ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლონდონის "არსენალის" მეკარეების შესანიშნავი ათეული

ლონდონის "არსენალის" მეკარეების შესანიშნავი ათეული

პეტრ ჩეხი და მისი წინამორბედნი
ლონდონის "არსენალმა" თანაქალაქელი "ჩელსიდან" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი, პეტრ ჩეხი გადაიბირა. არსენ ვენგერმა მართლაც შესანიშნავ გარიგებას დაადგა თავი.

ჩეხი დღეს მსოფლიოს გამორჩეული მეკარეა, თუმცა "არსენალს" არასოდეს აკლდა კარის გამორჩეული დარაჯები. დღევანდელ ჩვენს წერილში "მეთოფეთა" ისტორიაში 10 საუკეთესო მეკარეზე ვიტყვით.

ჯიმი ეშკროფტი (1900-08)

"არსენალის" ღირსებას 1900-08 წლებში იცავდა. მეოცე საუკუნის დასაწყისი "მეთოფეთათვის" საუკეთესო ხანა არ არის. ისინი რანგით მეორე დივიზიონში თამაშობდნენ და ძალიან იშვიათად იგებდნენ ჯილდოებს. ეშკროფტი დიდებული მეკარე იყო. მან რამდენიმეჯერ დაამყარა რეკორდი "მშრალი მატჩების" მიხედვით. 1904 წელს "არსენალი" ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა, ეშკროფტს კი, კლუბის ისტორიაში პირველ დიდ მეკარეს, ინგლისის ნაკრებში უხმეს.

ჯორჯ სვინდლინი (1936-53)

მეორე მსოფლიო ომმა ამ ფეხბურთელის კარიერა ორად გაყო. პირველ ნაწილში სვინდლინმა ინგლისის ჩემპიონატის ოქრო მოიგო, მაგრამ ის მაინც არ ითვლებოდა ტოპ-მეკარედ. ომის დასრულების შემდეგ ამ ათლეტურმა გოლკიპერმა, ვინც არმიაში ფიზკულტურას ასწავლიდა, მილიონობით ქომაგის გული დაიპყრო. მან სამჯერ მოიგო ინგლისური ოქრო და ამას ქვეყნის თასიც დაამატა. დიდებული იყო საჰაერო ორთაბრძოლებისას.

ფრენკ მოსი ( 1931-37)

ჰერბერტ ჩეპმენის ფორმაციის "არსენალის" დიდებული მეკარე. ჩეპმენის წასვლის შემდეგაც კი მის მიერ გამოძერწილი გუნდი აგრძელებდა ტიტულების მოგებას. მოსი შესანიშნავი მეკარე იყო, მაგრამ მისი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაინც მოწინააღმდეგის კართან მოხდა.

1935 წლის მარტში "არსენალი" "სანდერლენდს" ებრძოდა ჩემპიონობისათვის და გადამწყვეტ შეხვედრას მართავდა "ევერტონთან". მოსმა მხარი დაიზიანა და მას კარში დგომა აღარ შეეძლო. მაშინ ფეხბურთში ცვლილებები არ იყო. მოსი მწვრთნელმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა. სწორედ მან გახსნა ანგარიში ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. მერე "მეთოფეებმა" მეორეც შეაგდეს და ჩემპიონები გახდნენ. მოსი კი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში.

ჯონ ლუკიჩი (1984-90, 1996-2001)

სერბული ფესვების მქონე ინგლისელი 1989 წელს დაეხმარა კლუბს, მოეგო პირველი ინგლისური ოქრო თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ. ერთი წლის შემდეგ მან კარში ადგილი ლეგენდარულ დევიდ სიმენს დაუთმო. არადა, ერთ დროს დევიდი მისი დუბლიორი იყო "ლიდსში". 1996 წელს ისევ დაბრუნდა "არსენალში" და კარიერა იქვე დაასრულა.

პეტ ჯენინგსი (1977-85)

პეტრ ჩეხისათვის შესანიშნავი მაგალითია. ჯენინგსი 32 წლის იყო, როცა "ტოტენჰემიდან" შეუერთდა "არსენალს". მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ამ მეკარეს საუკეთესო წლები ზურგს უკან ჰქონდა მოტოვებული, თუმცა მან "არსენალის" შემადგენლობაში 8 დაუვიწყარი სეზონი გაატარა.

მან 40 წლამდე ითამაშა ლონდონურ კლუბში. დაიცვა მისი ღირსება ინგლისის თასის 3 ფინალსა და თასების თასის ფინალში. იყო ცივსისხლიანი, თავდაჯერებული და ცალი ხელით იგერიებდა ურთულეს ბურთებს. 1000 მატჩზე მეტი ჩაატარა კარიერის განმავლობაში.

იენს ლემანი (2003-08, 2011)

ლეგენდარული "არსენალის" შესანიშნავი მეკარე. ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ 2003-04 წლების სეზონი "არსენალმა" წაუგებლად ჩაამთავრა და ამაში გერმანელი გოლკიპერის წვლილი ძალიან დიდია. მერე ლემანმა კარში ადგილი ესპანელ ალმუნიას დაუთმო. ამის მიუხედავად, ის დღემდე რჩება "არსენალის" ერთ-ერთ საუკეთესო და უცნაურ მეკარედ.

ჯეკ კელსი (1949-62)

უელსელმა "არსენალში" ერთადერთი ტიტული ჯერ კიდევ 1953 წელს მოიპოვა. მაშინ ის გუნდის ნომერ პირველი მეკარე იყო. მისი საუკეთესო წლები გუნდის აღმავლობას არ დაემთხვა, მაგრამ ამის მიუხედავად, კელსმა მაინც დაიმკვიდრა ადგილი კლუბის ისტორიაში. ინგლისელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ მეკარემ დროს გაუსწრო. იგი არ ერიდებოდა საჯარიმოს გარეთ თამაშს, ფეხით მცველივით ირჯებოდა.

ბობ უილსონი (1963-74)

1970-71 წლების სეზონში "არსენალმა" დუბლი შეასრულა და ამაში უილსონის წვლილი დიდია. კაცი უნიკალური ცხოვრების ისტორიით, რომელზეც აუცილებლად მოგითხრობთ მომავალში.

დევიდ სიმენი (1990-2003)

"არსენალის" ისტორიაში საუკეთესო მეკარე. 90-იანი წლების ინგლისის ნაკრების ნომერ პირველი გოლკიპერი. ის იგებდა ტიტულებს, უშვებდა შეცდომებს, იღებდა აუღებელ ბურთებს...

პეტრ ჩეხი

პეტრ ჩეხი ნაღდი სპორტსმენია. ის ვერ შეეგუა "ჩელსიში" სათადარიგოობას და წავიდა "არსენალში", სადაც სერ ვენგერი ტიტულების მოსაგებად კრებს შემადგენლობას. "არსენალს" ყველა რგოლში ჰყავს ვარსკვლავი. გუნდს ჰყავს სუპერვარსკვლავები.

რა თქმა უნდა, კარგი მეკარეა შჩესნი. კარგია კოლუმბიელი ოსპინა.

სუპერვარსკვლავი არც ერთი არ არის და მათ არ იციან დიდი გამარჯვებების გემო. ჩეხმა იცის. ჩეხმა იცის, როგორ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა. ვენგერისათვის სწორედ ესაა მთავარი.

მას სჭირდება ტიტულებს შეჩვეული, საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული გოლკიპერი, რომელიც მთელ დაცვას გადასდებს თავის თავდაჯერებას. ჩეხი სწორედ ასეთია.

ჩეხის ტრანსფერი უნდა იყოს ერთი მძლავრი ბიძგი საიმისოდ, რომ "არსენალმა" ბოლოს და ბოლოს ისევ მოიგოს პრემიერლიგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"

10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს

პეტრ ჩეხმა ლამპარდის დაწესებულ დიდი ჯარიმებზე კომენტარი გააკეთა

პეტრ ჩეხი "ჩელსის" მეორედ ტოვებს

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი

პეტრ ჩეხი: ვამაყობ კარიერაში ჩატარებული ბოლო მატჩით

ამჯერად ჰოკეიში - პეტრ ჩეხმა სპორტული კარიერა განაახლა

"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა

თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ვერნერის დასარწმუნებლად ლამპარდი და ჩეხი თებერვალში გერმანიაში გაფრინდნენ

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

ოფიციალურად: ლონდონის "არსენალს" 7 ფეხბურთელი ტოვებს

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები