როგორ გუნდს დააყენებს ჟოზე მოურინიო
როგორი იქნება მომავალ სეზონში ლონდონის "ჩელსი"? როცა გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნის, ხოლო კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი გახლავთ, მას ყოველთვის გარანტირებული აქვს გულშემატკივართა დიდი ინტერესი. ბევრი ელის, რომ მომავალი საფეხბურთო წელი ევროპაში "ჩელსის" დომინაციით წარიმართება.

თუ არ გაყიდეს, ვერ იყიდიან

ჩვენ უკვე კარგა ხანია, მივეჩვიეთ, რომ ლონდონური კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძალიან ხშირად აქტიურად იქცევა და ეს აქტიურობა, არცთუ იშვიათად, გამომწვევ საქციელში გადადის. გავიხსენოთ თუნდაც ფერნანდო ტორესის მოულოდნელი გადასვლა "ლივერპულიდან". მაშინ ტორესი ვერტმფრენით მოიპარეს "ლივერპულის" ბაზიდან. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებიღა რჩებოდა.

ამ ზაფხულს "ჩელსიში" ასეთ ტრანსფერებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. საქმე ისაა, რომ ფეარ პლეის ახალი პრინციპები გუნდს ტრანსფერებისათვის ასტრონომიული თანხების დახარჯვას უკრძალავს.

გარდა ამისა, ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე გუნდმა არამც და არამც არ უნდა გაყიდოს ლიდერები. უკვე მესამე სეზონია, ჟოზე "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნდა. ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგების დროა. ამას ახალი გუნდით ვერ გააკეთებ.

"წერტილოვანი სელექცია" - აი, რა სჭირდება მოურინიოს. მას თავიდან არ აქვს ასაწყობი ველოსიპედი და ეს ძალიან კარგია.

დაცვასა და თავდასხმაში პრობლემების გარეშე

პირველი ნომერი "ჩელსიში" ტიბო კურტუაა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბელგიელი გაცემულ ავანსებს კარგი თამაშით ამართლებს.

ტერი-კეჰილის წყვილი - ასეთია დაცვის ცენტრი. თუ რამე გაუგებრობა იქნება, ფრანგი ტალანტი კურტ ზუმა ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა, ნებისმიერი მათგანი ჩაანაცვლოს. თუ პრობლემები ამითაც არ მორჩა, ჰოლანდიელი ტალანტი ნათან აკე მზადაა, დაცვის ცენტრში წარმოქმნილი ვაკუუმი შეავსოს. მას უფრო მინდვრის ცენტრში თამაში უყვარს, მაგრამ...

ცენტრალური მცველებისა არ იყოს, "ლურჯებს" არც დაცვის მარცხენა ფლანგზე არსებული ვითარება აშფოთებთ. ასპილიკუეტა და ფელიპე ლუიში უმაღლესი კლასის შემსრულებლები არიან.

სხვანაირი ვითარებაა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც სერბ ბრანისლავ ივანოვიჩს არ ჰყავს კონკურენტი. არის 19 წლის დანიელი კრისტიანსენი და 21 წლის ბრაზილიელი უოლასი, მაგრამ ეს მოთამაშეები იმ კლასისანი არ არიან, "ჩელსის" სერიოზულ თამაშებში რომ გამოადგნენ. შევთანხმდეთ: "არისტოკრატებს" სჭირდებათ მარჯვენა მცველი.

რა ხდება საყრდენ ზონაში? ერთი კანდიდატურა აქ აშკარად გამოკვეთილია - ნემანია მატიჩი. საჭიროების შემთხვევაში სერბი შეიძლება შეცვალონ ჯონ ობი მიკელმა, ჩალობამ, ლოფტუს-ჩიკმა...

შემქმნელი ფეხბურთელის ამპლუაში "ჩელსის" მხოლოდ სესკ ფაბრეგასი ჰყავს. ესპანელის შეცვლა ძალიან რთულია. რთული კი არა, თითქმის შეუძლებელია. ფაბრეგასი რომ შეცვალოს, მოურინიომ თვისობრივად ახალი ველოსიპედი უნდა გამოიგონოს. ეს კი რამდენიმე თვის განმავლობაში და ისიც სუპერკლუბში შეუძლებელია.

აი, ფრთებზე კი "ჩელსის" იმაზე მეტი შემქმნელი ფეხბურთელი ჰყავს, ვიდრე საჭიროა. ჩვენ, უბრალოდ, ჩამოვთვალოთ: აზარი, ოსკარი, ვილიანი, კუადრადო, ატსუ, ბერტრან ტრაორე, მოზესი, მარინი, ლუკას პიაზონი, სალაჰი...

ბევრ მათგანი, ალბათ, დატოვებს "ჩელსის", მაგრამ კვალიფიციური ფეხბურთელები მაინც საკმარისად რჩებიან. ეს ფეხბურთელები ერთს კი არა, ბარე ორ გუნდს დააკომპლექტებენ. ეს ფაქტია.

საჭიროა მესამე ფორვარდი

"ჩვენ უნდა ვიყიდოთ მესამე ფორვარდი. ეს აუცილებელია. გუნდი, რომელიც მაღალ მიზნებს ისახავს, ორი ფორვარდის იმედად ვერ იქნება", - ეს ჟოზე მოურინიოს სიტყვებია. არ შეიძლება, ჟოზეს არ დავეთანხმოთ.

დღეს "ჩელსიში" უმაღლესი კლასის მხოლოდ ერთი ფორვარდი ირიცხება - დიეგო კოშტა. სწორედ ბრაზილიელ-ესპანელი დაიწყებს სეზონს ძირითადი შემტევის რანგში. პრაქტიკულად, გადაწყვეტილია მეორე ფორვარდის საკითხიც.

"არისტოკრატებს" უახლოეს მომავალში შეურთდება რადამელ ფალკაო. ის ვერ ბრწყინავდა "მანჩესტერში", მაგრამ არავინ იცის, რა იქნება "ჩელსიში". ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ ის ამ ფეხბურთელს აუცილებლად აათამაშებს.

აქვე არიან ფრანგი ფორვარდი ლოიკ რემი და ახალგაზრდა, 21 წლის პატრიკ ბემფორდი, ვინც "მიდლსბროში" გატარებული შესანიშნავი წლის შემდეგ დაუბრუნდა მშობლიურ კლუბს.

ერთი ფაქტია - თუ რადამელ ფალკაოს ტრანსფერი ისე სწრაფად შედგა, როგორც ამას ბრიტანული საინფორმაციო საშუალებები ელიან, მაშინ "ჩელსის" თავდასხმაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარებულად უნდა ჩავთვალოთ.

მეორე მეკარის პრობლემა

პეტრ ჩეხის გადასვლა ლონდონის "არსენალში" ძალიან ჰგავს შენელებული მოქმედების ბომბის ისტორიას. ინგლისურმა პრესამ უკვე დიდი ხანია, სააშკარაოზე გამოიტანა გარიგების ყველა დეტალი. ჩეხი ორშაბათს წარუდგინეს მედიას.

მოურინიოს წლების განმავლობაში აქვს პრინციპი - არამც და არამც არ გააძლიეროს კონკურენტები. აქედან გამომდინარე, მას ძალიან არ უნდოდა, რომ პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე არსენ ვენგერთან წასულიყო.

გასულ სეზონში ჩეხი "ჩელსის" სათადარიგო მეკარე იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მან 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა, რომ ამ 7 მატჩიდან "ჩელსიმ" ყველა მოიგო. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სათადარიგო მეკარის მნიშვნელობას.

ვინ იქნება "ჩელსის" რანგით მეორე გოლკიპერი მომავალ სეზონში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა შეუძლებელია. 21 წლის დელაჩი და 22 წლის ბლეკმანი ამ როლისათვის შეუფერებელნი არიან. ასე რომ, რომან აბრამოვიჩს აუცილებლად მოუწევს ჯიბეზე ხელის გაკვრა.

არის ერთი კარგი ვარიანტი - "ჩელსიში" სათადარიგო გოლკიპერის სტატუსით უნდა მივიდეს ბოსნიის ნაკრების მეკარე ასმირ ბეგოვიჩი. აქ არის ერთი "მაგრამ": მოისურვებს კი პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი სათადარიგოს სტატუსს? ის ხომ "სტოკის" გამოკვეთილი ლიდერია.

მიზნები

წინა სეზონში "ჩელსიმ" მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ლოგიკურად, თამასა მაღლა უნდა აიწიოს. რომან აბრამოვიჩი ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოსთხოვს. ჟოზე მზადაა ამ გამოწვევისათვის.

მთავარია, აღარ მოხდეს ის, რაც გასულ სეზონში მოხდა. მაშინ ათკაციანმა "პარი სენ-ჟერმენმა" ლონდონური ოცნება დაასამარა და ის მატჩი მოურინიოს სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა.

ცოტა იღბალი და დიდი სიძლიერე - ამან უნდა გაუკვალოს გზა "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისაკენ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ერთხელაც ვარჯიშზე მოთმინება აღარ მეყო და..." - მხითარიანმა მოურინიოსთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა
"ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა" - The Athletic-ი მარესკას "ჩელსიდან" გაშვების მიზეზებს ასახელებს
"სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელები არ მყავს, შეშფოთებული ვარ" - პეპ გვარდიოლა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ჩელსის" გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინას აუცილებლად უნდა მოხმარდეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა
"ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლა - მოურინიო "არისტოკრატებს" სათავეში მესამედ ჩაუდგება?!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა