ლევანის მაისურა, რომელიც მას "ჰერტაში" ჩატარებულ ბოლო მატჩში ეცვა, აუქციონზე 500 დოლარად გაიყიდა, თანხა კი წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა
საგამომცემლო სახლი "სახე(ლ)ები", რომლის ხელმძღვანელებიც არიან ჩვენი კოლეგები - ნანა აკობიძე და გია ჩადუნელი, 2002 წლიდან აწყობს სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ადამიანების დაჯილდოებას ("წლის ადამიანები").

ჯილდოვდებიან სპორტსმენებიც. იყო მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როცა წლის ადამიანად დასახელებული იყო ქართველი ფეხბურთელი.

2014 წლის შედეგების შეჯამებისას, წლის სპორტსმენად ლევან კობიაშვილი აღიარეს, რომელსაც ეს პრიზი წარმატებული საფეხბურთო კარიერისთვის გადაეცა. გეხსომებათ, სწორედ შარშან ჩაატარა ლევანმა თავისი ბოლო მატჩი "ჰერტას" შემადგენლობაში.

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების გამო დაჯილდოების ცერემონიალი პომპეზური არ ყოფილა. მთელი თანხა დაზარალებულებს გადაეცათ. ცერემონიალზე ცნობილ პიროვნებებს გასაყიდად გამოტანილი ჰქონდათ სხვადასხვა ნივთი. მაგალითად, კობიაშვილმა აუქციონზე გამოიტანა 3-ნომრიანი მაისურა, რომელიც მას "ჰერტას" შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში ეცვა.

სხვათა შორის, ეს მაისურა 500 დოლარად გაიყიდა და ეს თანხაც წყალდიდობით დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა.

ცერემონიალს ყველა ლაურეატი დაესწრო. გამონაკლისი იყო მხოლოდ კობიაშვილი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ობიექტური მიზეზების გამო ვერ ჩამოვიდა, თუმცა ჯილდომ მას გერმანიაში "ჩააკითხა" - 30 ივნისს ბერლინში შედგა "სახე(ლ)ების" მიერ გამოცემული ყოველწლიური წიგნის, "ქართულ-გერმანული სახე(ლ)ების" პრეზენტაცია, რომელსაც კობიაშვილიც დაესწრო და ჯილდოც იქვე გადაეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვაჟა ჟვანია: ვლადიმირ ვაისს ქება ეკუთვნის!
გორის "დილა“ კიდევ ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
დინამო (თბ)-დილა 1:2 - აი, ლეგიონერი!.. [VIDEO]
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა