რას ფიქრობს სკანდალურად ცნობილი ყოფილი ფუნქციონერი დღევანდელ "იუვეზე"
როგორც "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ განაცხადა, ტურინულმა გრანდმა ოფიციალური წინადადება მიიღო, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კლუბი პოლ პოგბას სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიდა.

მაროტამ დასძინა, რომ "იუვე" 22 წლის ფრანგი ნახევარმცველის გასხვისებას არ აპირებს და შესაბამისად, შეთავაზებას უარით უპასუხეს. 80 მილიონ ევროზე უარის თქმა მეტად რთული საქმეა, მით უმეტეს, როდესაც ასეთ კოლოსალურ თანხას არც ლეო მესის და არც კრიშტიანო რონალდოს სანაცვლოდ გთავაზობენ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე, ტურინელთათვის პოგბას შენარჩუნება სტრატეგიული მიზანია. ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩანო მოჯი:

"ტურინელებს ძალიან უნდოდათ პოგბას 80 მილიონ ევროდ გაყიდვა, მაგრამ ამ ეტაპზე, ამას, უბრალოდ, ვერ გააკეთებდნენ. ამაში დამნაშავე კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო არიან, რომლებმაც გუნდის შეცვლა გადაწყვიტეს. "იუვენტუსისთვის" ორივე ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო და თუ ტურინელები კიდევ ერთ წამყვან მოთამაშეს შეელევიან, გამოდის, რომ გუნდის ბირთვი შეიცვლება და ის "იუვე", პრაქტიკულად, დაიშლება, რომელმაც გასულ სეზონში დიდ წარმატებას მიაღწია. სავარაუდოდ, პოგბა მომდევნო ზაფხულს გაიყიდება და რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, შესაძლოა, კიდევ უფრო ძვირად, ვიდრე 80 მილიონი ევროა".

ლუჩანო მოჯის "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკასა და სხვა ახალწვეულებზე ჰკითხეს: "ვისი სურვილიც არ უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ "იუვენტუსი" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა - ერთი ყველაზე მეტ გოლს იტანდა და მეორე ყველაზე მეტ საგოლე პასს აკეთებდა. ამ დანაკლისს შევსება უნდა, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ტურინელები ამ გზას ადგანან. სამი ხედირა კარგი ჩამშლელია, მაგრამ პირლოს ფუნქციებს ვერ შეასრულებს; მარიო მანჯუკიჩის და პაულო დიბალას გადაბირება კი მეტად სარისკო ნაბიჯი იყო და მეეჭვება, რომ ტევესის მაგივრობას გასწევენ. დაველოდოთ ახალ სეზონს და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იუვენტინო
ვეთანხმები კომენტარს იმაზე, რომ რამე "ნიტოს" შემთხვევაში არ მოერიდებოდა და გააკრიტიკებდა. დონ ლუჩანოს კი იმაში ვეთანხმები, რომ სამი ახალი (ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს) ფეხბურთელის მოყვანა ახალი სეზონისთვის ძალიან სარისკო იმ კუთხით, რომ ჯერ არ იცი რეალურად გუნდს ვინ როგორ მოერგება. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ მაესტროს და აპაჩას წასვლით გუნდი დაიღუპება და რამე, მაგრამ ერთდროულად მათი წასვლა სერიოზული დანაკლისია, შემცვლელები არიან, მაგრამ ვინ როგორ შეეწყობა, აი საკითხავი რა არის. მოკლედ დაველოდოთ ახალ სეზონს
David
ამისგან ესეთი ბაზარი მაროტას შექებას ნიშნავს... რამე ნიტო რომ ყოფილიყო სულ დედებს დაუმარცვლავდა....
ლევანი
როცა ეს ასე ლაპარაკობს, ე.ი. ყველაფერი კარგადაა! ;) ფორცა "იუვე"!
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"აურელიომ სატრანსფერო კამპანია ჩააგდო" - მოჯი დე ლაურენტისს დასცინის
"აღმოჩენა არაა, მხოლოდ ერთი რამ გამოსდის" - მოჯიმ "კვარაზე" ისაუბრა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლუჩანო მოჯი: "იუვენტუსი" სკუდეტოს მოსაგებად მზად არ არის
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს" - მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა
მოჯი: კონტემ მითხრა, რატომ თქვა უარი "ნაპოლის" ჩაბარებაზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია - კონტე გუნდს დააყენებს" - კასანოს და მოჯის პროგნოზი
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები