ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე რეფორმებს გეგმავს
ქუთაისის "ტორპედოში" მომხდარი საკადრო ცვლილების შედეგად, აღმასრულებელი დირექტორის პოსტი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩაკვეტაძემ დაიკავა. მან კლუბთან დაკავშირებულ გეგმებზე, ხედვებსა და პრიორიტეტებზე ილაპარაკა.

"ტორპედოს" ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ ჩაკვეტაძემ და მისმა მეგობრებმა 1999 წელს დაარეგისტრირეს "ტორპედოს" გულშემატკივართა კავშირი, რომელიც საქართველოში ქომაგთა ერთ-ერთი პირველი გაერთიანებაა იურიდიული სტატუსით. ჩაკვეტაძემ 4 წლის განმავლობაში კლუბში იურისტად იმუშავა, მერე კი უცხოეთში წავიდა და ამდენივე დრო დაჰყო მოსკოვის ტურისტული სააგენტოს გენერალურ მენეჯერად; მერე ერთი წელი იყო მილანში, ხუთიც - ბარსელონაში, სადაც სამშენებლო ბიზნესში ჩაერთო. პარალელურად, ბარსელონაში სპორტული ორგანიზაციების მართვისა და ორგანიზების სპეციალობით სწავლობდა.

საქართველოში 2011 წელს დაბრუნდა, 2014 წლის 1-ელ დეკემბერს კი "ტორპედოში" ისევ იურისტად მიიწვიეს, პლუს, ლიცენზირების მენეჯერიც გახდა.

ჩაკვეტაძე ამბობს, რომ კლუბის განვითარებაზე მუშაობას დეტალებით იწყებს:

"ქუთაისისთვის "ტორპედო" არის ბრენდი. ამიტომ არასწორად მიმაჩნია ლოგოს ფერებისა და ატრიბუტიკის სისტემატური შეცვლა. ის მუდმივი და შეჯერებული უნდა იყოს.

კომუნისტების ეპოქაში "ტორპედო" თეთრ-წითელი ფერის მაისურებით თამაშობდა. ფერების მუდმივი ცვლა დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო და ამ კუთხით გაურკვევლობაა.

ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს ლოგოზე, გულშემატკივართა დროშასა და გუნდის ძირითადი და სათადარიგო სათამაშო ფერის მაისურის დიზაინზე. ეს ყველაფერი ქალაქის დროშის ფერებსა და სიმბოლიკას უნდა შეეფერებოდეს.

"ტორპედოს" სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში კი კლუბის მუზეუმი მოეწყობა, სადაც გულშემატკივრებს ცალკე კუთხე ექნებათ. თბილისის "დინამოს" შემდეგ "ტორპედო" საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია და ჩვენ მიერ მოპოვებულ თასებსა და მედლებს მუზეუმში გამოვფენთ", - ამბობს ჩაკვეტაძე.

ქუთაისელთა აღმასრულებელმა დირექტორმა საფეხბურთო სკოლის აუცილებლობაზეც ილაპარაკა:

"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ბავშვთა ფეხბურთი იქნება. შესაძლოა, ამ ეტაპზე, სპორტსკოლის ნორმალური მუშაობისთვის სათანადო საშუალება არ არის, თუმცა ის რაც შეიძლება მალე უნდა დავაფუძნოთ. ბევრი პროცედურაა გასავლელი, ოღონდ ეს პროცესი არ შეფერხდება და სკოლა მთავარი სტადიონის ტერიტორიაზე ამოქმედდება".

ჩაკვეტაძის თქმით, გუნდის მიზანი ევროთასებზე გასვლა და შემოსავლების წყაროების გაზრდაა:

"თანხების განაწილებისას არჩევანის წინაშე ვიდექით - ან ინფრასტრუქტურაზე უნდა გვეზრუნა, ან - შედეგზე. ამ ეტაპზე უპირატესობას მეორეს ვანიჭებთ, რადგან გულშემატკივრებისთვის სუსტი გუნდი მიუღებელია. შედეგი კი შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

საქართველოში საბიუჯეტო კლუბი ფინანსურად კერძოსავით ხელგაშლილი ვერ იქნება. თუმცა ოქროს შუალედის გამონახვა შეიძლება. ქალაქის ხელმძღვანელობის წყალობით გაგვაჩნია რესურსი. ამით საქართველოს ჩემპიონატში დადებითი შედეგი უნდა გვქონდეს, ყოველ წელს კი პროგრესი ვაჩვენოთ და პირველობისთვის ვიბრძოლოთ.

მაგრამ სამეულში მოხვედრაც არ იქნება ურიგო. ამიტომ მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრა იქნება, რაც გარკვეულ შემოსავლებს მოგვიტანს. ინფრასტრუქტურის სრულყოფაზე შემდეგ უფრო ვიფიქრებთ, თუმცა გარკვეული სამუშაოები ამ კუთხით ამჟამადაც მიმდინარეობს.

ამ ყველაფერთან ერთად, ვეცდებით, კლუბმა გარკვეული შემოსავალი რეკლამითაც მიიღოს. გვეყოლება სარეკლამო აგენტი და კომპანიების მოზიდვაზე ვიმუშავებთ. რეკლამები კი განთავსდება საიტზე, სტადიონზე და ასე შემდეგ".

ქუთაისელთა აღმასრულებელი დირექტორი სახელმწიფო დახმარების აუცილებლობაზეც ლაპარაკობს:

"ვისაც ფეხბურთი არ უყვარს, მათთვის ქალაქის ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება რთული თემაა და ურჩევნიათ, ეს ფული სოციალურ პრობლემებს მოხმარდეს. მაგრამ ფეხბურთიც სოციალური მოვლენაა და მასზეც ბევრი რამაა მიბმული.

არის კლუბი, ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდები, სადაც ბავშვები იზრდებიან და პროფესიონალ ფეხბურთელებად ყალიბდებიან. მთავარია, არსებული საშუალებები სწორად გამოვიყენოთ".

ჩაკვეტაძის თქმით, ახალ სეზონში "ტორპედოს" ბიუჯეტი ჯერ არ განსაზღვრულა:

"როცა კლუბი მერიას გადაეცა, ქუთაისის წლიური ბიუჯეტი უკვე შედგენილი იყო. ახალი ბიუჯეტი დეკემბერში გაიწერება, რომელშიც "ტორპედოსაც" გაითვალისწინებენ. ამჟამად, ჩვენ რა საჭიროებაც გვაქვს, ქალაქის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვეხმარება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ემზარი
ქუთაისის ტორპედომ ბევრი დიდი ფეხბურთელი აღზარდა მახარებს მისი წარმატებები მაგრამ არ მომმწონს მისი სახელწოდება ტოპედო საერთოდ რა უბედურებაა შემოგვრჩა კომუნისტური ივანუშკური სახელწოდებები ტორპედო დინამო ლოკომოტივი თუ ვერ ვიფიქრებთ კარგ ქართულ სახელებს ჯობია ქონდეთ უბრალოდ და ლამაზად ქუთაისი თბილისი და ასე შემდეგ როგორც ეს მიღებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა
რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!
კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით
ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა