ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" ევროტურნირებს გამარჯვებით დაუბრუნდა.

ზღვისპირელებს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნიქოზიის "ომონიის" სახით, საკმაოდ ძლიერი და კვიპროსის მასშტაბით ტიტულოვანი (20-გზის ჩემპიონი და 14-გზის თასის მფლობელია) მეტოქე ჰყავდათ.

ამას გარდა, "ომონიას" ევროტურნირებზე ასპარეზობის მდიდარი გამოცდილებაც აქვს. თან გასული სეზონის შემდეგ "ომონია" მნიშვნელოვნად გაძლიერდა, სერიოზული ლეგიონერები დაიმატა და ბათუმის "დინამოსთან" სათამაშოდ საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდა...

წინასწარ ვერავინ იტყვის, ორი მატჩის ჯამში რომელი გუნდი გავა შემდგომ ეტაპზე, მაგრამ ბათუმელთა გუშინდელი გარჯა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. შოთა ჭეიშვილის გუნდიდან ძნელია რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა - ყველა მოთამაშემ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და გამარჯვებისთვის არაფერი დაიშურა.

რაც მთავარია, "დინამომ" გუნდური თამაში აჩვენა და მეტწილად, სწორედ ამ კომპონენტში აჯობა მეტოქეს.

ვიდრე მატჩის თაობაზე ვისაუბრებდეთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ "დავით აბაშიძეზე" შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. თუ არ ჩავთვლით კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის "გადანახულ" ადგილებს, სტადიონი, ფაქტობრივად, ბოლომდე შეივსო.

"დინამოს" თეთრ-ლურჯ ფერებში შემოსილი და სხვადასხვა ატრიბუტიკით აღჭურვილი ბათუმელი ქომაგი საყვარელ გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდა. მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის იდეალურ მდგომარეობაში იყო და თამაშის წინ ეს სტუმრებმაც აღნიშნეს. ამინდიც ისეთი იყო, ფეხბურთის თამაშის სურვილს რომ გაგიჩენდათ. დანარჩენი კი ფეხბურთელებზე იყო დამოკიდებული...

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. შოთა ჭეიშვილმა სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი და მასპინძლები მიზანთან ძალზე ახლოსაც იყვნენ, როცა ბადრი ტეტუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი ნახტომში თავით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა, შეტევა კი გიორგი გაბედავას სახიფათო დარტყმით დასრულდა - კარში მიმავალი ბურთი ერთ-ერთ კვიპროსელს მოხვდა და ძელს ჩაუქროლა...

ბათუმელებს ტემპში კვიპროსელებიც აჰყვნენ და კინაღამ ანგარიშიც გახსნეს - ფოფანას გადაცემის შემდეგ ანდრეას შკემბრი მარჯვნიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც ჩამოიცილა, მაგრამ "ომონიას" მალტელი ლეგიონერის დარტყმული ძელს მოხვდა.

მასპინძელს უპირატესობა არ დაუთმია. ბურთი, ძირითადად, მეტოქის ნახევარზე ტრიალებდა, კვიპროსელები კი დროის ამ მონაკვეთში კონტრშეტევებით კმაყოფილდებოდნენ.

სტუმრები თეიმურაზ შონიამ ანერვიულა, როცა ანტონის გიორგალიდესის კარისკენ სახიფათოდ "გაისროლა", თუმცა ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

დაახლოებით 30-ე წუთიდან კვიპროსელები გააქტიურდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძემ ჯერ შკემბრის "მაკრატელა" მოიგერია, შემდეგ კი გოლიათური აღნაგობის ჰეროლდ გულონის უძლიერესი დარტყმულიც გააუვნებელყო.

ნიქოზიელთა შტურმი დიდხანს არ გაგრძელებულა, სამაგიეროდ, მალე ბათუმელთათვის სასურველი წამი დადგა - მოედნის მარცხენა კიდეში, კვიპროსელთა კარიდან დაახლოებით 28 მეტრში, საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან გაბედავა მივიდა და უძლიერესი დარტყმით "ომონიას" კარის ბადე შეარხია.

სტუმრებმა კინაღამ საპასუხო შეტევაშივე გაათანაბრეს ანგარიში - საბედნიეროდ, მიკაელ პოტემ ხუთიოდე მეტრიდან ბურთი კარში ვერ მოათავსა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე "დინამოს" მეორე გოლის გატანაც შეეძლო, როცა გაბედავამ თითქმის იმავე პოზიციიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი კვლავ პირდაპირ კარისკენ გაგზავნა. კვიპროსელთა მეკარე უხეიროდ გაისარჯა, მაგრამ მცველებმა დროულად განმუხტეს სიტუაცია.

მეორე ნახევარში კვიპროსელებმა ცვლილებები განახორციელეს და გაცილებით აქტიურად ათამაშდნენ, ბათუმელებს კი თითქოს დაღლა დაეტყოთ, შეტევებში ძალა აღარ ჰყოფნიდათ და მოედნის ცენტრიც დათმეს. "ომონიამ" რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა. განსაკუთრებით, ეკონომიდესის უძლიერესი დარტყმაა აღსანიშნავი, რომელსაც ალავიძემ შესანიშნავი რეაქციით უპასუხა.

თამაშის ბოლოსკენ "დინამოს" კარზე ზეწოლა გაძლიერდა. ბათუმელებს, განსაკუთრებით, ბოლო წუთებში გაუჭირდათ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ (9 ივლისს) კვიპროსში გაიმართება.

მატჩის შემდეგ:

მიხეილ სერიუ ("ომონიას" მეორე მწვრთნელი):

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქემ სწრაფად და აგრესიულად ითამაშა, თუმცა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. მარტო ანდრეას შკემბრის ორი გოლის გატანა მართებდა... ჩვენ კი "სტანდარტულიდან" გავუშვით...

ამ მარცხის გასაანალიზებლად და შეცდომების აღმოსაფხვრელად ერთი კვირა გვაქვს. უკეთ მოვემზადებით და ვეცდებით "დინამოს" ბარიერის გადალახვას".

შოთა ჭეიშვილი (ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი):

"ბათუმის "დინამომ" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა ევროთასებზე და ჩვენთვის ეს გამარჯვება ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. ესეც გამოსწორებადია.

მადლობა ზესტაფონელებს იმისთვის, ასეთი კარგი მოედანი რომ დაგვახვედრეს და მხურვალედაც გვიქომაგეს. ამ სიტუაციაში წაგების უფლება არ გვქონდა. აგრეთვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მათი უმეტესობა ამ დონეზე პირველად თამაშობდა. ამ ფონზე, ბიჭების აგრესიული გარჯა და ბრძოლის ჟინი დასაფასებელია. ისინი ნამდვილად საამაყოები არიან.

რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ისევ იმ აზრზე ვარ, რომ უპირატესობა მეტოქის მხარესაა. საერთოდ, კვიპროსში რთულია თამაში, თანაც, როცა "ომონიას" მოგება სჭირდება.

ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ საპასუხო შეხვედრას კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა და ვეცდებით, ჩვენი პლუსები კვიპროსშიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

02.07.15. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 4 000 მაყურებელი

დინამო ბთ-ომონია 1:0

გოლი: 1:0 გაბედავა (40)

დინამო (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე (83. ჩირიკაშვილი), ფონიავა, შონია, გაბედავა - ტატანაშვილი (75. თევდორაძე), ბერიაშვილი (86. ვარშანიძე).

სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, მაკარიანი, დიასამიძე

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

ომონია (4-2-2-2): გიორგალიდესი - ლობჟანიძე, რუნიე, მენდი (46. მარგასა), კრისტოვაო - გულონი, ეკონომიდესი - ასისი, ფოფანა (58. კირმი) - შკემბრი (70. ვისენტი), პოტე.

სათადარიგოები: პანაი, როუშიასი, შერიდანი, სამოუტისი

მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი

გაფრთხილება: ფონიავა (11), ლობჟანიძე (13), გაბედავა (14), მახარაძე (33), შონია (53), მარგასა (77)

არბიტრი: მატია ზგანეცი (სლოვენია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
გაიხარეთ ბათუმელებო, სულ წარმატებებს გისურვებთ. გაიხსენეთ ბიჭებო, რომ გორის დილას კვიპროსში მოგებული აქვს ძალიან მნიშვნელოვალი მატჩი. თქვენც ამასვე გისურვებთ გაგეხარებინოთ აჭარის და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ქომაგი. და ერთიც რაც შეიძლება მალე გეთამაშოთ საკუთარ ქალაქში. ამას ბათუმი ნამდვილად იმსახურებს.
nika
ბათუმელებმა ცალსახად ძალიან კარგად ითამაშეს ომონიასთან ასეთ თამაშს არ ველოდი ბათუმმა ითამაშა შემტევი თამაში და ღირსეულად მოიგო ვნახოთ რა იქნება ერთ კვირაში მაგრამ როგორც კონკრეტული გამარჯვება ეს უკვე დიდი წარმატებაა იმედია ბიჩები კვიპროშიც მოახერხებენ კიდევ ერთი სენსაციის ჩვენებას და გავლიან მომდევნო ეტაპზე
ჯარჯი21
იხარეთ ბათუმელებო და სრულიად საქართველოვ. კვიპროსში კარებში ტრამვაი რომ დააყენოთ მაინც არ უნდა გაუშვათ გოლი. გაბედავას ბედი აქვს ასეთი რომ ყოველთვის მნიშვნელოვნი გოლები გააქვს. თუმცა კვიპროსში მაგის მოედნაზე გაყვანა არ შეიძლება და საერთოდ ეს არის საშიში ფეხბურთელი,მასზე ნდობა ძალიან ძნელია. ამიტომ დაასვენეთ ის და უფრო შეთამაშებულები ათამაშეთ. აი დაიმახსოვრეყთ ეს სიტყვები.
gizog
გაიხარეთ ბათუმელებო, სულ წარმატებებს გისურვებთ. გაიხსენეთ ბიჭებო, რომ გორის დილას კვიპროსში მოგებული აქვს ძალიან მნიშვნელოვალი მატჩი. თქვენც ამასვე გისურვებთ გაგეხარებინოთ აჭარის და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ქომაგი. და ერთიც რაც შეიძლება მალე გეთამაშოთ საკუთარ ქალაქში. ამას ბათუმი ნამდვილად იმსახურებს.
gizog
გაიხარეთ ბათუმელებო, სულ წარმატებებს გისურვებთ. გაიხსენეთ ბიჭებო, რომ გორის დილას კვიპროსში მოგებული აქვს ძალიან მნიშვნელოვალი მატჩი. თქვენც ამასვე გისურვებთ გაგეხარებინოთ აჭარის და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ქომაგი. და ერთიც რაც შეიძლება მალე გეთამაშოთ საკუთარ ქალაქში. ამას ბათუმი ნამდვილად იმსახურებს.
გენო
გუშინ რა კარგი დღე იყო!!!!!
nikola
ყოჩაღ ბათუმის დინამოს!!! გილოცათ ბიჭებო და გისურვებთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლას!!! მაგრა გაგვახარეთ!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა
გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა
გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია
"ომონიას" ფანებმა ნიკა ძალამიძეს და მის გუნდელებს ქვები დაუშინეს [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: შეხვედრა წარსულთან
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია
ასლან ბალაძე: "ომონიასთან" მატჩის წინ თემურ ქეცბაიამ რაც გვითხრა, გამართლდა
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
"საბურთალოს" 3 ფეხბურთელი სიმბოლურში - ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, "ომონია" ჩაიბაროს
გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში
ომონია-დინამო (ბთ) 2:0 - ცალკარა, 11:0 და 20:1 [VIDEO]
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
ბათუმის "დინამო": თუ კიჩაკი არა, მაშინ ტიმოფეევი...
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
პირველი ლიგა: რუსთავური ამბიცია
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა