმაოდ რთული იქნება ამ ბარიერის დაძლევა..
NENE
ძალიანაც კარგი რომ ამდენი ლეგიონრრი ყავს, სწორედ მაგ ვარსკვლავებით გაძეძგილი აზერები უნდა გავაბუნძულოთ და მივუჩინოთ ადგილი. გია გეგუჩაძის მჯერა, კარგ გამართულ გუნდს დააყენებს. მართალია დრო ცოტა აქვს მაგრამ არ მეტოქეა მრავალწლიანი შეკრული კოლექტივი. დინამო გავა შემდეგ ეტაპზე
Tamriko
ასე იცის ფულმა
siko
თავი მოგვეჭრება.
დინამო
მაგარი სასატვი ყოლია, მიდი დინამოო !
Levani
Satqmeli ragaa, dinamotan es gundi ashkara favoritia. Tumca tamashobs sheidzleba
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ᓓᓝᓓᓝ ᓛᓘᓚᓐᓜᓘᓡ "ᓘᓜᓢᓔᓠᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
წიტაიშვილის საკითხი 10 იანვარს გადაწყდება - "ჩერნომორეცის" მწვრთნელად გრიგორჩუკი დანიშნეს
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელს გადაყენებას უპირებენ
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
როგორ არ უნდა შეასრულო პენალტი [VIDEO]
დავით ვოლკოვი გუნდს იცვლის, ქართველს ახალი ვარიანტი აქვს
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
დოდოს მილანურ დერბიში ტუჩი გაუსკდა [VIDEO]
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ნიკა კვეკვესკირი: კიდევ არის გზა გასავლელი, კიდევ ბევრი შრომაა საჭირო...
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დოდო: ქართველი გულშემატკივრები "დინამოს" დამარცხებით უნდა დავსაჯოთ
შენგელიას ორი ულამაზესი გოლი და კარიკარის ყუმბარისებური - "დინამომ" "გაბალა" გაანადგურა [VIDEO]
Associated Press თბილისის "დინამოს" შესახებ ლოზანის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წერს
"გაბალას" ტრავმირებულ ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს [VIDEO]
კახა ცხადაძე მალე "გაბალას" მწვრთნელად დაინიშნება
"აზერბაიჯანულ მედიაში არ შემხვედრია სტატია, სადაც "დინამოს" მიმართ დამაკნინებელი სიტყვები ეწერა"
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
დოდოს ოპერაცია და რობერტო მანჩინის გეგმები
დავით ვოლკოვმა 1 წუთში 2 გოლი გაიტანა და "გაბალა" თასის 1/2-ფინალში გაიყვანა [VIDEO]